როგორ დავამარცხოთ ალერგია სახლის პირობებში – ეფექტური მცენარეული გზები

48

ალერგია – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მზარდი დაავადებაა. იგი ვლინდება სურდოთი, ცემინებით, ქავილითა და კანის გამონაყარით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა მის წინააღმდეგ ეფექტურ მკურნალობას სთავაზობს, მრავალი ადამიანი ეძებს ბუნებრივ ალტერნატივას. ამ სტატიაში გთავაზობთ ეფექტურ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ალერგია შეიძლება გამოიწვიოს ყოველდღიურმა ფაქტორებმა, როგორიცაა მტვერი, ცხოველის ბეწვი, მცენარეების მტვერი, საკვები ან მედიკამენტები. სიმპტომები ხშირად ვლინდება სურდოთი, ცემინებით, თვალებისა და ცხვირის ქავილით, კანის გაღიზიანებითა და სხვა უსიამოვნო გამოვლინებებით. გთავაზობთ რამდენიმე მცენარეულ საშუალებას, რომლებიც ცნობილია ალერგიის წინააღმდეგ ბრძოლაში:

ალერგიის ძირითადი სიმპტომები

  • სურდო
  • ცრემლდენა
  • ცხვირის, თვალების, სასის ქავილი
  •  ცემინება
  •  ცხვირის დაცობა
  • ცხვირში ზეწოლის შეგრძნება
  •  ყურების დახშობა
  • თვალების ქვემოთ მუქი რკალები
  • კანზე გამონაყარი ( ჭინჭრის ციება)

პაპარაცის რედაქციამ ამ სტატიაში თავი მოუყარა ალერგიის სამკურნალო რამოდენიმე მოქმედ ხალხურ რეცეპტს, გადაავლეთ თვალი, ჩაინიშნეთ და გამოიყენეთ.

  1. იაპონური ცხრატყავა და სხვა სახის ცხრატყავები, როგორიცაა ღინღისებრი, ბოძის მსგავსი და მსხვილყვავილოვანი, გამოიყენება ჭინჭრის ციების ანუ ჭინჭრის ალერგიის დროს, როგორც შოკის, ისე ალერგიული გამონაყარისა და შესივების დროს. იღებენ როგორც ყვავილს, ისე ფოთლებსა და ტოტებს.-დღის დოზა ყვავილებზე 4-6 გრამი.
    -ტოტებსა და ფოთლებზე 12-16 გრამი.
  2. კოთხუჯი. კანის მძიმე ეგზემის დროს მიიღებენ კოთხუჯის ფესვების აბაზანებს. 5 ლიტრ წყალზე იღებენ ნახევარ ჭიქა კოთხუჯს. აყოვნებენ 1 საათის განმავლობაში და გადაიტანენ აბაზანაში. წინასწარ აურევენ. აბაზანის მიღების პროცედურა გრძელდება 10-15 წუთს. აბაზანა უნდა მიიღოთ დაბანის შემდეგ. აბაზანის შემდეგ არ უნდა შეიმშრალოთ სხეული, რათა მისცეთ საშუალება ნახარშს იმოქმედოს დაზიანებულ კანზე. თუ კანი მოიჭიმება უნდა წაისვათ ქაცვის თხევადი რძე.
  3. ჩვეულებრივი თავშავა. გამოიყენება ყვავილობის დროს შეგროვილი მთლიანი მცენარე. ავადმყოფის ასაკის შესაბამისად გამოიყენებენ 5-15 გრამ გამომშრალ მცენარეს. მას იღებენ ფხვნილის სახით სამჯერ დღეში ჭამამდე და აყოლებენ ანადუღარ წყალს. გამოიყენებენ ცხლად.
  4. იორდასალამი. ქერქი და ფესვი გამოიყენება ძლიერი სურდოვანი ალერგიის დროს. უნდა მივიღოთ პიონის ქერქის და ფესვების ფხვნილი. დღიური დოზა არის 10-12 გრამი. ფხვნილი აუცილებელია მივიღოთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. პრეპარატის რაოდენობის სიზუსტის დაცვა აუცილებელია. დოზირების ცვლა დაუშვებელია. ბავშვებისთვის დოზა 6 გრამია დღეში. ალერგიული სურდოს დროს თუ ბავშვისათვის რთულია ფხვნილის მიღება, გააკეთეთ მისგან კანფეტთან ან მურაბასთან ერთად ნაზავი და ისე მიეცით ავადმყოფს. შეიძლება ფხვნილის განზავება კომპოტთან ერთად.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. შესაძლებელია თუ არა ალერგიის მკურნალობა მხოლოდ ხალხური მეთოდებით?
    მძიმე ფორმების დროს რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. თუმცა, მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ხალხური საშუალებები ეფექტური დამხმარე მეთოდებია.
  2. რამდენად უსაფრთხოა მცენარეული მკურნალობა?
    მცენარეულ პროდუქტსაც შესაძლოა ჰქონდეს ალერგიული რეაქციის გამოწვევის უნარი, ამიტომ თითოეული რეცეპტის გამოყენებამდე აუცილებელია მცირე დოზით გამოცდა.
  3. რამდენად სწრაფად მოქმედებს ხალხური რეცეპტები?
    მოქმედების დრო ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში ეფექტი შესამჩნევია 3-5 დღის შემდეგ, ზოგჯერ კი 2-3 კვირაც სჭირდება.

რედაქციისგან: ალერგიის მკურნალობაში ხალხური მეთოდების გამოყენება შეიძლება გახდეს ეფექტური და ბუნებრივი ალტერნატივა მედიკამენტური ჩარევის პარალელურად. მცენარეებზე დაფუძნებული რეცეპტები, როგორიცაა ცხრატყავა, კოთხუჯი, თავშავა და იორდასალამი, საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება სხვადასხვა კულტურებში. მკვლევარების აზრით, მცენარეული საშუალებები ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ანთებითი პროცესების შემცირებას (National Center for Complementary and Integrative Health, 2023).

ასევე, კვლევამ, რომელიც ჩატარდა European Academy of Allergy and Clinical Immunology-ის მიერ (2022), აჩვენა, რომ მცენარეული საშუალებების გამოყენება მსუბუქი ალერგიის დროს ეფექტურია და არ იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს, თუ დოზირება დაცულია.

შეიძლება ითქვას, რომ ხალხური მედიცინა კვლავ ინარჩუნებს ძალას ალერგიასთან ბრძოლაში – მთავარია მისი გონივრული და პასუხისმგებლობით გამოყენება.

წყაროხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები