პროსტატის კიბო ყველაზე გავრცელებული “მამაკაცური კიბოა”. თუ იგი დაგვიანებულ სტადიაზე გამოვლინდება, დიდია ლეტალური შედეგის ალბათობა. ექიმი-უროლოგი, ონკოლოგი, სანქტ-პეტერბურგის მეზღვაურთა დაავადმყოფოს რობოტული ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი ყვება, თუ რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა იმისათვის, რომ პროსტატის კიბოს ალბათობა შეამციროს.
-“ადრეულ სტადიებზე, თუ სიმსივნე ორგანოს საზღვრებს არ გასცდენია, პაციენტთა 99%-ს, 10 წლის განმავლობაში, ამ დაავადებისგან არაფერი დაემართებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 10 წლის შემდეგ ყველა მოკვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შემთხვევათა მხოლოდ 1%-ში, დროის აღნიშნული მონაკვეთი შეიძლება პაციენტისთვის პროგრესირებადი სიმსივნით გამოწვეული სიკვდილით დასრულდეს.
თუ სიმსივნე ორგანოს საზღვრებს გასცდა, დაზიანებულია ლიმფოკვანძები და ძვლები, მაშინ, რა თქმა უნდა, პაციენტების გადარჩენისუნარიანობა მცირდება. სტატისტიკა ასეთია: 2018 წელს, ყველა გამოვლენილი სიმსივნის 40%-ზე მეტი გავრცელებულ ან გვიანდელ სტადიაში იყო. ანუ, ხუთიდან ორი პაციენტი ექიმთან მოდის სიმსივნით, რომელიც უკვე ორგანოს დასაშვებ საზღვრებ გარეთაა. სიკვდილიანობის რისკი მათში მნიშვნელოვნად მაღალია.”
ონკოლოგმა ყველა მამაკაცს, რომლებმაც 40 წელს მიაღწიეს, ურჩიეს ექიმთან კონსულტაცია, რათა რისკები გამორიცხონ ან დაავადება ადრეულ სტადიებზე აღმოაჩინონ. 50 წლის ასაკში – ჩააბარონ ანალიზი პროსტატულ სპეციფიკურ ანტიგენზე (პსა) და გაიკეთოთ ულტრაბგერითი გამოკვლევა.
21 სქესობრივი აქტი თვეში
ერთმნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც კიბოს თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, არ არსებობს, თუმცა, მოწევაზე უარის თქმა და სწორი კვება შეამცირებს რისკებს. რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარებას – აქ ყველაფერი არაერთმნიშვნელოვანია. არსებობს მონაცემები, რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ან მასზე სრულად უარის თქმა ზრდის რისკებს. ასევე, მნიშვნელოვანია მამაკაცის სექსუალური ცხოვრებაც.
-“ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს თვეში არანაკლებ 21 სქესობრივი აქტი უნდა ჰქონდეთ, რაც კიბოთი დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.”