
რთულია დაიჯერო, თუმცა არსებობს მალამო სამკურნალო თვისებებით, რომლის გამოყენების შემდეგაც ჭრილობები და დაზიანებები კანზე ხანმოკლე დროში ქრება და მისი მომზადება ძალზედ მარტივადაა შესაძლებელი სახლის პირობებში.
ანტისეპტიკური მალამოსთვის, რომლის მომზადებასაც უპრობლემოდ შეძლებთ საკუთარი ხელით, დამახასიათებელია ტკივილგამოყუჩებელი ეფექტი, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ეს ნამვილად უნიკალური საშუალებაა კანის დაზიანებული ნაწილის რეგენერაციისთვის.
ამ მალამოს დახმარებით შეძლებთ ფსორიაზის, ჭრილობების, ტრამვების, დამწვრობის, ჰერპესის და შეუხორცებელი ბზარების განკურნება-მოშუშებას.
პაპარაცის რედაქცია დღეს ამ უნიკალური მალამოს მომზადების რეცეპტს გიზიარებთ!
ინგრედიენტები:
- 1/4 ჭიქა მცენარეული ზეთი;
- 2/3 ჭიქა გამხმარი ბალახების ნარევი (გულყვითელა, ლაშქარა, სამყურა, მრავალძარღვა, კრაზანა და ა.შ.);
- 2-4 ჩ.კ ფუტკრის ცვილი;
- 1 ს.კ თხევადი თაფლი;
- 1/2 ჩ.კ თხევადი ვიტამინ E;
- 5-6 წვეთი ეთერზეთი (სურვილისამებრ);
მომზადება:
- თავდაპირველად საჭიროა ბალახებიდან გამოწუროთ მაქსიმალური რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები. ამისთვის გამოდგება ცხელი ექსტრაქციის პროცედურა.
- გააცხელეთ ზეთი 40-50 გრადუსამდე და ჩაასხით ჭურჭელში, რომელშიც დანაყული ბალახები გაქვთ მოთავსებული. გულდასმით მოურიეთ. ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დადგით გასაცხელებლად წყლის აბაზანაზე. გაცხელების დრო – 3 სთ. ყოველ 20 წუთში ერთხელ ჭურჭელი კარგად უნდა შეანჯღრიოთ.
- იმისთვის, რომ მთლიანად გამოწუროთ სასარგებლო ნივთიერებები მცენარეებიდან, გაიმეორეთ ეს პროცედურა 3 დღის განმავლობაში. უკვე ამის შემდეგ ზეთი გაფილტრეთ, ხოლო ბალახი გამოწურეთ ბოლომდე.
- დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ ფუტკრის ცვილი. ჩაამატეთ მასში თქვენ მიერ მიღებული ზეთის ექსტრაქტი. მოურიეთ გულდასმით და შემდეგ ჩაამატეთ მასში თაფლი, ვიტამინ E და ეთერზეთი. ურიეთ ბალზამს იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
- მიღებული მალამო მოათავსეთ ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ ცივ ადგილას. შენახვის ვადა – 2 წელი.
ყურადღება! მიუხედავად იმისა, რომ ეს მალამო 100%_ით ნატურალურია, თქვით უარი მასზე, თუ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ.
რედაქციისგან: მოცემული ტექსტი განიხილავს ბუნებრივ ანტისეპტიკურ მალამოს, რომელიც სამკურნალო მცენარეებისა და ფუტკრის პროდუქტების საფუძველზე მზადდება. წარმოდგენილი რეცეპტი ეფუძნება ტრადიციულ მცენარეულ პრაქტიკას, რომელიც მრავალ ქვეყანაში გამოიყენება კანის დაზიანებებისა და ინფექციების სამკურნალოდ.
მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ გულყვითელა (Calendula officinalis) შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. მრავალძარღვას (Plantago major) ექსტრაქტი ცნობილია ჭრილობების შეხორცების პროცესის დაჩქარებით, ხოლო კრაზანას (Hypericum perforatum) ნაერთებს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ფუტკრის ცვილი და თაფლი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევიან და ხელს უწყობენ კანის ბუნებრივ რეგენერაციას.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მკითხველმა გაითვალისწინოს ინდივიდუალური ალერგიული რეაქციები. ამგვარი პროდუქტების გამოყენებამდე მიზანშეწონილია ექიმთან ან დერმატოლოგთან კონსულტაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კანის დაავადებები ქრონიკული ან მწვავე ხასიათისაა.