მნიშვნელოვანი ნიუანსი – როგორ გავაღივოთ კიტრის თესლი სწორად ნერგებისთვის 

148

გამოცდილმა მებოსტნეებმა იციან, რომ კიტრის თესლის გაღივება მნიშვნელოვანი ეტაპია ამ ბოსტნეულის მოყვანაში. მხოლოდ ასე შეძლებთ მიიღოთ მეზობლების შესაშური კარგი მოსავალი.

კიტრის თესლი დარგვამდე სწორად უნდა მოამზადოთ, შემდეგ გააღივოთ. რთული არაფერია. სამაგიეროდ, თესლის აღმონაცენი ნამდვილად გაგახარებთ. მთავარია, რეკომენდაციები დაიცვათ.

კიტრის თესლის გაღივება ნერგებისთვის: ძირითადი მომენტები

მოსამზადებელი ეტაპი

თესლი დალბობამდე სწორად უნდა მოამზადოთ, რომ მაქსიმალური რაოდენობა ამოიზარდოს. ეს უმარტივესად კეთდება. პირველ რიგში, თესლი გადაარჩიეთ. ძალიან პატარა, მშრალი და დაზიანებული თესლები არ გჭირდებათ. ჭიქაში ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალი ჩაასხით და ცოტა მარილი დაუმატეთ. ამ წყალში კიტრის თესლი მოათავსეთ. ის, რომელიც ამოტივტივდება, ნერგების გასაზრდელად არ გამოგადგებათ.

შემდეგი ნაბიჯი თესლის გაცხელება და დეზინფექციაა. ღუმელი 60 გრადუსამდე გააცხელეთ. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე კიტრის თესლი ერთ ფენად გაშალეთ. 3 საათი ღუმელში მოათავსეთ. თესლი 60 გრადუსამდე გახურებულ წყალში მოათავსეთ. ამის შემდეგ კალიუმის პერმანგანატის ხსნარში გადაიტანეთ. თესლი პირსახოცზე გაფინეთ და მთლიანად გაშრობა აცადეთ. შემდეგ თესლი ხელსახოცზე გადაიტანეთ და რამდენიმე დღით საყინულეში შეინახეთ. მზადაა!

საუკეთესო მეთოდები თესლის გაღივებისთვის

  1. თესლი თეფშზე გადაიტანეთ და სპრეი ბოთლით წყალი შეასხურეთ. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა თესლი გაღივდება, დარგვა შეგიძლიათ დაიწყოთ.
  2. ასევე შეგიძლიათ თეფშზე დააფინოთ წყალში კარგად დასველებული ქაღალდის ხელსახოცი. მასზე თესლი დააწყვეთ. ზემოდან მეორე ფენა სველი ქაღალდის ხელსახოცი დააფინეთ. 3 დღე გააჩერეთ. პერიოდულად შეამოწმეთ, ხომ არ გამოშრა თესლი.
  3. 5 ფენა ტუალეტის ქაღალდი აიღეთ და წყალში დაასველეთ. მასში თესლი მოათავსეთ. 3 დღე გააჩერეთ, რომ გაღივდეს. მზადაა!

გახსოვდეთ, რომ კიტრის თესლს გაღივებისთვის 3-5 დღე სჭირდება. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ ჯერ კიდევ არ გაღივდა, დროა მოიშოროთ. ასეთი თესლი არ გამოდგება წვნიანი ბოსტნეულის მოსაყვანად, რომლისგანაც შეძლებთ საოცრად არომატული და გემრიელი სალათის მომზადებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს