ცხიმგროვებს შეუძლია ჩვენი გაღიზიანება და იმედგაცრუება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ისინი ინტიმურ ადგილებზე იჩენს თავს (მაგ: ბარძაყების შიდა მხარე).
საბედნიეროდ, გარკვეული ვარჯიშებითა და დიეტებით ამ პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ერთხელ და სამუდამოდ შთააგონეთ თავს, რომ დროა ხელი მიჰყოთ ცხოვრების ჯანმრთელ სტილს! პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სპეციალურ ვარჯიშებს ბარძაყების შიდა მყარეს დაგროვილი ცხიმგროვების მოსაშორებლად. მეთოდი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, სულ რაღაც 3 ეტაპისგან შედგება.
- აუცილებელია კალორიების შემცირება, რათა ორგანიზმში დაიწყოს ცხიმის წვის პროცესი. თუ თქვენ გსურთ ამ პრობლემიგან მინიმალურ დროში თავის დაღწევა, შეამცირეთ ყოველდღიურად მიღებული კალორიების დოზა 1000_ით.
- ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საკვების მიღებებს შორის არსებული ინტერვალი არ იყოს ხანგრძლივი. აუცილებელია მიირთვათ ყოველ 2-3 საათში ერთხელ, მცირე პორციებით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა მიირთვათ არა დანაყრებამდე, არამედ შიმშილის გრძნობის შემცირებამდე. სუპი ამ შემთხვევაში არაჩვეულებრივი გამოსავალია!
- მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი: მიირთვით ერთი ჭიქა წყალი ყოველი ჭამის წინ. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია გაზიანი სასმელების, ალკოჰოლის, რძიანი კოქტეილებისა და სხვა მსგავსი სასმელების სუფთა წყლით ჩანაცვლება.
ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ ბარძაყების შიდა მხარეს დაგროვილი ცხიმების თავიდან მოშორებაში:
რედაქციისგან:ბარძაყების შიდა მხარეს დაგროვილი ცხიმის მოშორება შესაძლებელია სწორი კვებისა და მიზანმიმართული ვარჯიშების დახმარებით. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ცხიმის წვა ლოკალურად არ ხდება, თუმცა დაბალკალორიული დიეტა და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთო წონის კლებაში (Schutz et al., 2019).
კვლევებმა აჩვენა, რომ კუნთოვანი მასის გაძლიერება ბარძაყის შიდა მხარეს ისეთი ვარჯიშებით, როგორიცაა პლიომეტრიული (მაგ. ჩაჯდომები და გვერდითი გამოტყორცნები), ხელს უწყობს ამ ზონის ფორმირებას და გამკვრივებას (Paoli et al., 2017). რაც შეეხება დიეტას, უმჯობესია არა კალორიების მკვეთრი შეზღუდვა, არამედ ბალანსირებული კვება, რომელიც მდიდარია ცილებით, ჯანსაღი ცხიმებითა და უჯრედისით.
გარდა ამისა, საკვების მიღებებს შორის მოკლე ინტერვალები ინსულინის დონის სტაბილიზაციას უწყობს ხელს და აჩქარებს მეტაბოლიზმს, თუმცა კვლევები მიუთითებს, რომ მსგავსი მეთოდები ინდივიდუალური მიდგომის მიხედვით უნდა შეირჩეს (Varady et al., 2020). მნიშვნელოვანია, რომ სითხეების მიღებაში უპირატესობა მიენიჭოს სუფთა წყალს, რადგან იგი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან.