ექიმი ამბობს, თუ რატომაა ჰაიმორიტის დროს ცხვირის გამორეცხვა და გათბობა საშიში

0
4039
photo by NIAID on commons.wikimedia.org

ჰაიმორიტი სერიოზული დაავადებაა. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, მან შეიძლება გამოიწვიოს მენინგიტი, ტვინის აბსცესი, მღვინოვანი სინუსის თრომბოზი და თვალების ფოსოების ანთება. ყყც-ექიმი ამბობს, შეიძლება თუ არა ჰაიმორიტის დროს სისხლძარღვების შემავიწროვებელი წვეთების გამოყენება, სინუსების მარილხსნარით გამოვლება, და რა შემთხვევაში არაა საჭირო სინუსების გახვრეტა.

-“ჰაიმორიტის სამკურნალოდ იყენებენ სხვადასხვა ადგილობრივ სპრეის ანტიბიოტიკებით, სეკრეტოლიტიკებით (პრეპარატები, რომლებიც ლორწოს ნაკადს აუმჯობესებს). თუ ჰაიმორიტს თან ახლავს მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსი და ზემოთ), ძლიერი ტკივილები, სხეულის მსხვრევა, ინიშნება შინაგანი სისტემური ანტიბიოტიკები. ზედა ყბის სინუსების პუნქცია (ხალხში გახვრეტასაც ეძახიან”) მხოლოდ მკაცრი ჩვენებების დროს კეთდება: თუ სინუსებიდან გამოსავალი გზა ძლიერად შეფერხებულია.” – ამბობს ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის პროფესორი, ირინა კირიჩენკო.

როგორ არ უნდა მოიქცეთ, თუ ჰაიმორიტი გაქვთ

ჰაიმორიტის მკურნალობის ყველა პოპულარული მეთოდის გამოყენება არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე – ისინი ისეთი უსაფრთხო არაა, როგორც შეიძლება ფიქრობდეთ.

სიხლძარღვების მავიწროებელი წვეთები

ისინი შეიძლება დაინიშნოს, თუმცა არაუმეტეს 5 დღით. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, ისინი აშრობს ლორწოვან გარსს და იწვევს დამოკიდებულებას, რომელიც მხოლოდ აუარესებს ჰაიმორიტის მიმდინარეობას.

დიზიოთერაპია

იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ სინუსებში ჩირქი და ძლიერი ანთება არაა, ამიტომ, მაშინაც კი, თუ გამახურებელი ფიზიოთერაპევტული მოწყობილობა გაქვთ სახლში, მის გამოყენებამდე უნდა გაიაროთ საგულდაგულო დიაგნოსტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ გააძლიერებს ანთებით პროცესებს. ეს ეხება სინუსების ცხელი კვერცხებით გაცხელებასაც.

მარილხსნარით გამორეცხვა

-“ეს პროცედურა აუმჯობესებს სინუსებიდან ლორწოს გამოდინებას, ამიტომ მას საკმაოდ ხშირად ნიშნავენ ჰაიმორიტის დროს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ცხვირის გამორეცხვა არ უნდა ჩატარდეს ზეწოლით, ოყნის ან დგუშის გამოყენებით. და, რაც მთავარია, გამორეცხვა, როგორც სხვა სახის მკურნალობა, ექიმმა უნდა დანიშნოს. მანვე უნდა განსაზღვროს პროცედურის გამოყენების ხანგრძლივობა. თუ მარილხსნარით ძალიან დიდხანს ისარგებლებთ, გამოიწვევთ უკუეფექტს – ლორწოს გაღიზიანებას, შეშუპების გამწვავებასა და ცხვირის ჩაგუბებას.” – ამბობს ექიმი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი