ზამთარში ადვილად შეიძლება გახდეთ ავად. ამიტომაც უნდა იზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, რომ სურდოთი ან გრიპით არ დაინფიცირდეთ. ამაში დაგეხმარებათ ისეთი ხალხური პროფილაქტიკური საშუალება, როგორიცაა სიროფი დაფნის ფოთლით და კოჭით. ის აფერხებს უსიამოვნო დაავადების გაჩენას, რომლის მკურნალობაზე მოგიწევთ დახარჯოთ დიდი ძალისხმევა, დრო, ფული და ჯანმრთელობა. თუ უკვე გრძნობთ გაციების სიმპტომებს, სასწრაფოდ მოადუღეთ ჩაი დაფნის ფოთლით.
ეს სასმელი კოჭით, ლიმონით და თაფლით ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. არა მხოლოდ ფილტვებს წმენდს და ამშვიდებს, არამედ უძილობასაც ებრძვის. ეფექტური, საიმედო და საკმაოდ ბიუჯეტურია!
როგორ მოვამზადოთ სიროფი და ჩაი დაფნის ფოთლით
არომატული ჩაი
უძილობის პრობლემების ან სურდოს ან გრიპის ნიშნების დროს სასწაული სასმელი მოამზადეთ. დღეში მხოლოდ ორი ფინჯანი ჩაი ფეხზე სწრაფად დაგაყენებთ.
ინგრედიენტები:
- 2,5 ჭიქა წყალი
- 3 დაფნის ფოთოლი
- ცოტა კოჭა
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ თაფლი
მომზადების მეთოდი:
- დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ და პატარა ქვაბში ჩაყარეთ. სუფთა წყალი დაასხით.
- კოჭა გაასუფთავეთ. პატარა კუბებად დაჭერით და წყალს დაუმატეთ.
- ქვაბი ქურაზე მოათავსეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5 წუთი ცეცხლზე გააჩერეთ.
- შემდეგ ქურიდან გადადგით და წვრილ საწურში გადაწურეთ.
- ჩაის თაფლი და ცოტა ლიმონის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. სასმელი მზადაა!
გემრიელი სიროფი
იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეს საშუალებაც დაფნის ფოთლით მზადდება. მზა სიროფი ყოველდღე უნდა მიიღოთ, 1 სუფრის კოვზი ცარიელ კუჭზე. უკვე რამდენიმე დღეში განწყობის გაუმჯობესებას იგრძნობთ.
ინგრედიენტები:
- 2,5 ჭიქა წყალი
- 6 დაფნის ფოთოლი
- 3 ს/კ ლიმონის წვენი
- 6 ს/კ თაფლი
მომზადების წესი:
- დაფნის ფოთლები პატარა ქვაბში ჩაყარეთ. წყალი დაასხით.
- ქვაბი ქურაზე მოათავსეთ. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლს დაუწიეთ.
- თავსახური დაახურეთ და კიდევ 5-6 წუთი ხარშეთ.
- ქურიდან გადადგით. ნარევი საწურში გადაწურეთ. თაფლი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
- ლიმონის წვენი ჩაასხით და კარგად აურიეთ.
- მიღებული ნარევი სუფთა ქილაში ჩაასხით.
დაფნის ფოთოლი არა მხოლოდ წვნიანის მომზადებისას გამოიყენეთ. სიროფი და ჩაი დაფნის ფოთლით წამლებზე უკეთ მოქმედებს. გემრიელი საშუალება, რომელიც ბევრ დაავადებას თავიდან აგაცილებთ.