როგორ უნდა ვიაროთ, რომ წონაში დავიკლოთ?! – ამაზე პრაქტიკული მეთოდი არ არსებობს

179

სიარული – ეს არის სასიამოვნო ფიზიკური დატვირთვა! იმისათვის რომ იაროთ არ არის საჭირო არანაერი დამატებითი მოწყობილობა. საკმარისია უბრალოდ გაიაროთ სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობის ნაცვლად და კალორიები დაიხარჯება! მთავარია – აცნობიერებდეთ ფეხით გასეირნების მთავარ პრინციპებს იმისათვის, რომ წონაში კლება მაქსიმალურად ეფექტური იყოს. მხოლოდ 5 თვის მანძილზე ყოველდღიური სიარულით ადამიანები განსაკუთრებით დიდი წონით ახერხებენ 10 კილოგრამის დაკლებას, ამასთანავე ისინი თავს განსაკუთრებულად არ იზღუდავენ საკვებში.

ორი მთავარი ფაქტორი, რომელიც სიარულის დროს წონის კლებაზე მოქმედებს: ადამიანის სხეულის წონა და სიჩქარეა. არ არის საჭირო ზედმეტად სწრაფად სიარული – დაიღლებით, მაგრამ ნელი სიარულიც არ მოგცემთ შედეგს. დაიცავით სიარულის საშუალო ტემპი. თქვენ შეძლებთ და 5 კმ/ს სიჩქარით სიარულისას დაწვავთ 400 კალორიას. დაინიშნეთ დრო სეირნობის დაწყებისას, მნიშნველოვანია ყურადღება მიაქციოთ სუნთქვასაც: ისუნთქეთ თანაბრად და ღრმად, არ შეიკავოთ სუნთქვა.

სიარულის უბრალო არითმეტიკა: დღეში გავლილი 1კმ = დაახლოებით 1200-1300 ნაბიჯი და 300 დამწვარი კალორია. იმისათვის რომ დაიკლოთ 500გ საჭიროა საჭიროა დაწვათ 3500 კალორია. 500 გრამის დასაკლებად კვირაში საჭიროა ყოველდღიურად დაწვათ 500 კალორია. იმისათვის რომ ნახევარი კილოგრამი დაიკლოთ საჭიროა ყოველდღიუად ფეხით გაიაროთ 2კილომეტრი! შთამბეჭდავია.

რამოდენიმე სასარგებლო რჩევა მათვის ვისაც არ სურს სასიამოვნო გასეირნება ყოველდღიურ რუტინად გადაექცეს:

  1.  ნუ შეგეშინდებათ მრავალფეროვნების! დაპატიჟეთ თქვენთან ერთად გასასეირნებლად მეგობრები ან ნაცნობები, ისეირნეთ შინაურ ცხოველთან ერთად, ისეირნეთ ერთად, ისეირნეთ იქ სადაც ხალხი მოძრაობს.
  2. შეიცვალეთ ლოკაციები, ისეირნეთ უცნობ ადგილებში! გამოიყენეთ მუსიკალური პლეერი, ის თქვენ სიმხნევეს შეგმატებთ, სეირნობის დროს საყვარელი სიმღერები სწორი გადაწყვეტილებაა. სასარგელოა ნაბიჯმზომიც – დაითვალეთ გადადგმული ნაბიჯები, ისინი თქვენი მოტივატორები იქნებიან.
  3. ავტომობილი დათქმული ადგილიდან შორიახლოს გააჩერეთ და ეს მონაკვეთი ფეხით გაიარეთ.
  4. სამსახურისკენ გზა და უკან სახლისკენ ფეხით გაიარეთ.
  5. კიბეებზე ფეხით იარეთ! ფეხები საგრძნობლად მოხდენილები გახდება კიბეების წყალობით.
  6. ისეირნეთ ბავშვებთან ერთად
  7.  ყოველთვის როდესაც ეს შესაძლებელია ამოირჩიეთ ფეხით გასეირნება და არა საზ.ტრანსპორტი

    იარეთ გამართუი წელით, დაიჭირეთ მუცელი აწეულ მდგომარეობაში. ეს ვარჯიში დაიწყეთ ჯვირაში 3 ჯერ 20 წუთიანი სეირნობის ინტესივობით, შემდეგ კი მუდმივად გაზარდეთ დრო.სიარული გააძლიერებს თქვენს ჯანმრთელობას და შეინარჩუნებს კუნთებს ტონუსში. თუკი სავარჯიშო დარბაზე დროის გამოყოფა ძალიან რთულია, გამოიყენეთ სიარული როგორც წონაში კლების აპრობირებული მეთოდი. გარეგნობისგან

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს