
თირკმლის ფუნქციის დარღვევა ხშირად ჩუმად მიმდინარეობს, თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც გვაფრთხილებს ორგანიზმში სერიოზული პრობლემების შესახებ.სტატიაში მიმოვიხილავთ იმ ძირითად სიმპტომებს, რომლებიც თირკმლის უკმარისობის დროს იჩენს თავს, და ასევე გაგაცნობთ ცხოვრების სტილის შეცვლის ბუნებრივ გზებს, რაც ხელს უწყობს თირკმელების გამართულ ფუნქციონირებას.
თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:
- დაღლილობა
თირკმელები გამოყოფენ ერითროპოეტინს, ჰორმონს, რომელიც წითელი სისხლის უჯრედების ფორმირებას უწყობს ხელს, რომლებიც ჟანგბადის გადატანას უზრუნველყოფენ. ამგვარად, როდესაც ერითროციტების რაოდენობა მცირდება, შეიძლება თავი იჩინოს ანემიამ, რომელსაც ქრონიკულ დაღლილობამდე მივყავართ. - შეცვლილია შარდის ბუშტის ფუნქცია
როდესაც თირკმელები ცუდად ფუნქციონირებს, შარდვის სისტემა იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შესაძლოა გახშირებულ შარდვას განიცდიდეს, ასევე იცვლება შარდის შეფერილობაც: ის უფრო ფერმკრთალი ხდება. - შეშუპება
ვინაიდან თირკმელები ტოქსინების ვერ გამოდევნიან, ზედმეტი სითხე იწყებს დაგროვებას სხეულის ისეთ ნაწილებში, როგორებიცაა: სახე, ხელები, ფეხები, კოჭები და ტერფები. - გამომშრალი კანი, გამონაყარი და ქავილი.
იმ შემთხვევაში, თუ თირკმელის ფუნქცია დარღვეულია, ხდება სისხლში ტოქსინების დაგროევბა. ეს კანის გამოშრობას, ქავილის მუდმივ შეგრძნებას და გამონაყარს იწვევს. თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააიგნოროთ ეს სიმპტომი. გახსოვდეთ, მხოლოდ კრემით ამ პრობლემას ვერ გადაჭრით. - წელის ტკივილი
თირკმელების დარღვეულ ფუნქციონირებას ხშირად თან ახლავს წელის აუტანელი ტკივილი. ტკივილი იმ მხარეში უფრო მწვავეა, რომელ გვერდზეც გძინავთ.
იმისათვის, რომ გადაჭრათ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები და მოახერხოთ მისი ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა, აუცილებელია გარკვეული ცვილებების შეტანა თქვენი ცხოვრების სტილში. ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანსაღ კვებაზე გადასვლა.
თქვენთვის ასევე რეკომენდირებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება ყოველდღიურად, მათ შორის წყალი და წვენი, მაგალითად უშაქრო მოცვის წვენი. რეგულარულად დაკავდეთ ფიზიკური ვარჯიშით და შეეცადოთ რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოთ ისეთი პროდუქტები როგორებიცაა, შვიტას ბალახი, ოროვანდის ფესვები, ღვიის კენკრა.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რა უნდა გავაკეთო, თუ შარდვის სიხშირე გაიზარდა?
მიმართეთ ექიმს ან ჩააბარეთ შარდის ანალიზი, რათა შეამოწმოთ თირკმლის ფუნქცია. - შეიძლება თუ არა დიეტამ რეალურად შეუწყოს ხელი თირკმელების გაჯანსაღებას?
დიახ, დაბალი ცხიმის შემცველობით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა ძალიან ეფექტურია. - საჭიროა თუ არა ტკივილგამაყუჩებლის მიღება წელის ტკივილის დროს?
პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს ტკივილის მიზეზი. თვითნებური მედიკამენტების მიღება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს თირკმლისთვის.
დასკვნა რედაქციისგან:საერთაშორისო კვლევების მიხედვით, როგორიცაა National Kidney Foundation და Mayo Clinic, თირკმლის დაავადებები ხშირად პროგრესირებს უყურადღებოდ. განსაკუთრებით გავრცელებულია ქრონიკული თირკმლის დაავადება, რომელიც ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აღენიშნება. კვლევებმა აჩვენეს, რომ ადრეულ ეტაპზე ამ მდგომარეობის აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება (ჯანსაღი დიეტა, საკმარისი წყლის მიღება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა) მნიშვნელოვნად ამცირებს გართულების რისკს.
ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ორგანიზმის მინიშნებებს ყურადღება მივაქციოთ. არ უგულებელყოთ დაღლილობა, კანის გაღიზიანება ან შარდვის ცვლილება. რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმებები და ჯანსაღი ცხოვრების წესი იქნება თქვენი საუკეთესო დაცვა თირკმლის პრობლემებისგან.