მარტივი მეთოდი, როგორ გავზარდოთ ორქიდეა ფესვიდან

56

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ორქიდეა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარე გახდა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ორქიდეა წარმოუდგენლად ლამაზია. ნაზი ყვავილები მოხდენილ ფეხებზე ნებისმიერ ინტერიერს იდეალურად ავსებს. ბევრ დიასახლისს სურს ამ მცენარის გამრავლება, რომ კიდევ ერთი ქოთანი სხვა ოთახში მოათავსოს ან ლამაზი ყვავილი მეგობარს აჩუქოს. კითხვაზე „როგორ გავზარდოთ ორქიდეა?“ რამდენიმე პასუხი არსებობს.

ოთახის მცენარეების მოყვარულების უმეტესობა ორქიდეებს ამრავლებს „შვილების“ დახმარებით. ისინი ჩნდებიან დედა მცენარეზე. გარდა ამისა, ახალი ყვავილი კალმიდან შეგიძლიათ გაზარდოთ. მესამე გზაც არსებობს. გიამბობთ, როგორ გაზარდოთ ორქიდეა ფესვიდან.

როგორ გავზარდოთ ორქიდეა ფესვიდან სახლის პირობებში?

ჩვეულებრივ, ორქიდეას ფესვიდან ზრდიან იმ შემთხვევაში, როცა მცენარის მიწისზედა ნაწილი ხმება. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ფესვების სისტემა ჯანმრთელია. არ იჩქაროთ დამჭკნარი ორქიდეის გადაგდება, რადგან ფესვიდან ახალი ჯანმრთელი ყვავილის გაზრდა შესაძლებელია.

ფესვის მომზადება

ჯერ მცენარე ამოიღეთ ქოთნიდან და ფესვები მიწის ნარჩენებისგან გაათავისუფლეთ. ამის შემდეგ ფესვი ბასრი დანით გაჭერით ისე, რომ მინიმუმ ორი ფსევდობულბა დარჩეს თითოეულ ნაწილში, რომლის გამოყენებასაც აპირებთ. კალმის იდეალური ზომაა ორქიდეის გასამრავლებლად. გადანაჭერი ადგილი დარიჩინით დაამუშავეთ. ეს სანელებელი მცენარეს დეზინფექციას ჩაუტარებს.

მიწის არჩევა

დაგჭირდებათ ნიადაგი, რომელიც სპეციალურად ორქიდეისთვის შექმნილია. ასეთი ნიადაგი ნებისმიერი მებაღეობის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ მიწაში პატარა ორქიდეას გაზრდა გაუადვილდება. სპეციალური ნიადაგი შეიცავს ქოქოსის ბოჭკოს, ტორფს და ფიჭვის ქერქის ნატეხებს. ის, რაც ორქიდეას სჭირდება!

დაფესვიანება

ქოთნები მიწით აავსეთ და მომზადებული ფესვები დარგეთ. როგორც წესი, ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ იქმნება. ცოტა ხანში ახალ ფესვებს და ფოთლებს დაინახავთ. ეს კარგი სიგნალია. არანაირი დამატებითი მოქმედება საჭირო არ არის.

მცენარის მოვლა

თუ ხედავთ, რომ მცენარე რიგზეა, დამატებითი მანიპულაციების ჩატარება საჭირო არ არის. პატარა ორქიდეაზე იზრუნეთ ისე, როგორც ზრდასრულ მცენარეზე. შეგახსენებთ, რომ ორქიდეისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 16-24 გრადუსი, დღის სინათლე – 8 საათი. მცენარე ზომიერად მორწყეთ. ზედმეტი მორწყვისგან ლპობა შეიძლება დაიწყოს, ხოლო წყლის ნაკლებობის გამო გამოშრეს. ქოთანი ქვესადგამით გამოიყენეთ, რომ მცენარემ თავად დაარეგულიროს წყლის რაოდენობა. რა თქმა უნდა, ამ პრეტენზიული ყვავილის გამოკვება არ დაგავიწყდეთ.

ასე რომ, ფესვიდან ორქიდეის გაზრდა რთული საქმე არ არის. გაზარდეთ ორქიდეები და თქვენს სახლში განათავსეთ. გარდა ამისა, ბევრს მეგობარს და ნათესავს ასეთი საჩუქარი გაუხარდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს