ჩვენი ნებისმიერი ორგანო საკმაოდ ძვირი ღირს, მაგალითად თირკმელი შავ ბაზარზე 200 000$_მდე ღირს, მაგრამ ეს უკანონოა. ჩვენს სტატიაში ნაჩვენები იქნება 7 კანონიერი საშუალება, ორგანოს / ნაწილის გასაყიდად, რითაც თქვენ საფრთხე არ შეგექმნებათ.
სისხლი – თითქმის მთელი მსოფლიოს მაშტაბით ხდება სისხლის დონორების მოპოვება, უმეტეს ქვეყანაში სისხლს ყიდიან, ზოგში კი უბრალოდ უანგაროდ აბარაბენ რათა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარონ. სისხლის ჩასაბარებლად აუცილებელია ადამიანი იყოს ჯანმრთელი, მას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა, ასევე უკანასკნელ თვეში გადატანილი არ უნდა ჰქონდეს გრიპი ან მაგგვარი ინფექცია. საქართველოში სისხლის საფასური 30 ლარამდეა, ჩაბარება კი 2 თვეში ერთხელ ხდება.
თმა – ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, აღდგენადი საშუალება ფულის გამოსამუშავებლად. თმის ფასი ევროპის ქვეყნებში 300$_იდან იწყება და 3000$_მდე ადის. საქართველოში კი თმის ფასი დაბალია, რადგან ძალიან ბევრი გადამყიდველი მუშაობს.
სპერმა – ალბათ ბევრმა იცოდით ეს საშუალება, რომელიც საკმაოდ კარგია ფულის გამოსამუშავებლად. სპერმის 1 ჭიქის ფასი ევროპის ქვეყნებში 125$ ღირს. ამისათვის მამაკაცებს უხდებათ კვირაში 3_ჯერ სპერმის ჩაბარება, შესაბამისად ამ 3 დღის განმავლობაში რამდენი ჭიქის მოგროვებასაც შეძლებენ იმდენი 125 $ ეკუთვნით. საქართეველოში სპერმის ჩაბარება უცნობია, ხდება თუ არა.
განავალი – ეს არ არის ხუმრობა, ადამიანებს შეუძლიათ გაყიდონ განავალი, თითო ნიმუშის საფასური 40 $ არის, ხოლო დამატებით შეიძლება 50 $ გამომუშავება. ყოველივე ამის საშუალებით წელიწადში 13 000$_მდე გროვდება.
დედის რძე – მას შემდეგ, რაც მსოფლიოში მომრავლდა დედები, რომელთაც არ აქვთ საშუალება აწარმოვონ საკუთარი რძე შვილებისათვის გაიხსნა კლინიკები, სადაც იბარებენ დედის რძეს. ფასი 1$-2.5$_ია. მშობლების გარდა, დედის რძეს ბოდიბილდერებიც ყიდულობენ, რადგან უფრო სწრაფად ზრდის კუნთებს. საქართველოში ჯერ-ჯერობით ასეთი კლინიკა არ არსებობს.
საკვერცხე – ქალბატონებისათვის, არც თუ ისე ცოტა საშუალება არის, იმისათვის რომ მათ ფული გამოიმუშავონ. საკვერცხეებით ფულის გამომუშავება კი ითვალისწინებს შემდეგ რამეს: ქალბატონებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელი საკვერცხე სპეციალურ კლინიკებში აბარებენ საკვერცხის უჯრედებს, რომელსაც უნერგავენ უნაყოფო ქალბატონებს და ამის შემდგომ ქალბატონებს, რომელთაც აქამდე შვილი არ ჰყავდათ ეძლევათ საშუალება შვილის ყოლის. საკვერცხის უჯრედის ჩაბარება 3 თვეში ერთხელ შეიძლება.
საშვილოსნო – მეცნიერების განვითარებასთან ერთად განვითარდა მედიცინაც. დღეს-დღეისობით შეიძლება საშვილოსნოს გაქირავება, ანუ ქალბატონებს, რომელნიც არიან ჯანმრთელები და აქვთ ჯანმრთელი საშვილოსნო შეუძლია იყვნენ სუროგატი დედები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სუროგატი დედის არც ერთი გენი არ ჰყვება ბავშვს, რომელსაც იგი აჩენს. ეს პროფესია საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს ქალბატონებს წელიწადში 45 000$_მდე. ამ თანხაში არ შედის თანხა, რომელსაც დამკვეთი ყოველთვიურად სწორად კვებისათვის იხდის, ასევე ექიმთან კონსულტაციაც.