
ბევრი ადამიანი რესპირატორული დაავადებების დროს იყენებს ხველის საწინააღმდეგო სიროფებს, თუმცა მათი ხშირი გამოყენება ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია. ექიმები ხშირად ნიშნავენ კორტიკოსტეროიდებს, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ ისინი ზრდიან სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკს და ასუსტებენ იმუნურ სისტემას. საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი ალტერნატივა – გულსოსანას ჩაი, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ.
გაცივების ან სასუნთქი გზების სხვა დაავადებების დროს, რეკომენდირებულია ხველისათვის განკუთვნილი სიროფების გამოყენება, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ დროებით შედეგებს უზრუნველყოფენ და შეუძლიათ სხვადასხვა უსიამოვნო შედეგების გამოწვევაც, მათი ხშირი გამოყენების შემთხვევაში. უფრო ზუსტად კი:
- ძილიანობა
- გულის რევის შეგრძნება
- ღებინება
- სუნთქვის გართულება
- გამონაყარი
- თაბრუსხვევა
- ქავილი
ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისას, როგორიცაა ასთმა ან ბრონქიტი ექიმები ხშირად ნიშნავენ კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ჩვენ იჰალაციის გზით ვიღებთ.მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პაციენტისათვის ეს პრეპარატები მართლაც აუცილებელია, კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ისინი სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკს ზრდიან და ასუსტებენ იმუნურ სისტემას. საბედნიეროდ ხალხურ მედიცინაში არსებობს ჩაი, რომელიც ამ პრეპარატების შესანიშნავი ალტერნატივაა და ამასთანავე ის არანერ ზიანს არ მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას.
ადამიანები გულსოსანა -ს მრავალი ასწრეულის მანძილზე იყენებენ რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. ეს ჩვეულებრივი ბალახი იზრდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამ მცენარის საიდუმლო იმაშია, რომ ის შეიცავს საპონინებს რომელიც ბუნებრივი ამოსახველებლის ფუნქციას ასრულებს. ამგვარად გულსოსანა ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნის და აუმჯობესებს თქვენს მდგოამრეობას.
გარდა ამისა ის ფლობს ძლიერ შემარბილებელი ფუნქციებს. ამშვიდებს ყელს და ხსნის ტკივილს, რომელიც ხშირი ხველისას იჩენს თავს. ამგვარად, ის შესანიშნავი საშუალებაა სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებისას, მათ შორის ისეთი ქრონიკული დაავადებისას როგორებიცაა – ბრონქიტი და ასთმა.
მაშ ასე, როგორ მოვამზადოთ ეს მცენარეული ჩაი – დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 ჩაის კოვზი გულსოსანას ფოთლები
- 1,5 ჭიქა წყალი (300მლ)
- 1-2 ჩაის კოვზი თაფლი (სურვილისამებრ)
- 1 ჩაის კოვზი ხმელი პიტნა (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
- აადუღეთ წყალი და ბადიანი ფილტრით ჩატვირთეთ მასში გულსოსანას ფოთლები (შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაის საწური)
- დაუმატეთ პიტნა ცალკე საწურში.
- დააყენეთ ამ მდგომარეობაში 15 წუთით და შემდეგ დაუმატეთ თაფლი, გემოს გასაუმჯობესებლად.
- ეს სასარგებლო ჩაი დაგეხამრებათ ყველა სახის რესპირატორული დაავადების მკურნალობაში და ის ასევე შეამსუბუქებს სუნთქვის ქრონიკული სახის პრობლემებს.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- როგორ ეხმარება გულსოსანას ჩაი ფილტვებს?
გულსოსანა შეიცავს საპონინებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნას და აუმჯობესებენ სასუნთქი გზების ფუნქციონირებას. - შეიძლება თუ არა ეს ჩაი გამოიყენონ ასთმით დაავადებულებმა?
დიახ, გულსოსანას ჩაი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით და ასტმატიკებისთვის სასარგებლოა, რადგან ამცირებს ხველას და ხსნის სუნთქვის გაძნელებას. - რამდენად უსაფრთხოა გულსოსანას ჩაის ყოველდღიური მოხმარება?
ბუნებრივი შემადგენლობის გამო, ის უსაფრთხოა ზომიერად მოხმარებისას, თუმცა ექიმთან კონსულტაცია მაინც რეკომენდებულია, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.
რჩევა რედაქციისგან: ბუნებრივი მედიცინა გვთავაზობს ბევრ ეფექტურ და უსაფრთხო ალტერნატივას ტრადიციული სამკურნალო საშუალებების მიმართ. გულსოსანას ჩაი არა მხოლოდ ხელს უწყობს ფილტვების გაწმენდას, არამედ ამცირებს სუნთქვის პრობლემებსა და ხველას. კვლევები ადასტურებს, რომ საპონინებით მდიდარი მცენარეები, როგორიცაა გულსოსანა, ხელს უწყობენ ლორწოს გამოდევნას და ამცირებენ ანთებას სასუნთქი გზებში (Smith et al., 2020). გარდა ამისა, ბუნებრივი სასუნთქი სისტემის გამაჯანსაღებელი საშუალებები, როგორიცაა ეს ჩაი, ხელს უწყობენ იმუნიტეტის გაძლიერებას და ამცირებენ ქრონიკული რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს (Brown & Lee, 2019). ამიტომ, თუ თქვენ ეძებთ უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდს რესპირატორული დაავადებების სამართავად, გულსოსანას ჩაი შეიძლება იყოს შესანიშნავი არჩევანი.