დღის მეორე ნახევარში თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება გაუწყლოება ან კუნთოვანი დაძაბულობა, ასევე ინსულტი ან ანევრიზმა იყოს. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ ამ ტკივილის მიღმა რა უსიამოვნება იმალება.
გაუწყლოება
ძალიან ბევრ ადამიანს დღის მეორე ნახევარში თავის ტკივილი სწორედ რომ გაუწყლოების გამო აწუხებს. ტკივილი მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში წყალს არ იღებს, სამაგიეროდ ბევრ ყავას ან ჩაის სვამს.
გაუწყლოებაზე შემდეგი სიმპტომები მიგანიშნებთ:
- ლორწოვანი გარსის სიმშრალე;
- მუქი ფერის შარდი ან იშვიათი შარდვა;
- თავბრუსხვევა;
- გაღიზიანება
კუნთოვანი დაძაბულობა
თავისი ტკივილის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ის მაშინ ჩნდება, როცა კისრის, მხრების და ყბის კუნთები დიდი ხნით დაძაბულ მდგომარეობაშია. მაგალითად, როცა ადამიანი საჭესთან, კომპიუტერთან ან მოუხერხებელ პოზაში დიდხანს იმყოფება.
თავის ტკივილი ნელა იწყება და რამდენიმე საათის განმავლობაში თანდათანობით ძლიერდება. კუნთოვან დაძაბულობასთან დაკავშირებული ტკივილი სახიფათო არაა, მაგრამ შეიძლება რამდენიმე საათი ან დღე გაგრძელდეს.
კოფეინი
კოფეინი ზოგიერთ ადამიანში თავის ტკივილის დამწყებ მექანიზმად მუშაობს. გარდა ამისა, კოფეინი გაუწყლოებას ხელს უწყობს, რაც თავის ტკივილისთვის დამატებით პირობას ქმნის.
თავის მხრივ, თუ ადამიანი კოფეინს რეგულარულად იღებს, მისი შეწყვეტის, მოხმარების შემცირების ან ჩვეული დილის ყავის გამოტოვების დროს შეიძლება თავის ტკივილმა შეაწუხოს. კოფეინის შეწყვეტასთან დაკავშირებული თავისი ტკივილი ხშირად დღის მეორე ნახევარში ვლინდება.
სისხლში შაქრის დონის შემცირება
ესეც შეიძლება თავის ტკივილის მიზეზი გახდეს. მაგალითად, როცა ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში არაფერი უჭამია. დიაბეტის სამკურნალო საშუალების მიღების დროს ადამიანი თავის ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარეა, რადგან დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი საშუალება საკვების მიღებებს შორის შაქრის დონის მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს.
მაღალი წნევა
მაღალი არტერიული წნევა ჩვეულებრივ თავის ტკივილს არ იწვევს, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ წნევა არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ კრიტიკულ ნიშნულს (მაგალითად, 180 120-ზე) მიაღწია. მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული თავის ტკივილის დროს ადამიანს შეიძლება სხვა სიმპტომები არ ჰქონდეს, ან შეიძლება დაინახოს ლაქა, გაწითლდეს ან თავბრუსხვევა იგრძნოს.
მაღალი არტერიული წნევა, რომელიც თავის ტკივილს იწვევს, ყოველთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. განსაკუთრებით, ორსული ქალებისთვისაა სახიფათო.
თვალის დაძაბულობა
თვალის პრობლემების დროს, კომპიუტერთან დიდი ხნით ჯდომის დროს თვალის გადაღლა მხედველობის ორგანოს დაძაბვას იწვეს, რამაც შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს.
საგანგებო სიტუაცია
დღის მეორე ნახევარში თავის ტკივილი შეიძლება სერიოზულმა პრობლემებმა გამოიწვიოს, მაგალითად ინსულტი ან ანევრიზმა.
რამდენიმე ნიშანი, როცა თავის ტკივილის დროს სასწრაფო დახმარება დაუყონებლივ უნდა გამოიძახოთ:
- მხედველობის ცვლილება ან თვალის ტკივილი;
- ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივი თავის ტკივილისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება;
- ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც მოულოდნელად ვლინდება და მისი შემცირების მცდელობის დროს, მაგალითად მასაჟის ან წყლის დალევის შემდეგ არ სუსტდება.
- თავის კანკალის შეგრძნება;
- დეზორიენტაცია;
- ძალიან მაგარი ყელი, მაღალი ტემპერატურა ან კუნთების ტკივილი;