ადამიანების უმრავლესობას ესიზმრება ერთი და იგივე კოშმარი. სწორედ ეს სიზმრები მეტყველებენ ჩვენს ფსიქოლოგიურ და ემოციონალურ მდგომარეობაზე, ჩვენს პრობლემებზე და შიშებზე. რას ნიშნავს ეს სიზმრები და რა სარგებელი შეიძლება ვნახოთ ამ ცოდნით?
მნიშვნელოვანი მოვლენის გამოტოვება
დაგესიზმრათ, რომ გამოტოვეთ რაიმე დღესასწაული, შეხვედრა ან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა? ხშირ შემთხვევაში მსგავსი სიზმარი ესიზმრება ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ის ფაქტი, რომ ვიღაცას იმედები გაუცრუეს, ან უბრალოდ რაღაც არ გამოუვიდათ. თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ მსგავსი ხილვები, მაშინ ფსიქოლოგები გირჩევენ, რაც შეიძლება მალე მოიშოროთ თავიდან ის ფიქრები და აზრები, რომ თქვენ რაღაცას ვერ მიაღწიეთ და რაღაც ვერ შეძელით.
საკუთარი თავის შიშველად დანახვა ძილში
თუ სიზმარში საკუთარი თავი იხილეთ სრულიად შიშვლეი, ან მხოლოდ საცვლებში გამოწყობილი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ თქვენ სერიოზული პრობლემების წინაშე დგახართ რეალურ ცხოვრებაში. სავარაოდოთ თქვენ თვითშეფასები ძალზედ დაბალი მაჩვენებელი გაქვთ და განიცდით იმას, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები თქვენზე.
კბილის ჩამოვარდნა
აი კიდევ ერთი გავრცელებული სიზმარი – ჩამოვარდნილი კბილის დანახვა. ეს სიზმარი მეტყველებს შემდეგზე: თქვენ განიცდით და გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ადამიანებს სხვა ადამიანის განკითხვის უნარი შესწევთ მისი გარეგნობის გამო.
ხაფანგში მოხვედრა
მსგავსი სიზმარი შესაძლებელია გამოჩნდეს სხვადასხვა სიუჟეტებში: თქვენ შეიძლება იხილოთ თავი პატარა, ვიწრო დაწესებულებაში, ყუთში, დაკეტილ კარადაში და ასევე კუბოშიც კი. მიღებულია მოსაზრება, რომ მსგავსი სიზმრები ესიზმრებათ ადამიანებს, რომლებიც კლასტროფობიით არიან შეპყრობილები, თუმა ასეთი სიუჟეტს ხედავენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ეშინიათ რთული სიტუაციიდან გამოსვლის. ეს ადამიანები ზოგადად არ განიცდიან იმ ფაქტს, რომ არ შესწევთ ამ ცხოვრებაში რეალიზების უნარი.
სიზმარში ჩამოვარდნა
ეს სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში არსებობს რაღაც, რისი გამკლავებაც არ შეგიძლიათ და თქვენ ეს ძალიან გაღელვებთ. ასევე ეს ხილვა შეიძლება ასახავდეს შიშს ისეთი მოვლენების მიმართ, რომელთაც თავს ვერ აარიდებთ.
სიზმარში ვინმესგან გაქცევა
თუ თქვენ სიზმარში ვიღაც მოგსდევთ და შეშინებული ცდილობთ გაქცევას, ეს მეტყველებს, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენ გაურბიხართ პრობლემებს და არ გსურთ მათი გადაჭრა. ადამიანებმა, რომლებმაც შესძლეს თავიანთი სიზმრების გაკონტროლება აღნიშნეს, რომ თუ ასეთი ხილვის დროს უბრალოდ შეწყვეტთ გაქცევას, გაჩერდებით და შემოუბრუნდებით მას, ვინც მოგსდევთ, არაფერი ცუდი არ მოხდება და უბრალოდ დასრულდება ეს სიზმარიც, სამაგიეროთ მსგავსი ქმედება დაგეხმარებათ რეალურ ცხოვრებაში გარკვეული პრობლემის გადაჭრაში.