იდეალურად სუფთა პირსახოცები 5 წუთში: რეცხვის ჩინური მეთოდი

168

სამზარეულოს ტილო ყველა დიასახლისისთვის შეუცვლელი დამხმარეა საოჯახო საქმეში. ამავდროულად, ტილო ყველაზე რთულად გასარეცხად ითვლება, რადგან ამ ქსოვილიდან ძველი ცხიმის ლაქების ამოყვანა რთულია. ერთი შეხედვით, სიტუაციას მხოლოდ გამოხარშვა უშველის, მაგრამ სხვა ეფექტური ხალხური საშუალებაც არსებობს. მაგალითად, საზრიანმა ჩინელებმა მოიგონეს მეთოდი, როგორ გარეცხონ პირსახოცები მიკროტალღურ ღუმელში. მთელი პროცედურა მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს.

ჩინური მეთოდი, როგორ გავრეცხოთ პირსახოცები მიკროტალღურ ღუმელში

ნამდვილად, მიკროტალღური ღუმელი არა მხოლოდ კერძების გასაცხელებლად გამოგადგებათ. მისი გამოყენებით ბევრი ხრიკი შეგიძლიათ შეასრულოთ სამზარეულოს და სახლის მოსავლელად. მაგალითად, ამ ტექნიკას რეცხვისთვის იყენებენ. სამზარეულოს ტილოები ამ პროცესის შემდეგ რბილდება და უცხო სუნებისგან თავისუფლდება. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გარეცხოთ პირსახოცები ასეთი შედეგის მისაღწევად.

ინსტრუქცია, როგორ გარეცხოთ სამზარეულოს ტილოები მიკროტალღურში

ინგრედიენტები:

  • პარკი
  • 0,5 ჩ/კ ლიმონმჟავა
  • წყალი
  • სარეცხი საპონი

მოქმედების წესი:

1. პირველ რიგში, სამზარეულოს ტილოები თბილ წყალში ჩაალბეთ. სარეცხი საპნით კარგად გახეხეთ, რომ ერთი ლაქაც არ დარჩეს. ტილოების რაოდენობის მიხედვით შესაფერისი ზომის პარკი მოამზადეთ. ამასთან, ერთ პარკში სამზე მეტი ტილოს მოთავსება არ ღირს, რადგან ეფექტურობა შემცირდება. შეამოწმეთ, პარკი არ იყოს გახვრეტილი, რადგან ასე წყალი გამოჟონავს. გასაპნული ტილოები, გაწურვის გარეშე, პარკში მოათავსეთ.

2. ცალკე თასში შეურიეთ ლიმონმჟავა ცოტა წყალს, რომ ბოლომდე გაიხსნას. ხსნარი პარკში ტილოებს დაუმატეთ და მსუბუქად შეანჯღრიეთ. პარკი რამდენჯერმე დაატრიალეთ, გაკოჭვა საჭირო არ არის.

3. პარკი ტილოებით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ და 1,5-2 წუთით საშუალო სიმძლავრეზე ჩართეთ. ვადის გასვლის შემდეგ ტილოები ამოიღეთ პარკიდან და თითოეული კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივ წყალში.

4. ძალიან ჯიუტი ლაქების შემთხვევაში, ტილოები დამატებით სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ასე აღარ შეგეშინდებათ, რომ სუნი სხვა ნივთებზეც გადავა რეცხვის დროს. სარეცხი საპნის და ლიმონმჟავას კომბინაცია ქსოვილს აშორებს ჭუჭყს და უსიამოვნო სუნს. ლიმონმჟავა ცნობილია სადეზინფექციო თვისებებით. ტილოებზე ბაქტერიების დარჩენაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ.

უდავოდ, მიკროტალღურ ღუმელში პირსახოცების გარეცხვის ხრიკი მოგეწონებათ. ასე ქსოვილის საათობით ჩალბობა აღარ მოგიწევთ. რამდენიმე წუთიანი რეცხვა და ცოტა ხნით გაშრობა საკმარისია, რომ ტილოების გამოყენება ისევ შეძლოთ. ეფექტურობით ამ ხრიკის შედეგი გამოხარშვას არაფრით ჩამოუვარდება. ცდად ღირს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს