ცივი ამინდი და ინსულტის მაღალი რისკი: რა შეიძლება გააკეთოთ თავდასაცავად?

0
1726
photo by commons.wikimedia.org

ცივ ამინდში სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც ინსულტის განვითარების რისკს ზრდის. ტემპერატურის 10 გრადუსზე მეტად ცვლილება რისკს 12-18%-ით ზრდის. ზამთარში ტვინის შეტევის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკის ზომები უნდა მიიღოთ.

სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ზამთრის სეზონსა და ინსულტის გახშირებას შორის გარკვეული კავშირი არსებობს. ცივ ამინდში სისხლს აქვს ტენდენცია, რომ უფრო სქელი და წებოვანი გახდეს, რაც თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის. გარდა ამისა, სიცივეში სისხლძარღვების მკვეთრი შევიწროება ხშირად ხდება.

ინსულტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ის სიკვდილის გამომწვევი მეორე მიზეზია. ბოლო ათწლეულების მანძილზე ინსულტის სიხშირე 1970-80 წლებთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. მწვავე იშემიური ინსულტი, ე.წ. ტვინის დარტყმა, იმ სისხლძარღვების მოულოდნელი შევიწროებით ხდება, რომლებიც ტვინს ჟანგბადს აწვდიან. თუ ადამიანი დახმარებას დროულად ვერ მიიღებს, ამან შეიძლება თავის ტვინის უჯრედების შეუქცევადი დაზიანება და მომავალში უნარების შეზღუდვა ან სიკვდილი გამოიწვიოს.

სწორედ ამიტომ, ინსულტის ნიშნების და სიმპტომების ადრეულ აღმოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ დაავადების განკურნების დროს დაგვიანებულ თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – ინსულტის დროს ამ დროში 1,9 მლნ ნეირონი კვდება. რაც უფრო გვიან იწყება მკურნალობა, ტვინის უჯრედები მით უფრო სერიოზულად ზიანდება.

რომელი სიმპტომები მიგანიშნებთ ინსულტზე?

  • სახის ჩამოწელვა. სახე შეიძლება ერთ მხარეს გადახრილი მოგეჩვენოთ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი მაშინ ხდება, როცა ადამიანი გაღიმებას ცდილობს.
  • ხელების სისუსტე. როცა ინსულტის მქონე ადამიანი ორივე ხელს მაღლა წევს, ტვინის ნაწილის დაზიანების გამო ხელები ქვევით ვარდება.
  • მეტყველების გართულება. ადამიანს სიტყვების ჩამოყალიბება უჭირს და მისი მეტყველება გაურკვეველი ხდება.

ინსულტის სხვა სიმპტომები, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ:

  • მოულოდნელი დაბუჟება ან მგრძნობელობის დაკარგვა კიდურებში ან სხეულის ერთ მხარეს;
  • მოულოდნელი დაბნეულობა, დეზორიენტაცია ან უადგილო საუბრები.
  • უეცრად მხედველობის დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში.
  • მოულოდნელად თავბრუსხვევის დაწყება ან სიარულის დროს წონასწორობის დაკარგვა.
  • როგორც კი ინსულტს გამოიცნობთ, აუცილებლად დაუყონებლივ სამედიცინო დახმარებას მიმართეთ.

ცივ ამინდში ინსულტისგან თავი როგორ დავიცვათ? რამდენიმე რჩევა ინსულტის თავიდან აცილებაში ან რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ, ამის შესახებ Timesnownews.com წერს.

  • ჯანსაღად იკვებეთ: მავნე საკვებს მოერიდეთ, წითელი ხორცის და მარილიანი საკვების მიღება გააკონტროლეთ.
  • ყოველდღიურ რაციონში ხილის და ბოსტნეულის რაოდენობა გაზარდეთ.
  • სხეულის ჯანსაღი მასა შეინარჩუნეთ, BMI 25-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
  • ფიზიკური ვარჯიში რეგულარული უნდა იყოს – კვირაში მინიმუმ 150 წუთი.
  • სისხლში ქოლესტერინის მომატება არ დაუშვათ.
  • არტერიული წნევა 120/80-ზე შეინარჩუნეთ.
  • დიაბეტის განვითარება არ დაუშვათ.
  • თუ მწეველი ხართ, მოწევას თავი დაანებეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი