ექიმები გვპასუხობენ კითხვაზე: უნდა გავრეცხოთ თუ არა ქათმის კვერცხი გამოყენებამდე?

7689
photo by Brett Hondow on Pixabay

ექსპერტების თქმით, მართალია, საწარმოებში ფრინველებისა და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვას ცდილობენ, მაგრამ გასაყიდად გამოტანილ ქათმის კვერცხებზე შეიძლება სალმონელას ჩხირები იყოს. ბაქტერიები კვერცხზე ქათმის ექსკრემენტებთან ან საკვები საწარმოს თანამშრომელთა ბინძურ ხელებთან შეხებისას გაჩნდეს. ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში, სალმონელამ შეიძლება შეაღწიოს ორგანიზმში და გამოიწვიოს სალმონელოზი – ინფექცია, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია.

ექიმი ნატალია ივაკინა ხსნის, რომ საწყის სტადიაზე, სალმონელოზი ჩვეულებრივ ნაწლავურ ინფექციას მოგვაგონებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, შეიძლება მძიმე ინტოქსიკაცია და გაუწყლოება გამოიწვიოს.

-“პირველ ეტაპზე, დაავადებულები გრძნობენ მსხვრევას, თავისა და მუცლის ტკივილებს, შეუძლოობას, სისუსტეს, უმადობას. შემდეგ, როგორც წესი, თავს იჩენს ღებინება, მუცლის ძლიერი ტკივილები და ბოლო სიმპტომად გვევლინება თხევადი განავალი.” – ამბობს ექიმი იმის შესახებ, თუ როგორ იჩენს თავს საშიში ინფექცია.

მეორე ექსპერტმა, ენდოკრინოლოგმა ნატალია სოროკინამ აღნიშნა, რომ სალმონელა თერმულად საკმაოდ მედეგია, ამიტომ, კვერცხი დიდი ხნის მანძილზე უნდა ამზადოთ. ყველაზე უსაფრთხო ხერხი კვერცხის მოსამზადებლად – ესაა მისი ორივე მხრიდან შეწვა ან მაგრად მოხარშვა.

რაც შეეხება კვერცხის გარეცხვას: სალმონელოზის პროფილაქტიკისთვის, აუცილებლად გაავლეთ წყალი კვერცხს უშუალოდ მის მომზადებამდე:

-“არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ კვერცხი მაღაზიიდან მოტანისთანავე და არ შეინახოთ გარეცხილი მაცივარში. ეს არღვევს ნაჭუჭის მთლიანობას და ის სალმონელები, რომლებიც სადღაც დარჩა, აღწევს კვერცხის შიგთავსში.” – გვაფრთხილებს მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ეპიდემოლოგიის ცენტრის სპეციალისტი.

საერთო ჯამში, ექიმების თქმით, კვერცხს რაციონში რეგულარული ადგილი უნდა ეკავოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პრპდუქტს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს