ქიშმიშიან ორცხობილებს ნებისმიერი კარგი შემთხვევისთვის ვაცხობ. შაბათ-კვირას ოჯახური შეკრებისთვის, როცა სტუმარი უკვე გზაშია, მეგობრებისთვის, ახლობლების გარემოცვაში ქეიფის დროს. სამუშაო დღესაც ვასწრებ ამ მარტივი ცომის მოზელას და ღუმელში შედგმას.
ამ საფუვრიანი ორცხობილას რეცეპტი ბებიისგან მივიღე. ბებიამ კი რეცეპტის შესახებ გაიგო გერმანიაში ცხოვრების დროს. ამბობენ, რომ გერმანელი დიასახლისები მხოლოდ ამ გემრიელობას აცხობენ. სახალხო რეცეპტი გახდა, რადგან ძალიან მარტივად მზადდება და სჭირდება ყველაზე ბიუჯეტური პროდუქტები.
როგორ მოვამზადოთ გერმანული საფუვრიანი ორცხობილები ქიშმიშით
გერმანული ორცხობილის მომზადებაში გამოიყენება საინტერესო ტექნოლოგია. საფუვრიანი ცომი რამდენჯერმე უნდა გადაკეცოთ, თან შიგთავსი მოაყაროთ. ასე ქიშმიში და შაქარი ორცხობილაში თანაბრად ნაწილდება. გარდა ამისა, ცომეული ფენოვანი და ლამაზი გამოდის.
ინგრედიენტები:
- 20 გ საფუარი
- 200 მლ რძე
- 6 ს/კ შაქარი
- 2 კვერცხი
- 100 გ ქიშმიში
- 50 მლ მზესუმზირას ზეთი
- მწიკვი მარილი
- 560 გ ხორბლის ფქვილი
- 100 გ კარაქი
მომზადების წესი:
1. საფუარს თბილი რძე დაასხით. 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.
2. საფუვრის ნარევს დაუმატეთ კვერცხი, 450 გ ფქვილი, მზესუმზირას ზეთი და მარილი. ცომი მოზილეთ. პარკი დააფარეთ და ნახევარი საათი სითბოში გააჩერეთ.
3. დარბილებული კარაქი, დარჩენილი შაქარი და ქიშმიში აურიეთ. 100 გრამი ფქვილი დაუმატეთ და ინგრედიენტებს აურიეთ.
4. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ცომი თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. ერთ ნაწილს ქიშმიშის ნარევი მოაყარეთ.
5. ცომის მეორე ნახევარი შიგთავსს გადააფარეთ, კიდეები შეკარით და ოდნავ გააბრტყელეთ. ზემოდან ცომის ერთ ნახევარს შიგთავსი მოაყარეთ. იგივე მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორეთ.
6. ცომი გრძელ ფირფიტად გააბრტელეთ და ნაჭრებად დაჭერით.
7. თითოეულის კიდეები ცენტრში გადაიტანეთ და ასე ორცხობილას ფორმა მიეცით.
8. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ორცხობილები გადაიტანეთ. პირსახოცი დააფარეთ და 10 წუთი გააჩერეთ.
9. ორცხობილებს ოდნავ ათქვეფილი კვერცხი წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთი აცხვეთ.
საოცრად ლამაზი გამოდის. სანამ გერმანული რეცეპტით მომზადებული ორცხობილა ცივდება, მოასწრებთ ჩაიდნის ადუღებას და მთელი კომპანიისთვის ჩაის მომზადებას. გაფრთხილებთ: ცომეულის ნამცეციც არ დარჩება, ამიტომ ერთი ნაჭერი თქვენთვის გადაინახეთ.