სწრაფი მეთოდი – როგორ შევამოწმოთ კვერცხი ახალია თუ ძველი

1

ბევრ ინგრედიენტზე გაფუჭების შემჩნევა საკმაოდ მარტივია. პური ხმება, ყველი ობით იფარება, ხორცს და თევზს უსიამოვნო სუნი უჩნდება. აი, კვერცხი ყოველთვის ბევრ კითხვას ბადებს. თითქოს ახალივით გამოიყურება, მაგრამ მესმის, რომ მთელი თვის განმავლობაში ახალი ვერ დარჩებოდა.

ადრე არ ვიცოდი, როგორ შემემოწმებინა კვერცხი, ამიტომ მცირე რაოდენობით ვყიდულობდი და სწრაფად ვჭამდი. ერთხელ დედამთილს ვესტუმრე და დავინახე, როგორ ჩაუშვა კვერცხი წყალში. იმ დღეს გავიგე, როგორ შევამოწმო კვერცხი ახალია თუ არა. ძალიან მარტივი და სწრაფი მეთოდია. თქვენც გიზიარებთ.

როგორ შევამოწმოთ 10 წამში კვერცხი ახალია თუ არა

მაღაზიაში ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. უნდა ენდოთ მწარმოებელს, რომელიც უთითებს პროდუქტის ვადის გასვლის თარიღს, გადამზიდს და სუპერმარკეტს, რომლებმაც კვერცხი გარკვეულ პირობებში უნდა შეინახონ. თუმცა კონტეინერი გარეგნულად შეგიძლიათ შეამოწმოთ: უნდა იყოს სუფთა, დაზიანების გარეშე. თუ გაქვთ შესაძლებლობა, შეფუთვა გახსენით და დარწმუნდით, რომ ყველა კვერცხი მთელია.

სახლის მისვლისთანავე ნაყიდი კვერცხის ხარისხი შეამოწმეთ. აიღეთ ქვაბი, თასი ან პატარა ჭიქა. წყლით აავსეთ და მასში კვერცხი ჩადეთ. ასე გაარკვევთ, რომელი გაძლებს მაცივარში 1 კვირა, რომელი უნდა მოამზადოთ რამდენიმე დღეში, რომელი მაშინვე ნაგვის ურნაში გადაყაროთ.

ახალი კვერცხი ჭურჭლის ძირში დინჯად იწვება. მის ხარისხში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ: ქათმისგან ახალი აღებულია. კვერცხი, რომელიც უკვე იწყებს გაფუჭებას, წყლის ზედაპირიდან ოდნავ ამოიწევს. ასეთი კვერცხი მალევე უნდა გამოიყენოთ. კვერცხი, რომელიც წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, უნდა გადაყაროთ. ჯობია ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნათ.

ახლა იცით მარტივი, სწრაფი და იაფი მეთოდი, როგორ შეამოწმოთ კვერცხი ახალია თუ ძველი. თქვენც შეამოწმეთ თქვენი კვერცხი, რომლითაც კერძის მომზადებას აპირებთ. ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დააყენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს