რბილი დაბეგვილი ხორცის რეცეპტი – რისგან მზადდება მარტივი მარინადი, რომელიც ხორცის გემოს აუმჯობესებს

100

მათაც, ვისაც დაბეგვილი ხორცი ან შნიცელი არაერთხელ მოუმზადებია, ყოველთვის იდეალური არ გამოსდის. ხანდახან გვეჩვენება, რომ კერძს გემო აკლია ან ხორცი შეწვისას გამაგრდა. და მაინც, ყველა დიასახლისი ცდილობს, რომ სუფრაზე მაქსიმალურად გემრიელი კერძები გაიტანოს „პაპარაცი“ გიზიარებთ რეცეპტს, როგორ მოამზადოთ რბილი დაბეგვილი ხორცი. ყველა არ იყენებს ასეთ შესანიშნავ ხრიკს მარინადის მომზადებისას.

რბილი დაბეგვილი ხორცი მარინადში: რეცეპტი გამოცდილი დიასახლისისგან

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის სუკი
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჭიქა წყალი
  • 70 მლ მინერალური გაზიანი წყალი
  • 200 გ ფქვილი
  • 5 კვერცხი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ხორცი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. შემდეგ ნაჭრებად დაჭერით. ხორცის ნაჭრები არც ძალიან სქელი, არც თხელი უნდა იყოს. დაახლოებით 1 სმ იდეალური სისქეა.

2. ხორცი ჩაქუჩით კარგად დაბეგვეთ ორივე მხრიდან. წინასწარ ხორცის ნაჭრები პარკში გაახვიეთ. ასე მიიღებთ დაბეგვილ თხელ ხორცს, გაწყვეტის გარეშე.

3. მოამზადეთ მარინადი, რომლის წყალობით რბილ დაბეგვილ ხორცს მიიღებთ. გასუფთავებული ხახვი წვრილად გახეხეთ, რომ ფაფა მიიღოთ. ნივრის კბილები დაჭყლიტეთ და ხახვს დაუმატეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ, აქვე წყალი ჩაასხით. ხორცის თითოეული ნაჭერი მარინადში ამოავლეთ და სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ. დარჩენილი ხახვი და ნიორი უბრალოდ ხორცს ზემოდან მოასხით. ამის შემდეგ ხორცი მარინადში 30 წუთი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.

4. ამასობაში მოამზადეთ კლიარი ხორცისთვის. კვერცხი ღრმა თასში ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ცოტა მარილი და წიწაკა უკეთესი გემოსთვის, ასევე კოვზი ფქვილი და მინერალური წყალი. ამ ინგრედიენტის წყალობით კლიარი კარგად მიეკვრება ხორცს, ამასთან მსუბუქი იქნება. კარგად აურიეთ ისე, რომ ფქვილის კოშტები არ დარჩეს.

5. ამის შემდეგ შეწვით დაბეგვილი ხორცი ჩვეულებისამებრ. ჯერ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კლიარში. ტაფაზე ზეთი წინასწარ გააცხელეთ. როგორც კი კლიარი შეწითლდება, ხორცი მეორე მხარეს გადააბრუნეთ.

6. რეკომენდებულია, შეცვალოთ ზეთი ყოველი „პარტიის“ შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიარი დაიწვება და ქერქი უშნო გამოვა. თუ შემთხვევით ძალიან ბევრი ზეთი გამოიყენეთ, დაბეგვილი ხორცი ქაღალდის სალფეთქზე გადაიტანეთ. მზადაა!

ამ რეცეპტით მაქსიმალურად წვნიან და რბილ დაბეგვილ ხორცს მოამზადებთ. ხახვისა და ნივრის განსაკუთრებული მარინადი მის გემოს მხოლოდ გააუმჯობესებს. კლიარი გაზიანი წყლით ძალიან ჰაეროვანი გამოვა. იმის მიუხედავად, თუ რომელ გარნირს აირჩევთ, კერძი იდეალური იქნება როგორც სადილისთვის, ასევე ვახშმისთვის. სცადეთ დაბეგვილი ხორცის მომზადება ამ რეცეპტით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს