
იქამდე, სანამ მიირთმევთ მაღაზიაში შეძენილ ვაშლს, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! ვაშლის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებსა და ვიტამინებს, რის გამოც ექიმები გვირჩვევენ, რომ ეს გემრიელი ხილი გაუთლელად მივირთვათ, თუმცა იყავით დიდი ყურადღებით, რადგან მაღაზიაში შეძენილი ვაშლის სილამაზე მაცდურია…
იმისთვის, რომ ვაშლი გამოიყურებოდეს ლამაზად და გემრიელად, მას ცვილში ავლებენ, რომლის მიღებაც საკვების სახით მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. კარგია, რომ არსებობს ეს მარტივი მეთოდი, რომელიც ვაშლის კანს მთლიანად წმენდს.
როგორ გავრეცხოთ ვაშლი
თქვენ დაგჭირდებათ:
- მაღაზიაში შეძენილი ვაშლი;
- სოდა;
- ლიმონის წვენი;
- თბილი წყალი
როგორ მოვიქცეთ:
1. დაასხით ვაშლს მდუღარე წყალი.
2. ცვილის ნადები, რომელსაც ხილის გასალამაზებლად იყენებენ, დაუყონებლივ გამოჩნდება. საზიზღრობაა, არა?
3. მოაყარეთ ვაშლს სოდისა და ლიმონის წვენის ნარევი.
4. დაასხით თბილი წყალი.
5. კარგად გაწმინდეთ ვაშლის კანი ჯაგრისის გამოყენებით.
6. სუფთა და სასარგებლო ვაშლი მზად არის!
რა თქმა უნდა, როდესაც მაქვს დრო და საშუალება, ვაშლის ყიდვას ყოველთვის ბაზარში ვამჯობინებ. სახლის ხილი გაცილებით სასარგებლო და გემრიელია, ვიდრე მაღაზიის თაროებზე შეძენილი პროდუქტი!
გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!
რედაქციისგან: მაღაზიაში შეძენილი ვაშლის კანი ხშირად დაფარულია საკვები ცვილით, რომელიც ხელს უწყობს მის გრძელვადიან შენახვას და სილამაზის შენარჩუნებას, თუმცა ამავე დროს შესაძლოა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ნაერთებს. კვლევები მიუთითებს, რომ კომერციული ხილის ცვილში ზოგჯერ გვხვდება სინთეზური ნაერთები, რომლებიც საკვები უსაფრთხოების კუთხით დამატებით შემოწმებას საჭიროებს (Baldwin et al., 1999).
ვაშლის სწორად გარეცხვა და ზედაპირზე არსებული ნადების მოშორება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციურად მავნე ნივთიერებების მოხმარება. სოდის და ლიმონის ნარევი ეფექტურად აშორებს ცვილს და მიკრობებს, რაც უსაფრთხო მოხმარებას უზრუნველყოფს. კვლევების მიხედვით, სოდიანი ხსნარი სასარგებლოა პესტიციდების ნარჩენების მოსაშორებლად, ხოლო ლიმონის მჟავა ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა (Yang et al., 2017).