პოდაგრა წარმოადგენს დაავადებას, რომელიც გამწვავებით ვლინდება. ამ გამწვავების მინიმუმამდე შესამცირებლად რაციონიდან კვების გარკვეული პროდუქტები უნდა გამორიცხოთ.
პოდაგრა, რომელიც ოდესღაც არისტოკრატების დაავადებად ითვლებოდა, მტკივნეული ართრიტის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. მას შარდმჟავას ჭარბი რაოდენობით წარმოქმნა იწვევს, რომლებიც სახსრებში კრისტალებად გარდაიქმნებიან. დაავადება სახსრების მოულოდნელ ტკივილს, შეშუპებას და ანთებას იწვევს. ყველაზე ხშირად გავლენას ფეხის ცერა თითზე ახდენს. ზოგჯერ პოდაგრა ხელის თითებზე, მუხლებსა და ქუსლებზე ვლინდება. შარდმჟავა, რომელიც პოდაგრის შეტევებს იწვევს, პროდუქტის ნარჩენს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმში პურინების დაშლის შემდეგ წარმოიქმნება. მათ კი ბევრი კვების პროდუქტი შეიცავს. სწორედ ამიტომ, ამ პროდუქტების მოხმარების შეზღუდვა ან რაციონიდან ამოღება ძალიან მნიშვნელოვანია. პროდუქტების სიას Yahoo News აქვეყნებს.
წითელი ხორცი. ყველა ორგანულ ხორცს, როგორიცაა ღვიძლი, თირკმელი, ასევე ტვინი, უნდა მოერიდოთ, რადგან ისინი დიდი რაოდენობით პურინებს შეიცავენ. კვლევამ აჩვენა, რომ ისინი პოდაგრის შეტევის მთავარი მიზეზს წარმოადგენენ. ამ სიაში უნდა ჩართოთ ბეკონი, ინდაურის ხორცი, ხბოს ხორცი, ირმის ხორცი და მსგავსი.
მოლუსკები. კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ. ნებისმიერი სახის ლობსტერი და კრევეტი, ასევე ქაფშია, სარდინი, სკუმბრია, მიდიები, ვირთევზა, კალმახი და პიქშა პურინების მაღალი შემცველობის გამო სჯობს არ მიირთვათ.
რაფინირებული ნახშირწყლები. მათ მიეკუთვნება თეთრი პური, თეთრი ბრინჯი, მაკარონი, შაქარი და სხვა პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმში შარდმჟავის დონეზე გავლენას ახდენენ. რაფინირებული ნახშირწყლები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავენ, რომელიც გასუქებას იწვევენ, რაც თავის მხრივ პოდაგრის რისკ ფაქტორს წარმოადგენს.
გადამუშავებული კვების პროდუქტები. ქათმის ბარკლები, წასახემსებელი, გაყინული მზა კერძი საზიანოა მათთვის, ვისაც პოდაგრა აწუხებს. ეს ამ დაავადების მსხვერპლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე საკვებია. მსგავსი პროდუქტები ორგანიზმში შარდმჟავას დონეს ზრდიან.
ტკბილი სასმელები. შაქარი ძალიან საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის, რომელსაც პოდაგრა აწუხებს. ამ სასმელებში შემავალი შაქარი მოხმარების შემდეგ იშლება და პურინების წარმოებისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, სასმელებიდან მიღებული ფრუქტოზა ორგანიზმში შრატის მჟავის რაოდენობას ზრდის. კვლევამ აჩვენა, რომ ტკბილი სასმელები კაცებში პოდაგრის განვითარების რისკს ზრდიან.
ალკოჰოლი. სპირტიანი სასმელები – პურინების წყაროა. ღვინის, ლუდის და სხვა ალკოჰოლური სასმელის მიღება პოდაგრის გამწვავების რისკს ზრდის. ლუდის მოხმარებასა და პოდაგრას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ამ ანთებით აშლილობაზე ალკოჰოლის სხვა სახეობაც გავლენას ახდენს.