პლუს 15 წელი – ფრჩხილის ლაქის 4 ფერი, რომელიც ხელებს აბერებს

73

მანიკიური თავის მოვლის აუცილებელი და სასიამოვნო ნაწილია. სალონში წასვლა და ფრჩხილებზე გელლაქის წასმა აუცილებელი არ არის. კარგი და ხარისხიანი მანიკიური სახლშიც შეგიძლიათ გაიკეთოთ. აი, ფრჩხილის ლაქის ფერის შერჩევა ყველა ქალის საყვარელი საქმეა. რაც უფრო მრავალფეროვანი არჩევანია, მით უფრო რთულია არჩევა.

ნებისმიერი სხვა პროცედურის მსგავსად, მანიკიურმა უნდა დამალოს ხელის ნაკლოვანებები და მის ღირსებებს ხაზი გაუსვას. ფრჩხილების სიგრძე და ფორმა, ასევე ლაქის ფერი გონივრულად უნდა შეარჩიოთ. ასაკთან ერთად ხელის კანი იცვლება და უკვე აღარ უხდება ყველა ფერის ლაქი.

ფრჩხილის ლაქის რომელი ფერები უნდა დაივიწყოთ ასაკთან ერთად?

მუქი ფერები

რა თქმა უნდა, ზოგიერთი მუქი ელფერი ძალიან ლამაზია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს. პიგმენტურ ლაქებზე აქცენტს აკეთებს. თუ ხელებზე პიგმენტური ლაქები გაქვთ, სხვა მანიკიური შეარჩიეთ.

ყვითელი

სინამდვილეში, ყვითელი მანიკიური ერთეულებს უხდებათ. განსაკუთრებით წარუმატებლად გამოიყურება „ასაკოვან“ ხელებზე. წლებთან ერთად კანის ფერი იცვლება, „მიწისფერი“ ხდება. მაშინაც კი, თუ ხელზე პიგმენტური ლაქები არ გაქვთ, ყვითლის და ნაცრისფრის კომბინაცია, ნაკლებად სავარაუდოა, მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

რუხი ლურჯი

ეს ფერი გამოირიცხება იმ შემთხვევაში, თუ ამობურცული ვენების პრობლემა არსებობს. რუხი ლურჯი ხელების ამ თავისებურებას ხაზს უსვამს. თანამოსაუბრე დააკვირდება თქვენი ხელის ზედაპირს მოდური მანიკიურის და გლუვი საფარის შეფასების ნაცვლად.

წითელი

ამ ფერს შეუძლია ისე ბოროტად იხუმროს, როგორც რუხ ლურჯს. ხაზს უსვამს რუხ ლურჯ ვენებს, უფრო შესამჩნევს ხდის. გარდა ამისა, კანი უფრო თხელი, უსიცოცხლო და გარეგნულად მშრალი ჩანს. ეს წითლის ყველა ელფერს არ ეხება. სპეციალისტები გირჩევენ, ცივ ტონებს თავი აარიდოთ.

აირჩიეთ ბუნებრივი, ღია, პასტელური ფერები, რომ თქვენი ხელები ლამაზად გამოიყურებოდეს. იდეალურია კრემისფერი, ღია ვარდისფერი, ატმისფერი, მარგალიტისფერი ან გამჭვირვალე. კაშკაშა და ცივ ფერებზე, ნახატებზე და აპლიკაციებზე უარი თქვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს