როგორ გავამრავლოთ ვარდი ხახვის გამოყენებით – სწრაფი მეთოდი

139

ყოველ ზაფხულს მთელი ოჯახი დასასვენებლად სოფელში ავდივართ. კარგი დროა, რომ დატკბე ბუნებაში ყოფნით, ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი და დაისვენო ქალაქის ხმაურისგან, ასფალტისგან და ტრანსპორტისგან. გასულ წელს სეირნობისას შევნიშნე ვარდის საოცარი ბუჩქი მეზობლის ეზოში. მაშინვე სახელი ვკითხე, რომ მეც მეყიდა. გაოცებულმა მეზობელმა შემომხედა და რამდენიმე კოკრის მოწყვეტა შემომთავაზა. ჩემი დაბნეულობის დანახვისას მეზობელმა მასწავლა, როგორ გავამრავლო ვარდი მარტივი მეთოდით.

პირველივე ცდაზე ყველაფერი გამომივიდა! მას შემდეგ ყვავილს მხოლოდ ამ მეთოდით ვამრავლებ. მხოლოდ სწორად უნდა მოუაროთ, რომ დატკბეთ სხვადასხვა ფერის ნაზი ყვავილებით თქვენს ბაღში. გიამბობთ, როგორ გაამრავლოთ ვარდი სახლის პირობებში.

ვარდის გამრავლება გაუშლელი კოკრიდან

1. კოკორი აუცილებლად სტერილური ხელსაწყოთი გადაჭერით, რათა მცენარე არ დაინფიცირდეს.

2. წითელ ხახვს თავი მოაჭერით. ბოსტნეული ბასრი საგნით რამდენიმე ადგილას დახვრიტეთ. ასე ხახვი გამოყოფს წვენს, რომელიც შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტებს, რომლებიც აქტიურ ზრდას უზრუნველყოფენ.

3. კოკორი ხახვის გადანაჭერში ჩაარჭეთ.

4. ხახვი ვარდით მოათავსეთ ფხვიერი მიწით სავსე პატარა ჭურჭელში. სადრენაჟო ნახვრეტი აუცილებლად გაუკეთეთ. უხვად მორწყეთ.

5. ჭურჭელს ზემოდან პლასტმასის ბოთლი დაახურეთ, რომ სათბურის ეფექტი მიიღოთ.

6. 20 დღის შემდეგ ფესვების სისტემა დიდ ქოთანში გადასარგავად მზად იქნება.

7. ვარდი ნაცრით და თევზის ფქვილით გაანოყიერეთ. სხვა მხრივ, ვარდის მოვლა ჩვეულებრივისგან არ განსხვავდება.

ვარდის გამრავლების ამ მეთოდში ყველაზე მეტად მომწონს სისწრაფე და საიმედოობა. მთელ პროცედურაზე მხოლოდ რამდენიმე წუთს დახარჯავთ, შემდეგ 3 კვირა მცენარე შეგიძლიათ დაივიწყოთ. სწორი მოვლის პირობებში გადარგვის შემდეგ მალე იხილავთ დიდ და კაშკაშა ბუჩქს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს