სმარტფონის ეს ფუნქცია ძილს გართმევთ

126
photo by piqsels

სმარტფონების და პლანშეტების ცისფერი სინათლე „ძილის მკვლელად“ ითვლება. ღამის რეჟიმი და „თვალის დაცვის“ ფუნქციები საღამოს საათებში პოპულარულია, მაგრამ კვლევამ აღმოაჩინა, რომ თბილი სინათლე ძილს ხელს კიდევ უფრო უშლის.

ძალიან ბევრი ადამიანისთვის გადართვა პირველი საქმეა, რაც სმარტფონთან ან პლანშეტთან ერთად ლოგინში დაწოლამდე უნდა გააკეთონ. გადართვა ეკრანის უფრო თბილ სინათლეს უზრუნველყოფს. ახლა ბრიტანელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამას საპირისპირო რეაქცია აქვს. თბილი სინათლე დაძინებას ხელს უფრო მეტად უშლის, ვიდრე ცისფერი სინათლე.

ეს მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, როცა თაგვების ძილის რეჟიმზე ცივი და თბილი სინათლის გავლენას იკვლევდნენ. ცისფერი სინათლე ძილზე უფრო სუსტ გავლენას ახდენდა, ვიდრე ღია მოყვითალო. ეს გასაოცარია, მაგრამ განმარტებას აზრი აქვს.

„ჩვენ უარვყოფთ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ცისფერი სინათლე ძილზე უფრო დიდ გავლენას ახდენს. სიმართლე რომ ვთქვათ, ცისფერი სინათლე განათების ფერებს უკავშირდება და უფრო სუსტი ეფექტი აქვს, ვიდრე იმავე ინტენსივობის თეთრ ან ყვითელ ფერს“ – ამბობს ტიმ ბრაუნი, კვლევის ხელმძღვანელი.

მკვლევარების აზრით ღამის რეჟიმი სასარგებლოა მათთვის, ვინც ეკრანის სიკაშკაშეს ამცირებს. ამ დადებით ეფექტს „არასწორი“ ფერები არამდე დაყავს, წერენ მეცნიერები ჟურნალში „წამყვანი ბიოლოგია“.

რატომ ითვლება ცისფერი სინათლე ძილისთვის ასე საზიანოდ?

ბრაუნმა The Guardian-თან საუბარში თქვა, რომ ამ თეორიას აზრი ჰქონდა მაშინ, როცა წარმოიშვა. 1998 წელს მელანოფსინის ფიტომგრძნობიარე მოლეკულა ბადურაში პირველად აღმოაჩინეს. ის მოკლე ტალღების, ანუ ცისფერი სინათლის მიმართ მგრძნობიარეა. აქედან დაასკვნეს, რომ ცისფერი სინათლე ადამიანის შიდა საათზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ბრაუნის თქმით, მელანოფსინი პირველ რიგში სიკაშკაშის აღქმაზეა პასუხისმგებელი, ხოლო ფერები თვალში კონუსის უჯრედების მიერ აღიქმება. მეცნიერის თქმით, ნებისმიერმა, ვისაც ლოგინში სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენება სურს, ეკრანზე ბნელი, გრილი სინათლე უნდა გამოიყენოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს