ჩემი ტელეფონი ახალივით “დაფრინავს”. გასწავლით, როგორ გაასუფთაოთ Android-ის მეხსიერება მარტივად

17

Android ტელეფონების მფლობელები ხშირად აწყდებიან მეხსიერების მუდმივ ნაკლებობას ტელეფონზე. ზოგჯერ მიმართავენ უკიდურეს ზომებს და შლიან საყვარელი ცხოველების სასაცილო ფოტოებს, რომ გადმოწერონ საჭირო აპლიკაცია, მაგრამ სიტუაცია მაინც არ იცვლება. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გაასუფთაოთ ტელეფონის მეხსიერება. მარტივი ინსტრუქცია პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ხრიკები, როგორ გაასუფთაოთ თქვენი ტელეფონის მეხსიერება

საქაღალდე „სხვა“ Android მოწყობილობებზე

ყველაზე ხშირად, სწორედ ეს საქაღალდე, უფრო სწორად, მისი შემცველობა არის მეგაბაიტების ნაკლებობის ყველა პრობლემის მიზეზი. მასში სისტემა ათავსებს აპლიკაციების და ჩამოტვირთვის მთელ „ნაგავს“. მასში გროვდება ბევრი არასაჭირო ფაილი, რომელთა არსებობაზე წარმოდგენაც არ გაქვთ. ახლაც, თქვენი ტელეფონის პარამეტრებში რომ შეხვიდეთ, დიდი ალბათობით, ნახავთ, რომ საქაღალდე „სხვა“ დიდ ადგილს იკავებს. ამ საქაღალდის წაშლა მარტივი არ არის, ზოგიერთი მათგანი დამალულია. პრობლემის მოგვარების ორი ძირითადი გზა არსებობს: თითოეული აპლიკაციის ქეშის ხელით გასუფთავება ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვა.

როგორ წავშალოთ ქეში ხელით

თუ მუდმივად გაკლიათ მეგაბაიტები, სავარაუდოდ, მოწყობილობაში ბევრი ქეში დაგროვდა. ტელეფონი სისტემური ნარჩენებისგან თვეში ერთხელ მაინც გაწმინდეთ. ასე ტელეფონის მეხსიერების პრობლემები არ შეგაწუხებთ. ამის გაკეთება ყველას შეუძლია და სერვის ცენტრში ტელეფონის მიტანა საჭირო არ არის.

  1. პირველ რიგში, შედით „პარამეტრებში“ და იპოვეთ პუნქტი „აპლიკაციები“. იქ ნახავთ ყველა პროგრამის ჩამონათვალს, რომელიც ტელეფონში გაქვთ.
  2. შემდეგ გახსენით აპლიკაცია, რომელიც დიდ ადგილს იკავებს. პუნქტებს შორის იპოვეთ „მეხსიერება“. ბოლოში, მონაცემების ქვეშ იპოვეთ პატარა ცოცხი წარწერით „ქეშის გასუფთავება“. მას დააჭირეთ და რამდენიმე წამში არასაჭირო ფაილები აპლიკაციიდან წაიშლება.
  3. გირჩევთ, უპირველესად ქეშის არსებობაზე შეამოწმოთ ბრაუზერები, სოციალური ქსელების პროგრამები და მესენჯერები. როგორც წესი, ისინი აგროვებენ ყველაზე მრავალფეროვან სისტემურ ნაგავს.

როგორ გაასუფთაოთ ტელეფონის მეხსიერება აპლიკაციების გამოყენებით

ბევრი ფოტო გალერეაში კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არასდროს გვაქვს საკმარისი ადგილი სმარტფონში. თუმცა საქმე მათში კი არ არის, არამედ მინიატიურების ჩანახატებში. ეს არის ფოტოების შემცირებული ვარიანტები, რომელთაც ხედავთ გალერეაში სრული სურათის გახსნამდე. მეხსიერება დუბლიკატებისგან რომ გაასუფთაოთ, გადმოწერეთ პროგრამა ES File Manager, რომელიც დამალულ ფაილებს გაჩვენებთ. ტელეფონის მეხსიერებაში იპოვეთ საქაღალდე DCIM, მასში კი საქაღალდე .thumbnails და წაშალეთ იგი.

გადმოწერეთ აპლიკაცია CCleaner ან SD Maid სივრცის ოპტიმიზაციისთვის და არასაჭირო ფაილების წასაშლელად. მათი დახმარებით წაშლით ქეშს და სხვა ნაგავს, ასევე დაზოგავთ დროს, რადგან ამის ხელით გაკეთება არ მოგიწევთ. და მაინც, არის შემთხვევები, როცა ეს აპლიკაციები შლის სისტემურ ფაილებს, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ.

ახლა იცით, როგორ გაასუფთაოთ ტელეფონის მეხსიერება არასაჭირო ფაილებისგან. ამ ხრიკების გამოყენებით გაათავისუფლებთ ადგილს როგორც მნიშვნელოვანი აპლიკაციებისთვის, ასევე ფოტოებისთვის. სმარტფონზე მეხსიერების შევსების პრობლემა აღარ შეგაწუხებთ. სცადეთ ახლავე!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს