სენდვიჩი, ალბათ, ყველაზე სწრაფი და მარტივი წასახემსებელია, რომელიც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მისი მომზადება ნებისმიერი მეთოდით შეგიძლიათ. ამიტომაც არჩევანი მხოლოდ კარაქზე, ყველზე და ძეხვზე არ შეაჩეროთ. ჩაატარეთ ექსპერიმენტები და მოამზადეთ სენდვიჩები ყაბაყის სპრედით. მასთან ერთად ახალი პურის ნაჭერი ყველაზე მდიდრულ წასახემსებლად გადაიქცევა.
გირჩევთ, მაღაზიაში არ იყიდოთ სპრედი, რომლის შემადგენლობაც საუკეთესოს სურვილს ტოვებს. სპრედი სახლშიც შეგიძლიათ მოამზადოთ მხოლოდ 3 ძირითადი ინგრედიენტის გამოყენებით. მის გემოს ნაყიდი სენდვიჩის სპრედი კონკურენციასაც ვერ გაუწევს. ნატურალური, არომატული და ძალიან კაშკაშა! ასეთი სენდვიჩით სტუმრის გამასპინძლებაც არ შეგრცხვებათ.
ყაბაყის სპრედი – როგორ მოვამზადოთ?
მნიშვნელოვანი დეტალი. ყაბაყის სპრედის მომზადებისას შეგიძლიათ აირჩიოთ სანელებლები, რომლებიც მოგწონთ. ტკბილი პაპრიკა თუ პროვანსული სუნელები მზა კერძს სრულიად განსხვავებულ ნოტებს შემატებს. სენდვიჩები ასეთი საინტერესო სპრედით თქვენი სახლის ხშირი სტუმარი გახდება.
ინგრედიენტები:
- 700 გ ყაბაყი
- 140 გ მდნარი ყველი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. მდნარი ყველი მსხვილ კუბებად დაჭერით.
2. ყაბაყი გაასუფთავეთ და საშუალო ზომის კუბებად დაჭერით. ყაბაყი ცხელ ტაფაზე მზესუმზირას ზეთში ჩაშუშეთ, ტაფას თავსახური დაახურეთ. დროდადრო ყაბაყს აურიეთ. 15 წუთის შემდეგ მარილი და შავი წიწაკა დაუმატეთ.
3. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. ნიორი ყაბაყს დაუმატეთ. ისევ აურიეთ. თბილი ყაბაყი ბლენდერის ჭიქაში გადაიტანეთ. მდნარი ყველი დაუმატეთ.
4. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. მაცივარში 30 წუთი გააჩერეთ.
იდეალური სენდვიჩის მოსამზადებლად შავი პური აიღეთ. ნაჭრებად დაჭერით და ტაფაზე გახუხეთ. პურის ნაჭრებს ყაბაყის მასა წაუსვით და სურვილის შემთხვევაში ზემოდან გამხმარი პომიდვრის ნაჭრები დააწყვეთ. მზა სენდვიჩს პიკანტურობას შემატებს და მის გემოს კიდევ უფრო ორიგინალურს გახდის. ასევე შეგიძლიათ აიღოთ მთელი მარცვლეულის თეთრი პური და გრილზე გახუხოთ. შემდეგ წაუსვით ყაბაყის სპრედი და თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან დააწყვეთ პატარა კუბებად დაჭრილი პომიდორი. ლიმონის წვენი მოასხით და გემრიელობა მზადაა. გემრიელად მიირთვით!