5 წერტილი ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად – როგორ ვიპოვოთ და გავააქტიუროთ

138

ჩინური მედიცინა უძველესი ხელოვნებაა, რომელიც დიაგნოზის დასმას დიდ ყურადღებას აქცევს. მკურნალებს სჯეროდათ, რომ ადამიანს მკურნალობა სჭირდება მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები გამოვლინდება. სპეციალისტებმა კარგად იცოდნენ, სად მდებარეობდა ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი წერტილები და რომელი ბალახები უნდა შეერიათ ერთმანეთში სამკურნალოდ.

წერტილოვანი მასაჟის პრაქტიკა დღესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს მარტივი მეთოდია ორგანიზმის უსიამოვნო შეგრძნებების მოსაშორებლად, გასაახალგაზრდავებლად და ნერვული სისტემის ტონუსის გასაზრდელად. საჭირო წერტილზე რამდენიმე წამიანი მასაჟი საოცარ ეფექტს იძლევა.

წერტილები ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად: ჩინური პრაქტიკები

ახალგაზრდობის და სიცოცხლის გახანგრძლივება

ასეთი სასწაულებრივი ეფექტის წერტილს ძუ-სან-ლი ეწოდება. მისი სტიმულირება ორგანიზმის ტონუსს ამაღლებს, რადგან პირდაპირ დაკავშირებულია ზურგის ტვინის მნიშვნელოვან ნაწილებთან. ძუ-სან-ლის წერტილის ყოველდღიური მასაჟი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს ემოციური ბალანსს და აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. ამ წერტილის საპოვნელად ხელისგულის ცენტრი წვივზე დაიდეთ (მარჯვენა ხელისგული – მარჯვენა წვივზე, მარცხენა – მარცხენაზე). თითები ქვემოთ მიმართეთ. შუა თითით ძვლის ქედი იგრძენით, შემდეგ თითი რამდენიმე სანტიმეტრით გარეთ გადაიტანეთ. იქ იპოვით პატარა ჩაღრმავებას, რომელზეც ზეწოლა მსუბუქ მტკივნეულ შეგრძნებას იწვევს. წერტილი ნაპოვნია. ყოველდღე რამდენიმე წამით ამ წერტილზე მასაჟი გაიკეთეთ.

გარეგნული სილამაზე

ექსპერტების აზრით, ამ წერტილების მასაჟი სახეზე შეშუპებას ამცირებს და მას ჯანსაღ იერს ანიჭებს. ასევე, სუ-ჯოკის წერტილი პასუხისმგებელია ზედმეტი კილოგრამების მოშორებაზე და დაბერების პროცესის შენელებაზე. სუ-ჯოკის წერტილები ხელებსა და ფეხებზე მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ. ისინი დაფარულია მრავალი წერტილებით, რომელთა სტიმულირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცალკეული ორგანოების მუშაობას, ასევე მოგანიჭებთ სიმსუბუქეს და ლამაზ იერს.

სახის შეშუპება

თუ კომპიუტერის ეკრანთან ან მდგომარე პოზაში დიდ დროს ატარებთ, კისრის კუნთები შეიძლება ზედმეტად დაგეჭიმოთ. ეს კი იწვევს სახის შეშუპებას, თავის და კბილის ტკივილს, თავში „სიმძიმის“ შეგრძნებას. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ჩენ-ძიანის წერტილის მასაჟი საკმარისია. ის ქვედა კბილების ზრდის ხაზის ქვეშ მდებარეობს.

თავის ტკივილის პრევენცია

ამ წერტილზე სტიმულირება აუმჯობესებს ზოგად განწყობას და შრომისუნარიანობას. ასეთი მასაჟი განსაკუთრებით დაგეხმარებათ, როცა ბევრი საქმე გაქვთ შესასრულებელი, ხოლო თავი კრეატიული იდეების მოფიქრებაზე უარს ამბობს. გარდა ამისა, ჰე-გუს წერტილზე მასაჟი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ თავის, კბილის ან ყურის ტკივილს. ეს პრევენციის მიზნით შეგიძლიათ გააკეთოთ. ჰე-გუს წერტილის პოვნა ადვილია. ცერა და საჩვენებელი თითები შეაერთეთ. ასე მიიღებთ ნაკეცს ბორცვით. სწორედ აქ მდებარეობს ჰე-გუს წერტილი.

გასახდომად

თუ გსურთ მადის დაქვეითება, აუცილებლად იპოვეთ წერტილი ბი-ნაო. ამ წერტილზე ინტენსიური მასაჟი რეგულარულად ჩაიტარეთ, რომ მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები და შეინარჩუნოთ ფორმები. მისი პოვნა მარტივია. ხელები გულმკერდზე გადააჯვარედინეთ და თითები ავტომატურად შეეხება ბი-ნაოს წერტილებს.

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იპოვოთ მასაჟის წერტილები და გააქტიუროთ თქვენთვის საჭირო პროცესები ორგანიზმში. სახლში, სამსახურში, ტრანსპორტში, სეირნობისას რამდენიმე წამი დაუთმეთ გარკვეულ უბანს, რომ მოიშოროთ შაკიკი ან „გადატვირთოთ“ ტვინი. ისარგებლეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს