12 რამ, რაც არ უნდა შეინახოთ საფულეში, თუნდაც ძალიან მოსახერხებელი იყოს

1186

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს საფულეზე. გასაკვირი არც არის, რადგან სმარტფონის მეხსიერებაში შეგიძლიათ შეინახოთ ფასდაკლების ბარათები, საბუთები, საბანკო ბარათები და მრავალი სხვა. და მაინც, ბევრი ადამიანი დღემდე იყენებს საფულეს და პორტმონეს, მაგრამ ავიწყდებათ გარკვეული წესების დაცვა. უნდა გვახსოვდეს, რომ არის რაღაცები, რომლებიც საფულეში არ უნდა ინახებოდეს.

ჩემი მეგობარი მიჩვეულია ბევრი ნივთის ტარებას, ამიტომ ყოველთვის დაატარებდა დიდ საფულეს, სადაც ძვირფას ნივთებს ინახავდა. როდესაც დაუდევრობის გამო საფულე დაკარგა, მის გარეშე სრულიად უმწეო აღმოჩნდა. საბედნიეროდ, იპოვა საფულე იმ ადგილას, სადაც დაკარგა, მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს. თუ საფულეს იყენებთ, გაეცანით „პაპარაცის“ დღევანდელ სტატიას იმის გასაგებად, რა უნდა ამოიღოთ საფულიდან სასწრაფოდ.

რისი შენახვა არ შეიძლება საფულეში?

გახსოვდეთ, რომ საფულე ფულის სახლია და მხოლოდ იქ უნდა ატაროთ. მართალია, ბევრისთვის საფულე ასევე წარმოადგენს სავიზიტო ბარათების ჩასადებს, ფოტოალბომს და სეიფს. ასეთი უნივერსალური მიდგომა საფულის მფლობელს ბოროტი ხუმრობით შეიძლება მოუტრიალდეს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, უცხო ნივთები საფულეში ფულის ნაკადებს აფერხებს. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ჯობია წინასწარ იცოდეთ ასეთი საფრთხის შესახებ.

მართალია, არსებობს აბსოლუტურად ლოგიკური მიზეზები, რატომ არ შეიძლება ზოგიერთი ნივთის შენახვა საფულეში. მათი გახსენება ღირს.

საბანკო ბარათების პინკოდები

ყველა ბანკი საგადახდო ბარათების გაცემისას გვახსენებს, რომ არ უნდა შევინახოთ პინკოდი ბარათთან ერთად, მაგრამ ბევრი ადამიანი ამ რჩევას არ ითვალისწინებს. უნდა გესმოდეთ, რომ თუ საფულე მოიპარეს, უფრო დიდი შანსია, ბარათიდან თანხა მანამ გამოიტანონ, სანამ დაბლოკვას მოასწრებთ. გვერწმუნეთ, ქურდი ლოგიკურად სწრაფად დააკავშირებს პატარა ქაღალდს ციფრებით ბარათთან.

ამ შეცდომას ხშირად უშვებენ ხანდაზმულები, რომლებიც მეხსიერების გაუარესებას უჩივიან. თუ თქვენ, თქვენი დედა ან ბებია ინახავთ ბარათის პინკოდს საფულეში, შეცვალეთ იგი უფრო გასაგები და დასამახსოვრებელი ციფრებით. მაგალითად, შვილის დაბადების წელი ან ქმრის დაბადების დღე. ასეთი პინკოდი არ დაგავიწყდებათ, ხოლო ბოროტმოქმედი შემთხვევით მის გამოცნობას ვერ შეძლებს.

უკონტაქტო ბარათები

ყოველდღე შესყიდვების გადახდის პროცესი უფრო სწრაფი და მარტივი ხდება. მაგალითად, უკონტაქტო საგადახდო ბარათების გამოჩენა ნამდვილი გარღვევა გახდა. ახლა ბარათის ტერმინალში მოთავსება ან ჩიპის წაკითხვა საჭირო არ არის. საკმარისია, ბარათი ტერმინალს დაადოთ და გადახდა წამებში განხორციელდება.

ასეთი ბარათი ნამდვილი საგანძურია ქურდებისთვის. ვინაიდან ასეთი ბარათით გადახდისას პინკოდის შეყვანა საჭირო არ არის, მისი გამოყენება ნებისმიერს შეუძლია. ქურდი თავისუფლად დახარჯავს თქვენს ფულს, სანამ ბარათს არ დაბლოკავთ. ამიტომაც ბარათი საფულეში არ უნდა შეინახოთ.

ქვითრები

ქვითრები ფულის ენერგიას ბლოკავს, ასევე საშიში შეიძლება იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ქვითრების დასაბეჭდად გამოიყენება ფხვნილი, რომელიც შეიცავს ბისფენოლ A-ს. ჩვენს კანს შეუძლია მისი შეწოვა, რითაც იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.

ეს განსაკუთრებით ქალებს ეხება, რადგან ბისფენოლი A ქალის ჰორმონის ესტროგენის ანალოგია. მას შეუძლია გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები რეპროდუქციულ სისტემაში. ამ ნივთიერებასთან კონტაქტი მინიმუმამდე უნდა შეამციროთ.

სასაჩუქრე ვაუჩერები

გაჩუქეს ვაუჩერი დღესასწაულზე? მაშინვე საფულეში არ შეინახოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ უახლოეს მომავალში მის გამოყენებას არ აპირებთ. გახსოვდეთ, რომ საფულის დაკარგვისას ვაუჩერებს ვერ აღადგენთ.

სათადარიგო გასაღები

სახლის სათადარიგო გასაღები საფულეში არ შეინახოთ. თუ საფულეს მოგპარავენ, სახლის გასაღები ქურდის ხელში აღმოჩნდება. დიახ, თქვენი სახლი შეიძლება არ გაქურდოს, მაგრამ იმის ცოდნა, რომ ბოროტმოქმედს თქვენი გასაღები აქვს, მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ. გირჩევთ, გასაღები სხვა ადგილას შეინახოთ.

პრეზერვატივი

პრეზერვატივს, როგორც ნებისმიერ სხვა კონტრაცეპტივს, თავისი ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები აქვს. ეს უნდა იყოს მშრალი გრილი ადგილი, სადაც კონტრაცეპტივი ხახუნს არ ექვემდებარება. საფულე კი არც ერთ რეკომენდაციას არ შეესაბამება. შენახვის პირობების უგულებელყოფა გამოიწვევს მიკრობზარებს, რაც პრეზერვატივის დამცავ თვისებებს შეასუსტებს.

პაროლები

ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიის ანგარიშის და ონლაინ ბანკის პაროლები საფულეში არ შეინახოთ. ბოროტმოქმედს შეუძლია ამ ინფორმაციის გამოყენებით თქვენს პირად მონაცემებზე წვდომა მიიღოს. ეს ინფორმაცია თან არ უნდა ატაროთ. სახლში შეინახეთ წერილობითი ფორმით. უკეთესია, თუ დაიმახსოვრებთ.

ყველა საბანკო ბარათი

თუ ერთდროულად რამდენიმე ბარათი გაქვთ, ერთი მაინც ჯიბეში შეინახეთ და არა საფულეში. ასე საფულის დაკარგვის შემთხვევაში ფულის მიღების ერთი წყარო მაინც დაგრჩებათ. ამავე მიზეზით მთელი ფული ერთ ბარათზე არ შეინახოთ.

ტელეფონი

ყიდულობთ ფართო საფულეს, რომ მასში ტელეფონიც შეინახოთ? არ გირჩევთ. გახსოვდეთ, თუ დაკარგავთ საფულეს ტელეფონთან ერთად, არა მხოლოდ ფულის, არამედ საკომუნიკაციო საშუალების გარეშე დარჩებით. ბანკსაც ვერ დაუკავშირდებით ბარათის დასაბლოკად. ასევე გაცილებით მარტივია ფულის მიღება, თუ ტელეფონი და მასთან დაკავშირებული საბანკო ბარათები ახლოს არის.

ნაღდი ფული

გეგმავთ მსხვილ შენაძენს და ამისთვის ფულს აგროვებთ? მსხვილი თანხა საფულეში არ შეინახოთ. თუ დღეს არ აპირებთ თანხის დახარჯვას, სახლში დატოვეთ. უკიდურეს შემთხვევაში, ჩანთის ჯიბეში შეინახეთ და არა საფულეში. მაშინაც კი, თუ საფულეს დაკარგავთ, ნაღდი ფული თქვენთან დარჩება.

სამგზავრო ბარათი

თუ მთელ ფულს, ასევე სამგზავრო ბარათს საფულეში ინახავთ, საფულის დაკარგვისას სახლშიც ვერ მიხვალთ. უფრო მეტიც, თუ საფულე სახლში დაგრჩებათ, სამგზავრო ბარათის ქონისას სახლში ან სამსახურში მისვლას შეძლებთ.

საბუთები

ქურდების უმეტესობა საფულის მოპარვისას საბუთებს ყრის. გარდა ამისა, სხვისი საბუთების პოვნის შემთხვევაში, ბევრი არ ცდილობს მფლობელის პოვნას თაღლითური სქემის შიშით. თქვენ კი ამ საბუთების აღდგენაზე დიდ დროს დახარჯავთ. ამიტომაც, საფულეში არ შეინახოთ და ცალკე ატარეთ.

იმის ცოდნა, რა არ უნდა შეინახოთ საფულეში, თავიდან აგარიდებთ ზედმეტ პრობლემებს მისი დაკარგვის შემთხვევაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს