სტილისტის რჩევები – რა არ უნდა ჩაიცვას 40+ ასაკის ქალმა

487

ცნობილი გამონათქვამი ამბობს, რომ უშნო ქალები არ არსებობენ. ეს მართალია, ყველა ქალს ნებისმიერ ასაკში თავისი სილამაზე და ხიბლი აქვს. ამასთან, თითოეულ ასაკს თავისი თავისებურება აქვს. მაგალითად, გარდერობის ზოგიერთ დეტალს ასაკთან ერთად უნდა დაემშვიდობოთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა არ უნდა ჩაიცვას 40 წელს გადაცილებულმა ქალმა, რადგან ამ ასაკში ასეთმა შეცდომებმა გარეგნობა ძალიან შეიძლება გააფუჭოს.

ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელმაც 40 წლის ასაკობრივი ბარიერი გადალახა, აქტიურად გაახალგაზრდავება დაიწყო. მის გარდერობში გამოჩნდა ნივთები, რომელთაც 10 წლით უნდა გაეახალგაზრდავებინა. მეგობარი მოდური მარცხისგან რომ გადაგვერჩინა, მე და ჩემმა მეგობრებმა საახალწლოდ სტილისტთან კონსულტაციის ვაუჩერი ვაჩუქეთ. სპეციალისტთან საუბრის შემდეგ მეგობარმა გულწრფელი მადლობა გადაგვიხადა და გვითხრა, რომ ახლა მის გარდერობში ზოგიერთი ნივთი არასდროს გამოჩნდება.

რა არ უნდა ჩაიცვას 40 წელს გადაცილებულმა ქალმა?

ქალების უმეტესობას სურს, რომ ნებისმიერ ასაკში ლამაზად და მოდურად გამოიყურებოდეს. თუმცა თითოეულ ასაკს აქვს თავისი პირობა, რომელიც უნდა დაიცვათ. თუ 20 და 30 წლის ასაკში გარდერობი შეგიძლიათ დიდად არ შეცვალოთ, 40 წლისას ზოგიერთი ნივთი უკვალოდ უნდა გაქრეს გარდერობიდან. არ იფიქროთ, რომ ამ ასაკში გრძელი კაბით და ფერადი თავშლით უნდა შემოიფარგლოთ. ნებისმიერ ასაკში ელეგანტურად შეგიძლიათ გამოიყურებოდეთ.

მინი

მოკლე ქვედაბოლო და კაბა 40 წლის შემდეგ გარდერობიდან ამოღების ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. ასეთი სიგრძე უფრო ახალგაზრდა ასაკთან ასოცირდება. მოწიფული ასაკის ქალზე მოკლე სამოსი ცოტა სასაცილოდ გამოიყურება.

იდაყვის და მუხლების კანი ყველაზე მეტად არის სიმშრალისკენ მიდრეკილი. მშრალი კანი საერთო გარეგნობას ახალგაზრდობას არ მატებს. მინი ქვედაბოლო ასაკობრივ გარდერობში ჩაანაცვლეთ კლასიკური სიგრძის ქვედაბოლოთი – მუხლს ოდნავ ზევით ან ქვემოთ, ასევე მიდი და მაქსი. თუ მინის გარეშე გარდერობი ვერ წარმოგიდგენიათ, ასეთ სამოსს შემატეთ სქელი კოლგოტი, ასევე ჩაიცვით ჩექმა, რომელიც მუხლს დაფარავს.

ბავშვური პრინტები

მაისურები, ბლუზები, კაბები და სხვა სამოსი ბავშვური პრინტებით არ გვაახალგაზრდავებს. პირიქით, უკუეფექტს მიიღებთ გარეგნობის და ნახატების კონტრასტის გამო. მაშინაც კი, თუ ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებით, ტანსაცმელი ანანასით, პანდით და ენოტით ქალიშვილს ან უმცროსი ასაკის მეგობარს აჩუქეთ.

თუ პრინტები თქვენს გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, საბავშვო ნახატები კლასიკურით ჩაანაცვლეთ. მაგალითად, გალია, ბარდა, ზოლი, ასევე ყვავილები და ცხოველური პრინტები. თუმცა თავიდან ბოლომდე მასში გახვევა არ ღირს.

დახეული ჯინსი

ჯინსი დახეული მუხლებით პერიოდულად ბრუნდება მოდური ტრენდების სიაში, რის გამოც დიდიან-პატარიანად ყველა მის ჩაცმას იწყებს. აი, მოწიფული ასაკის ქალებს ეს სილამაზეს არ შემატებს. პირველ რიგში, ასეთი შარვლები იერს მოუწესრიგებელს და არაჰარმონიულს გახდის. თუ გსურთ, გარდერობს შემატოთ უფრო მოდუნებული სტილი, ყურადღება მიაქციეთ ფართო ჯინსს, რომელიც პოპულარულია ამ სეზონზე.

ტანზე მომდგარი ტანსაცმელი

მაშინაც კი, თუ იდეალური ფორმები გაქვთ, 40 წლის შემდეგ ტანზე მომდგარ ტანსაცმელზე უარი თქვით და უფრო თავისუფალი ვარიანტი აირჩიეთ. რა თქმა უნდა, დიდი ზომის ბალახონის გადაცმა არ ღირს. გახსოვდეთ, კარგი ფიგურა მშვენივრად ჩანს თითქმის ნებისმიერ ტანსაცმელში, ამიტომ დამატებით შემოჭერა საჭირო არ არის.

აირჩიეთ ტანსაცმელი ისე, რომ მასსა და სხეულს შორის ჰაერი იყოს. თუ ტანზე მომდგარი ტანსაცმელი ძალიან გიყვართ, ქვედა ფენად დატოვეთ ან ტანსაცმლის მოცულობით დეტალით შეავსეთ. მაგალითად, ვიწრო ჯინსი და გრძელი მოცულობითი სვიტრი, როლინგი და მამაკაცური სტილის ქურთუკი.

კილიტები

მძივები და კილიტები ნაძვის ხის გასაფორმებლად შეინახეთ. სამოსში ასეთ გაფორმებაზე უარი თქვით და უფრო ელეგანტური ვარიანტი აირჩიეთ. წვეულებისთვის აირჩიეთ აბრეშუმის, ატლასის, ხავერდის, ფარჩის და სხვა ქსოვილის სამოსი. ყოველდღიურ გარდერობში ასეთ ბრჭყვიალა დეტალებზე უარი თქვით. გახსოვდეთ, რომ ბრჭყვიალა ჩანართები მხოლოდ ასაკს შეგმატებთ და უგემოვნოდ გამოგაჩენთ. საუკეთესო ვარიანტია საბაზისო ნივთები, შევსებული საინტერესო მოდური დეტალებით და აქსესუარებით.

„საბავშვო“ აქსესუარები

სათვალე ფერად ჩარჩოში, მძივების ბეჭდები და აქსესუარები, ჩანთა ნახატებით ან კედი მიკი მაუსით – ეს ყველაფერი მოზარდებზე საყვარლად გამოიყურება. აი, ზრდასრულ ქალზე ისე გამოიყურება, თითქოს ქალიშვილისგან ისესხა. საჭირო არ არის იმის თქმა, რომ სასაცილოდ გამოიყურება. თუ გინდა სტილს შემატოთ ახალი დეტალები, ყურადღება მიაქციეთ საინტერესო ფორმის ჩანთას ან დიდი ზომის სამკაულს.

ძველმოდური და მოსაწყენი ფეხსაცმელი

გახსოვდეთ, რომ უმარტივესი და ლაკონიური სტილიც შეგიძლიათ გამოასწოროთ მოდური ფეხსაცმლით. ასევე გააფუჭოთ. გახსოვდეთ, რომ ჩვეული ნავი ფეხსაცმელი უფრო მოდურად გამოიყურება, ვიდრე მაღალქუსლიანი ლაბუტენი.

უჩვეულო ფერის კლასიკური ფეხსაცმელი წაუგებელი ვარიანტია. თუ ექსპერიმენტების არ გეშინიათ, შეარჩიეთ მოდური ფეხსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. მაგალითად, ლოფერები ტრაქტორის ძირით ან მასიური ბოტასი.

ბაფთა და ფურჩალა

ინფანტილური ბაფთა და ფურჩალა ტანსაცმელზე შეინახეთ პატარა გოგონებისთვის, რომლებიც ბაღში დადიან. ზრდასრული ქალი ასეთ სამოსში სასაცილოდ გამოიყურება. თუ გინდა სტილს ცოტა რომანტიკა შემატოთ, მოცულობითი ფურჩალები და ბაფთები შეცვალეთ მსუბუქი დრაპირებით და ფრიალა ქსოვილით.

ნეონის ფერი

კაშკაშა ნეონის ფერი, რომელიც ასე უყვარს ბავშვებს და მოზარდებს, კანის ნაკლოვანებებს დიდებულად უსვამს ხაზს. თუ სახეზე გაქვთ ნაოჭები, პიგმენტური ლაქები ან ჭორფლები, მოძებნეთ ამ კაშკაშა ფერების უფრო მშვიდი ალტერნატივა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ სახის პირქუშ იერს, ასევე გამოხატულ მუქ წრეებს თვალების ქვეშ.

ახლა იცით, რომელი ნივთები არ უნდა ატაროს 40 წელს გადაცილებულმა ქალმა, რომ კარგად გამოიყურებოდეს. არ დაგავიწყდეთ, სამოსის გარდა, თმის ვარცხნილობაც დიდ როლს თამაშობს. ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს