პაპარაცი გთავაზობთ 10 ძალზედ საინტერესო, უჩვეულო და არასასიამოვნო ფაქტს საკუთარი ჭიპის შესახებ…
ჭიპი არის თქვენი პირველი შრამი
თქვენი ჭიპი ფორმირდება ნაწიბუროვანი ქსოვილიდან, რომელიც რჩება ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ, რომლითაც დედის პლანცეტაზე იყავით მიერთებული.
ბაქტერიები
2012 წელს ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით 60 ადამიანს ჭიპზე საერთო ჯამში აღმოაჩნდა 2368 სახეობის სხვადასხვა ბაქტერია. საშუალოს ასაკის ადამიანის ჭიპზე ცხოვრობს დაახლოებით 67 სახეობის ბაქტერია.
ჭიპის გახვრეტის დროს საჭიროა ჰიგიენის დაცვა, რათა ავირიდოთ თავიდან ინფექციების გავრცელება
ჭიპზე პირსინგის გაკეთების შემდეგ ჭრილობის სრულად შეხორცებას დაახლოებით 6 თვე სჭირდება, თანაც ეს ადგილი მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ წყალს და დავიცვათ დიდი სისუფთავე, რათა თავიდან ავირიდოთ ინფექციის გავრცელება. ინფექციის ნიშნებად ითვლება ყრუ ტკივილები ჭიპის არეში, ამ ადგილის გაწითლება და შეშუპება.
ბევრ ძუძუმწოვარს საერთოდ არ აქვს ჭიპი
აბსოლიტურად ყველა ძუძუმწოვარს, რომელიც დედის მუცელში ისახება და ვითარდება, აქვს ჭიპლარი, თუმცა რიგ შემთხვევაში მათ შრამი საერთოდ არ რჩებათ და იქმნება შთაბეჭდილება თითქოს მათ ჭიპი არც არასდროს ჰქონიათ.
ქვემოთ ფოტოზე ნაჩვენებმა მამაკაცმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი ჭიპში დაგროვებული სიბინძურის ყველაზე დიდი კოლექციით
ეს რეკორდი ეკუთვნის გრემ ბარკერს, რომელმაც იგი 2000 წელს დაამყარა. იგი სიბინძურეს საკუთარი ჭიპიდან 1984 წლიდან მოყოლებული 2000 წლამდე აგროვებდა.
ბერები მედიტაციისას საკუთარ ჭიპს აკვირდებოდნენ
ისიჰაზმი – პრაქტიკა, რომლის დროსაც ადამიანი მთელ თავის გონებასა და გულს წმენდს ფიქრებისგან. ბერები მედიტაციისას ყურადღებით აკვირდებოდნენ საკუთარ ჭიპს, რაც მათ ძალზედ ეხმარებოდა ღმერთთან მიახლოებაში.
ომპჰალოსკეპსისი – ტერმინი, რომელიც გულისხმობს ჭიპის გამოკვლევას
საკუთარი ჭიპის სიყვარული
1975 წელს 27 წლის მასწაველბელმა, რომელიც ძალზედ იყო მოხიბლული საკუთარი ჭიპით, სცადა მისი მოჭრა ბრიტვით მასტურბაციის დროს. ექსტაზში ყოფნის დროს იგი ტკივილს ვერ განიცდიდა, თუმცა სისხლდენა იმდენად ძლიერი იყო, რომ სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ ყველი იმ მიკრობებისგან, რომლებიც თქვენს ჭიპზე ბინადრობენ
პროექტ “Selfmade”_ის ჩარჩოებში ბიოლოგმა კრისტინა აგაპაკისმა და მხატვარმა სისელ ტოლასმა გადაწყვიტეს გუნდური მუშაობით 11 თავი ყველის დამზადება ბაქტერიებისგან, რომლებიც ბინადრობენ ჩვენს იღლიებზე, ჭიპზე, ხელებზე, ფრჩხილებზე და პირში.
დედამიწასაც კი აქვს ჭიპი
გრანდ სტაერკას-ესკალანტეს სახელმწიფო ნაკრძალის ცენტრში (იუტას შტატი) მდებარეობს გიგანტური ღრმული, რომელიც “კოსმიური ჭიპის” სახელს ატარებს. გეოლოგები ვარაოდობენ, რომ ეს ღრმული 216 000 წლისაა.