სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებისას, აუცილებელია წნევის ყოველდღიური შემოწმება, მაჩვენებლის დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში ამ პროცედურის დღეში რამოდენიმეჯერ ჩატარება. თითქოს და რა შეიძლება იყოს რთული წნევის გასინჯვაში, დააჭერ ღილაკს და დაელოდები მონაცემებს, მაგრამ ხომ შეიძლება მაჩვენებლები არასწორად ფიქსირდებოდეს. ამ სტატიაში პაპარაცის რედაქცია მოგიყვაბათ, თუ როგორ უნდა გაისინჯოთ წნევა სწორედ.
მოახლოვდა ნანატრი ზაფხულიც და ეს იმას ნიშნავს, რომ წელიწადის ეს დრო სრული უფლებამოსილებით სულ მალე შეუდგება საქმეს. როგორც იქნა ყოველ უიქენდზე გექნებათ შესაძლებლობა გაემართოთ საყვარელ სოფელში თუ აგარაკზე, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, უსმინოთ ჩიტების ჭიკჭიკს. თუმცა სასიამოვნო საქმით დაკავების კვალდაკვალ არ უნდა დავივიწყოთ ჯანმრთელობაც, დავიცვათ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ეს განსაკუთრებით გულს ეხება.
თქვენ თუ იცოდით რომ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 40% გულ-სისხლძარღვთა დაავადება აქვს. მათ უმრავლესობას კი ამაზე ეჭვიც არასდროს ჰქონია, რომ ჰიპერტონიით იტანჯებიან. ეს დაავადება ძალიან ხშირად მიმდინარეობს პრაქტიკულად უსიმფტომოდ და საბოლოოდ შესაძლოა ინფაქტამდე ან ინსულტამდე მიგვიყვანოს.
თუმცა ჰიპერტონია მიეკუთვნება კონტროლირებად და განკურნებად დაავადებებს. მისი პროფილაქტიკისათვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი და არტერიული წნევის ყოველდღიური შემოწმება. ამიტომ ზაფხულში როდესაც აგარაკზე ან სოფელში გაეშურებით, აუცილებლად გაიყოლეთ თან ავტომატური ტონიმეტრი.
გაიზომეთ წნევა დღეში ორჯერ და სასურველია დღიურსაც თუ აწარმოებთ სადაც შედეგებს ჩაიწერთ. თვალი ადევნებთ მაჩვენებლებს თუკი ის ზედმეტად მაღალია და თქვენ თავს შეუძლოდ გრძნობთ, უმჯობესია თუკი ფიზიკურ დატვირთვას მოუკლებთ და მეტ დროს დაუთმობთ დასვენებას.
დაიმახსოვრეთ, რომ დღის განმავლობაში წნევა შესაძლოა რამოდენიმეჯერ შეიცვალოს, მაგრამ თუკი ის სტაბილურად მაღალია ნორმალურ მაჩვენებელზე – ეს წარმოადგენს ზუსტ ნიშანს რომ თქვენ ჰიპერტონია გაქვთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია კარდიოლოგთან კონსულტაცია, რომელიც თქვენ სწორ სამედიცინო მკურნალობას შეგირჩევთ.
ხელსაწყოების ამორჩევისას ენდეთ მხოლოდ გამოცდილ ბრენდებ, რომლებსაც კარგ რეკომენდაციას უწევენ სამედიცინო ბაზარზე. მაგალითად ერთ-ერთი მათგანია ტონომეტრი რომელსაც შვეიცარული ბრენდი B.Well აწარმოებს. მისი გამოყენება რთული არ არის, ამიტომ მისი გამოყენება ხანშიშესულ ადამიანსაც თავისუფლად შეუძლია. ამ მოწყობილობას სულ ერთი ღილაკი აქვს, ამასთანავე ტონომეტრს აქვს ყველა საჭირო ფუნქცია. მოწყობილობა ახდენს არტერილი პულისი დიაგნოსტირებას, ტონომეტრი ზომავს არტერიული წნევის დონეს. ის დაგეხმარებათ განსაზღვროთ, იმყოფება თუ არა გაზომილი წნევა ნორმის ფარგლებში. ტონომეტრი B.Well WA-33 საკმაოდ კომპაქტურია, მისი ტარება თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას.
ქვემოთ შემოთავაზებულ ვიდეოში ამ დაგრის სპეციალისტი აგიხსნით თუ როგორ უნდა გავიზომოთ სწორედ წნევა და რა ითვლება წნევის ნორმალურ მაჩვენებლად სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის. – გირჩევთ აუცილებლად უყუროთ.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
1. რატომ არის მნიშვნელოვანი წნევის რეგულარული გაზომვა?
ჰიპერტონია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც მის დროულ დიაგნოსტიკას ართულებს. რეგულარული გაზომვა გვეხმარება პოტენციური პრობლემების დროულად აღმოჩენაში და პრევენციაში.
2. რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები წნევის გაზომვისას?
ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:
- გაზომვა დაუყოვნებლივ საჭმლის მიღების ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ
- არასწორი პოზა (მაგალითად, შეზნექილი ან ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა)
- ხელის არასწორი განლაგება – ის უნდა იყოს გულის დონეზე
3. როგორ ავირჩიოთ კარგი ტონომეტრი?
ტონომეტრის შერჩევისას უმჯობესია გამოცდილი და სანდო ბრენდები, როგორიცაა B.Well, რომლის მოდელები მარტივი გამოსაყენებელია და ზუსტ მონაცემებს გვაწვდის.
რჩევა რედაქციისგან:კვლევების თანახმად, პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ხოლო მათგან უმეტესობა ამის შესახებ არც კი იცის (World Health Organization, 2023). ჰიპერტონია ერთ-ერთი წამყვანი რისკ-ფაქტორია, მაგრამ მისი კონტროლი რეგულარული მონიტორინგითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით შესაძლებელია.
გარდა ამისა, ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) მონაცემებით, რეგულარულმა წნევის გაზომვამ და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმამ შეიძლება ინსულტისა და გულის შეტევის რისკი 30-40%-ით შეამციროს (AHA, 2023). ამიტომ, რეკომენდებულია, რომ ყოველდღიურად გაიზომოთ წნევა, ჩაიწეროთ მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართოთ სპეციალისტს.