ღვიძლი ადამიანის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ორგანოა. იგი ასრულებს სიცოცხლისთვის საჭირო მრავალ ფუნქციას: მონაწილეობს საჭმლის მომნელებელი პროცესის დროს, გამოაქვს ტოქსიკური ნივთიერებები, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების მეტაბოლიზმის პროცესში.
ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ფილტრი ხშირად არასწორი კვების, სტრესი და მავნე ჩვევების გამო იტანჯება. სიმძიმე გვერდში, მწარე გემო პირში – ღვიძლის “დაღლილობის” ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია.
ალკოჰოლი, ცხიმიანი საკვები, ქიმიური დანამატები საკვებში, მედიკამენტები – ეს ჩვენი ღვიძლის მტრის არა სრული სიაა. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ ორგანოს მეგობრებიც ბევრი ჰყავს.
ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტები
- ბაყაყურა – მცენარეულ სამყაროში არ არსებობს მცენარე რომელიც ღვიძლზე მკურნალობის თვისებების მიხედვით ბაყაყურას შეედრება. ეს აიხსნება ორგანიზმზე ნივთიერება სილმიარინის ჰეპატოპროტექტორული ეფექტით აიხსნება. სილმიარინი არა მარტო იცავს ღვიძლის მავნე ზემოქმედებისგან, ასევე გააჩნია რეგენერაციული თვისებები, მისი მიღება ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების განახლებას, თუ ისინი დაავადების შედეგად განადგურებული ან დაზიანებული იყო.ღვიძლის დაავადებების ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა მცენარის თესლი. ისინი ფხვნილის სახით იყიდება, ასევე შეიძლება ყავის საფქვავში დამოუკიდებლად დაფქვათ. ფხვნილი ინიშნება პრევენციისა და მკურნალობისთვის 1 ჩ/კ 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, დალიეთ სასმელი წყლით.
- გოგრა – ღვიძლი უბრალოდ გიჟდება წითელ და ნარინჯისფერ ფერ ხილზე. გოგრა ზოგადად ღვიძლისთვის საუკეთესო პროდუქტად ითვლება – ყველაფერი, მათ შორის თესლები. გოგრას ძირითადი უპირატესობაა ჰეპატოციტების უჯრედის მემბრანის განახლების უნარია. იშვიათი ვიტამინი T (ან კარნიტინის) მაღალი შემცველობის გამო ძროხის, ღორის ხორცის და სხვა ცხიმიანი კერძის საუკეთესო გარნირი შეიძლება ვუწოდოთ. ვიტამინი T ხელს უწყობს მძიმე საჭმლის შეწოვას და ღვიძლის განთავისუფლებას.
- ციტრუსები – ციტრუსის ნაყოფი შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ღვიძლის ბუნებრივ გაწმენდას ხელს უწყობს და ანთებით პროცესებს ამშვიდებს. ეს ხილები C ვიტამინის საწყობია, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, გვიცავს ინფექციებისგან და სხვა სერიოზული დაავადებებისგან. უზმოზე ლიმონის წვენის დალევა მთელი დღის განმავლობაში ღვიძლის სტიმულირებას უწყობს ხელს და თავს უფრო მხნედ იგრძნობთ, ვიდრე ყავით ან შავი ჩაით.
- ლამინარია – ამ წყალმცენარეს ხშირად ზღვის კომბოსტოს უწოდებენ. მისი ფოთლები 5%-ით ალჟირის მჟავას მარილებს შეიცავს, რომელსაც “მავნე ნივთიერებების ბუნებრივ გადამამუშავებელს” უწოდებენ. ისინი რამდენი ქიმიურ ნაერთს და მძიმე ლითონის მარილებს აერთიანებენ. ანუ ღვიძლის მავნე ნივთიერებისგან გაწმენდაში ეხმარება. ზღვის კომბოსტო – იოდის შემცველობით რეკორდსმენია, რაც ხელს უშლის ფარისებრ დაავადებას, ამცირებს ქოლესტერინს და კიბოს რისკს ამცირებს.
- არტიშოკი – ეს მცენარე სხეულიდან ჭარბი სითხის გამოდევნას უწყობს ხელს, ამცირებს ღვიძლში ცხიმის დონეს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ 200მლ ჩაის დალევა ჭამამდე 30 წუთით ადრე. ჩაის მოსამზადებლად, აადუღეთ 1 ლიტრა წყალი და დაუმატეთ 1 ჩ/კ დაქუცმაცებული არტიშოკი. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 25 წუთით. შემდეგ გაწურეთ. - ჭარხალი – ყველამ არ იცის, რამდენად სასარგებლოა ჭარხალი ღვიძლისთვის. ის შეიცავს ბეტაინის ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ცილის ათვისებას. ბეტაინი ასევე ამცირებს წნევას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას და ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმიანებას.ჭარხალი არის სასარგებლო როგორც ნედლეული, ასევე გამომცხვარი ან მოხარშული ფორმით. შეგიძლიათ ჭარხალი გაწუროთ, ან მისგან გემრიელი სალათი მოამზადოთ.
- ბაბუაწვერა – ბაბუაწვერას ჩაი ღვიძლის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ კარგი საშუალებაა. მისი მომზადება მარტივია. ერთი ლიტრა სუფთა წყალი აადუღეთ, დაუმატეთ 1 ს/კ ბაბუაწვერას ფოთლები ან ფესვები. გააჩერეთ 25 წუთით, გადაწურეთ და დალიეთ 250 მლ დილით და 250 მლ საღამოს, გააკეთეთ შესვენება ჭამას შორის 6-7 საათი. რეკომენდებულია ეს ჩაი ორი კვირის განმავლობაში დალიოთ, შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირით და პროცედურა კვლავ ორი კვირით გაიმეორეთ.
- გვირილა და პიტნა– ეს მცენარეები ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობენ და ღვიძლის ფუნქციებს აუმჯობესებენ. აადუღეთ 200 მლ წყალი და დაუმატეთ 1 ჩ/კ მცენარეების ნარევი, გააჩერეთ 15 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, 100 მლ.
- ავოკადო– ავოკადო შეიცავს ამინომჟავებს, ბოჭკოსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სხეულისათვის. ეს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს. ასევე ეს ხილი შეიცავს გლუტავათონს – ნაერთს, რომელიც აუცილებელია ღვიძლისთვის ტოქსინების გამოსადევნად. ავოკადოში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3 სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ანთებით პროცესებს აქრობს.
- ჭერმის ჩირი – ჭერმის ჩირის და E ვიტამინით მდიდარი სხვა პროდუქტების რეგულარული მიღება ღვიძლს დაავადებისგან იცავს. ჩინელმა მეცნიერებმა ღვიძლის პათოლოგიური დაავადებების სტატისტიკა გაანალიზეს. როგორც აღმოჩნდა, იმ რეგიონებში, სადაც კვებიცსრაციონში ჭერმის ჩირი შედიოდა, ღვიძლის ქრონიკული დაავადების პროცენტი გაცილებით დაბალია. სავარაუდოდ, ამ ფენომენის მიზეზია E ვიტამინის უნარი, რომელსაც ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციის უნარი აქვს. დღეში 4 ცალია საკმარისია, რომ ყველა სასარგებლო ნივთიერება მიიღოთ და ორგანიზმი არ დააზიანოთ.
- კურკუმა – თუ ჩვევად გექნებათ ყველა პროდუქტს თითო მწიკვი კურკუმას დამატება. ეს თქვენი ღვიძლის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. კურკუმა მონელების პროცესზე ახდენს გავლენას და მოქმედებს როგორც ფერმენტი, ასევე ღვიძლს ტოქსინებისგან იცავს. შეგიძლიათ კურკუმა სასმელს დაუმატოთ.
ლატეს მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩ/კ დაქუცმაცებული კურკუმა, ნახევარი ჩ/კ თაფლი, წითელი წიწაკა, კოჭას ფესვი 2ც 2 სმ, 240 მლ რძე.
აურიეთ ყველაფერი და დაასხით თბილი რძე, რამდენიმე წუთით გააჩერეთ. გაწურეთ – ლატე მზადაა! - ვაშლი – ღვიძლის კარგი მუშაობისთვის აუცილებელია ყოველდღიურად მიირთვათ ვაშლი, როგორც ნედლი,ასევე გამომცხვარი. ისინი კვების შეუცვლელი პროდუქტების და ღვიძლის გაწმენდისთვის იდეალურია.
ვაშლი დიდი რაოდენობით პექტინას შეიცავს, რომელიც საკვები სისტემის ორგანოებს წმენდს, აშორებს ტოქსინებს, რომლებიც ნაწლავებსა და ღვიძლში გროვდება. ვაშლის გამოყენება სისხლში ცუდ ქოლესტერინს ამცირებს. მათი წყალობით ღვიძლს მუშაობა უადვილდება. - ზეითუნის ზეთი – შეიცავს E ვიტამინს – მთავარ ანტიოქსიდანტს. ის იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მოქმედებისგან – ნივთიერებისგან, რომლებიც მზის, სიგარეტის კვამლის, დაბინძურებული ჰაერის და რადიაციის შედეგად იქმნება – სწორედ ამ მავნე ნივთიერებებს ებრძვის ღვიძლი.
ღვიძლის საყვარელი პროდუქტი კომპლექტში უნდა მიიღოთ. თითოეულ მათგანს ღვიძლისთვის სარგებელი მოაქვს. სწორედ ამიტომ ამ სიიდან რაც უფრო ბევრ პროდუქტს მიიღებთ, მით უკეთესი.