
ართრიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ იჩენს თავს და ხელს უშლის ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სამკურნალო ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც ტკივილს შეამცირებს, მოძრაობას აღადგენს და ბუნებრივად ებრძვის სახსრების ანთებას.
ართრიტი შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებმა, ენდოკრინულმა დარღვევებმა ან არაჯანსაღმა კვებამ. ტკივილთან ერთად ვითარდება სახსრების შეშუპება და დეფორმაცია. ბუნებრივი მედიცინის მიმდევრები ფიქრობენ, რომ კალციუმის არასწორი დაგროვება და ნახშირწყლების სიჭარბე ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. სწორედ ამიტომ მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და მოიცავდეს დეტოქსიკაციას, ანთების შემცირებას და ტკივილის მართვას. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე ხალხური რეცეპტი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ართრიტის შესამსუბუქებლად.
- კოთხუჯი. ართრიტის და სახსრების ტკივილის დროს კარგია მივიღოთ კოთხუჯის 5-6 გრამი ფხვნილი დღის განმავლობაში.
- ხეპინპილა. წელის არეში ძლიერი ტკივილების დროს 6 ჯერ დღეში მიიღეთ ხეპინპილას გასრესილი ნაყოფი.
- ჩინური მიხაკი. ხემცენარეა. იგი გამოიყენება სხვა დანამატებთან ერთად რევმატიული ართრიტის დროს. ამისთვის იღებენ სამკურნალო ნარევს:
- -100 ნ. – ჩინური მიხაკის ახალი ტოტები
-30 ნ. – სახლის პიონის ფესვები
-50 ნ. – გრაკლა ბალახის ფესვები
-40 ნ. – თუთის ქერქისუფრის კოვზზე დაწვრილმანებულ ნარევს დაასხით 300 მლ. ადუღებული წყალი. დავაყოვნოთ 30 წუთს და მივიღოთ ჭამამდე თბილად 150 გრამი. დღეში აუცილებელია დავლიოთ 600 გრამი ნახარში. მკურნალობის კურსია ორი თვე. სახსრების ძლიერი დაზიანების დროს ერთი წელი უნდა ვიმკურნალოთ მცირე შესვენებით. - ბირკავა. ყველგან გავრცელებული სარეველაა. აგროვებენ გაყვავილებამდე. ახმობენ ცეცხლთან, შეიძლება შებრაწოთ კიდეც. იღებენ რევმატიზმის, ლუმბაგოს, ნევრიტების, ნიკრისის, გიპერტონიის დროს. 1 ჩ/კოვზ მშრალ ბალახს შეაზელენ ნახევარ ჩაის კოვზ თაფლს. იღებენ ნაზავს 3-4 ჯერ დღეში და ძილის წინ. ეს ნარევი გამოიყენება აგრეთვე სამწვერა ნერვის სამკურნალოდ.
- ჭინჭარი. სახსრების ტკივილის დროს გამოიყენება ჭინჭრის თესლის ნარევი თაფლთან. სისხლის შედედების დასაქვეითებლად ნარევს უნდა დავუმატოთ ძიძიბოს ბალახი, რომელიც ჭინჭრის რაოდენობის 1/6 უნდა იყოს.
- მზიურა. მზიურას ნებისმიერი ნაწილის ნახარშის დალევა ხსნის ტკივილებს ზურგზე, სახსრებზე, ძვლებზე. სუფრის კოვზ მზიურას შეურევენ, სუფრის კოვზ ოროვანდს, ანაწევრებენ, ასხამენ ერთ ჭიქა ანადუღარ წყალს, აყოვნებენ ნახევარსაათს, წურავენ, სვამენ მთელი დღის განმავლობაში ჭამამდე და ღამით.
- მუმიე. ინფექციური ართრიტების დროს გამოიყენება მუმიე კვერცხის ყვითრთან ერთად. ამისთვის იღებენ ხორბლის მარცვალის ტოლ მუმიეს და შეაზელენ ორი ქათმის კვერცხისა და შაქრისაგან დამზადებულ გოგლიმოგლს. მირებულ ნაზავს ნელნელა ჭამენ. ასეთი ნაზავები უნდა შევჭამოთ ყოველდღე ვიდრე არ გავხარჯავთ 20 გრამ მუმიეს. მუმიეს განზავება შეიძლება მაგარ ხორცთან ან ქათმის ბულიონთან.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რამდენად ეფექტურია ხალხური საშუალებები ართრიტის დროს?
სწორი კომბინაციით და რეგულარული გამოყენებით, ბუნებრივი რეცეპტები მნიშვნელოვნად ამცირებენ ტკივილს და აუმჯობესებენ სახსრების მოქნილობას. - რამდენ ხანში შეიძლება შედეგის მიღება?
მკურნალობის ეფექტი ინდივიდუალურია, თუმცა ხშირად უკვე 7-14 დღეში შეინიშნება ტკივილის შემცირება. - უნდა ჩავანაცვლოთ ხალხური მკურნალობით სამედიცინო პრეპარატები?
ხალხური საშუალებები არის დამხმარე მეთოდი და საჭიროა ექიმთან შეთანხმება, რათა მოხდეს სწორი კომბინირება.
რედაქციისგან:კვლევები ადასტურებს, რომ ბუნებრივი მედიცინა — თაფლი, მწვანილები და მუმიე — დადებითად მოქმედებს სახსრების ჯანმრთელობაზე. National Center for Complementary and Integrative Health აღნიშნავს, რომ ჭინჭარი, კოთხუჯი და პიონი ტრადიციულად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად. ასევე, Arthritis Foundation ხაზს უსვამს ბალახოვანი მედიცინის როლს, როგორც ტკივილთან ბრძოლაში დამხმარე ინსტრუმენტს.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხური საშუალებები არ ცვლიან მედიკამენტოზურ მკურნალობას, ისინი შეიძლება გახდეს ეფექტური მხარდაჭერა ტკივილის და ანთების შემცირებისთვის. აუცილებელია მათი გამოყენება პასუხისმგებლობით და ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.