სუფთა უნიტაზი ნამდვილად მოვლილი სახლის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ამიტომაც ყველა დიასახლისი ცდილობს სანტექნიკა ყოველთვის მოწესრიგებული ჰქონდეს. დიასახლისები ამ მიზნით სხვადასხვა საშუალებას იყენებენ. გელი, ფხვნილი, სითხე ან ფირფიტა – თითოეული საშუალება შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი სანტექნიკა გაწმინდოს და დაიცვას მიკრობებისგან.
სპეციალური ფირფიტები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საწმენდი საშუალებაა. ის თანდათან იშლება ყოველი ჩარეცხვისას და მუდმივად იცავს უნიტაზის სისუფთავეს. ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ მსგავსი ფირფიტების შეძენა მხოლოდ მაღაზიაში შეიძლება. უნიტაზის საწმენდი ფირფიტები თავად შეგიძლიათ გააკეთოთ მარტივი კომპონენტებისგან.
უნიტაზის ხელნაკეთი საწმენდი საშუალება ფირფიტებში
ასეთი ხელნაკეთი საწმენდი ფირფიტების უპირატესობა არის ის, რომ მაღაზიაში ნაყიდზე უფრო დაბალი თვითღირებულება აქვს. რეცეპტი გამოგადგებათ, თუ საყვარელი საწმენდი საშუალება მაღაზიაში ვერ იპოვეთ. ამ ფირფიტებისთვის დაგჭირდებათ უნივერსალური საწმენდი გელი. მას ბიუჯეტურ ფასად საყოფაცხოვრებო ქიმიის ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენთ. როგორც სარეცხი, ასევე ტუალეტის საპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ხელნაკეთი სტიკერები უნიტაზისთვის
ინგრედიენტები:
- 500 მლ საწმენდი გელი
- 100 გ საპონი
მომზადების წესი:
1.საპონი საშუალო სახეხზე გახეხეთ და პატარა ქვაბში ჩაყარეთ. საპნის ბურბუშელას დაუმატეთ 500 მლ საწმენდი გელი. ქვაბი ქურაზე მოათავსეთ.
2. ნარევი სუსტ ცეცხლზე ადუღეთ, მუდმივად ურიეთ. ადუღების შემდეგ მასა კიდევ 20 წუთი ხარშეთ. საპონი უნდა გაიხსნას, ხოლო მასა გათეთრდეს და ერთგვაროვანი გახდეს.
3. შემდეგ საპნიანი სითხე გააცივეთ. მორევა არ შეწყვიტოთ.
4. გაცივებულ მასას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. ის არომატის როლს შეასრულებს. სხვათა შორის, ჩაის ხის და ლიმონის ზეთი ანტიბაქტერიულ ფუნქციასაც ასრულებს.
5. უნიტაზის ფირფიტებს ფორმა მიეცით. აიღეთ გვერდებიანი ლანგარი, პერგამენტი დააფარეთ და მასზე საპნის მასა მოათავსეთ. ფირფიტის სისქე 5-8 მმ უნდა იყოს. მას შემდეგ, რაც მასა გამაგრდება, კარგად ჩატუმბეთ.
6. გამაგრებული მასა ბასრი დანით დაჭერით პატარა ფირფიტებად პერგამენტთან ერთად. ასე შეინახეთ, ქაღალდი არ მოაშოროთ. ასე ფირფიტების ერთმანეთთან შეწებებას თავიდან აიცილებთ.
7. ფირფიტას ქაღალდი მოხსენით და უნიტაზის ზედაპირს მიაწებეთ რგოლის ქვეშ. გახსოვდეთ, რომ ასეთი ხელნაკეთი სტიკერები უფრო სწრაფად ირეცხება, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. თუმცა ეფექტურობით არაფრით ჩამოუვარდება.
ამრიგად, ამ მეთოდით მარტივად მოამზადებთ უნიტაზის ხელნაკეთ საწმენდს და შეინარჩუნებთ სისუფთავეს.