ეს თესლი აახალგაზრდავებს ორგანიზმს, გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

1117

ამარანტი, ან ჯიჯლაყა ამარანტის ოჯახის ბალახოვან მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. ზოგიერთი სახეობა მარცვლეულის, ბოსტნეულის კულტურის, დეკორატიული მცენარის სახით მოჰყავთ. ზოგი მას სარეველად მიიჩნევს.

მცენარის თესლი მაღალ კვებით ღირებულებას ფლობს და დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ცილები დაბალანსებული ამინომჟავებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, მიკრო და მაკრო ელემენტები.

ხალხურ მედიცინაში ამარანტი გამოიყენება როგორც ვიტამინი, ზოგადი გამაძლიერებელი და მატონიზირებელი საშუალება. ახალი ფოთლები სალათებში, ხოლო ხმელი სასმელების და სოუსების მოსამზადებლად გამოიყენება.

ამარანტის თესლით მანანის ბურღული შეგიძლიათ წარმატებით ჩაანაცვლოთ.

კაკლის მოტკბო გემოს მქონე თესლისგან ფქვილს ამზადებენ, მაგრამ მას უჯრედისი არ აქვს, ამიტომ ხორბლის ან ჭვავის ფქვილს უმატებენ. ასეთი ფქვილის ნარევისგან ორცხობილას, ბისკვიტს ამზადებენ. ამასთან მოტკბო გემოს გამო შეგიძლიათ შაქარი არ გამოიყენოთ.

ორგანიზმის გამწმენდი, გამაახალგაზრდავებელი საშუალება: კრაზანას ბალახი, გვირილას ყვავილი, არყის კვირტები და ამარანტის თესლი თანაბარი პროპორციით აიღეთ. ყავის საფქვავში დაფქვით და 1 ჩ/კ (წყალი მიაყოლეთ) დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 3 კვირა.

ასევე შეგიძლიათ ამარანტის თესლი გააღვივოთ – ასე ძლიერ იმუნიტეტის დამცავ საშუალებას მიიღებთ. ცოტა წყალი დაასხით, როცა აღმოცენებას დაიწყებს, მაცივრის ქვედა თაროზე დადეთ. 2 ს/კ თესლი დღეში 2-ჯერ მიიღეთ.

ყურადღება! ამარანტის თესლი თირკმლებში კენჭების არსებობის და ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს არასასურველია. სწორედ ამიტომ, ამარანტის თესლის მიღების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

ამარანტის ზეთი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ამარანტის ზეთს მისი თესლიდან იღებენ, რომლის სამშობლოც სამხრეთ ამერიკაა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 5 ათას წელზე მეტია ცნობილია. ამარანტის ზეთის მიმართ ინტერესი ბოლო ათწლეულის მანძილზე გაიზარდა.

ამარანტი სამკურნალო მცენარეა და შეგიძლიათ აგარაკზე გაზარდოთ. ასე მიიღებთ მცენარეს, რომლის ფოთლებიც ბევრ კაროტინოიდს (90 მგ 100 გრ პროდუქტზე) შეიცავს. ასევე ფოთლები ადვილად ათვისებადი კალციუმით და რუტინით მდიდარია.

ამარანტის თესლში შემავალ ზეთს მცენარეულ ზეთებს შორის თანასწორი არ ჰყავს. მასში თითქმის ყველა ცხიმოვანი მჟავა და სკვალენი შედის.

აი, დაავადებების არასრული სია, რომელსაც ამარანტის ზეთის დიეტით კურნავენ:

  • გულის იშემიური დაავადება
  • ათეროსკლეროზი
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესები
  • დიაბეტი
  • ენერგიის ნაკლებობა

ამარანტის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და ადაპტოგენია, ამიტომ იმუნურ სისტემაში მისი როლი შეუფასებელია.

აქვე აღვნიშნავ, რომ ამარანტის ზეთი ძვირადღირებული პროდუქტია. ხალხურმა მკურნალებმა აქაც გამოსავალი იპოვეს. ისინი ამარანტს თავიანთ ბაღში ზრდიან და არა მხოლოდ სამკურნალო ფოთლებს, არამედ თესლს იღებენ, რომლისგანაც შეგიძლიათ ზეთი გაწუროთ ან სამკურნალო ექსტრაქტი მიიღოთ.

უკუჩვენება:

  • ინდივიდუალური აუტანლობა
  • პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადების მწვავე ფორმის დროს მკურნალ ექიმთან კონსულტანციის გარეშე არ მიიღოთ.

ამარანტის თესლის სამკურნალო ექსტრაქტი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ნაწილი ამარანტის თესლი
  • 2 ნაწილი მცენარეული ზეთი (სჯობს ზეითუნის ზეთი Extra virgin)

რა უნდა გააკეთოთ:

თესლი ოდნავ შეწვით და იმწამსვე დანაყეთ. მცენარეული ზეთი აურიეთ. 1 თვე ბნელ ადგილას დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და 0,5 ჩ/კ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს