რა იწვევს ქოშინს? 5 სახიფათო მიზეზი, რომელსაც ზამთარში მისი გამოწვევა შეუძლია

1302
photo by LadyofHats on wikipedia

პირველ რიგში, ქოშინის გამომწვევ სახიფათო მიზეზებს შორის გულ-ფილტვების დაავადებები გამოიყოფა. მსუბუქი დატვირთვის დროს ქოშინის გავრცელებული მიზეზი ფილტვების ინფექციაა, რომელიც სიმსუქნეს და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესს უკავშირდება.

ადამიანები, რომელთაც ქოშინი აწუხებთ, მას როგორც შეგრძნებების კომპლექს ისე აღწერენ. მათ შორისაა მკერდის ძლიერი შებოჭილობა, ჰაერის უკმარისობა, პანიკის გრძნობა და დახრჩობა. სერიოზულ შემთხვევებში გვხვდება გულისცემის და პულსის გახშირება. ხრიწინი, ციანოზი, რომლის დროსაც ჟანგბადის დეფიციტის გამო კანი და ფრჩხილები ცისფერი ხდება, ასევე მკერდში ტკივილი, თავბრუსხვევა და გონების დაბინდვა.

ხშირ შემთხვევაში ასეთი ქოშინი ქრონიკულ გულ-ფილტვის დაავადებებს უკავშირდება, როგორიცაა ასთმა, გულის დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასევე ნევროლოგიური დარღვევები, მაგალითად, პანიკური შეტევები.

ასთმა. ასთმასთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემები გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს, რომლის დროსაც ადამიანები სასწრაფო დახმარებას მიმართავენ. ასთმის დროს სუნთქვის გართულებას თან ახლავს ხრიწინი, მკერდის შებოჭვა და მშრალი არაპროდუქტიული ხველა. ზამთარი ასთმატიკებისთვის გამწვავების სეზონია. ასთმის დროს ფილტვები და ბრონქები გარე გამაღიზიანებლების მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხდებიან, ფილტვების ლორწოვანი გარსი სწრაფად შეშუპებული ხდება და ვიწროვდება. ცივი და მშრალი ზამთრის ჰაერი ასთმატიკებისთვის სერიოზულ გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს.

პნევმონია. ეს ფილტვის გავრცელებული ზამთრის ინფექციაა, რომელიც ბაქტერიებით და ვირუსებით არის გამოწვეული. პნევმონიამ ასევე შეიძლება ქოშინი გამოიწვიოს. დაავადების სიმძიმის ეტაპი და მისი სიმპტომები დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ინფექციის გამომწვევი მიკრობების ტიპი, ადამიანის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.

გულის იშემიური დაავადება. გულის იშემიური დაავადების დროს კორონალური არტერიების პროგრესული შევიწროება (ათეროსკლეროზი) ხდება, რის შედეგადაც გული საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს და მკვებავ ნივთიერებებს აღარ იღებს. ამ დაავადების განვითარების რისკი ასაკის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება. დაავადების მიმართ მამაკაცები უფრო მგრძნობიარეები არიან, ვიდრე ქალები. ადამიანს დაავადების შესახებ წარმოდგენა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდეს. ერთ-ერთ სიგნალს ქოშინი წარმოადგენს, რომელიც ვარჯიშის ან სიმაღლეზე ასვლის დროს ძლიერდება. უფრო მძიმე შემთხვევებში გულის იშემიური დაავადება ვლინდება შეტევის სახით, რომელსაც გახშირებული გულისცემა, მკერდის არეში ზეწოლა, ქოშინი და შიში ახლავს.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ეს დაავადება მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებს შორის მეოთხეა, რომელიც სიკვდილს იწვევს. ბევრი ადამიანი ამ დაავადებით წლები ცხოვრობს  და სერიოზული დაავადების არსებობაზე წარმოდგენა არ აქვთ. ნიშნები, რომლებმაც უნდა შეგაშფოთოთ, წარმოადგენს: ხველა, განსაკუთრებით დილით ადრე, ძლიერი ლორწო და ქოშინი, რომელიც პირველად ფიზიკური ვარჯიშის დროს, შემდეგ კი მშვიდ მდგომარეობაშიც ვლინდება.

ფილტვის ემბოლია. ფილტვების არტერიების თრომბოემბოლია ვითარდება, როცა თრომბის ნაწილით მისი დაცობვა ხდება, რომელიც ჩვეულებრივ მენჯის ან ფეხის ვენებში იქმნება. ფაქტიურად, ფილტვის ემბოლია ვენების თრომბოზის ძალიან სახიფათო გართულებას წარმოადგენს.

სიმპტომები, რომლითაც ფილტვის ემბოლია შეიძლება გამოიცნოთ:

  • ქოშინი
  • მკერდში ტკივილი, რომელიც ღრმა ჩასუნთქვის დროს ძლიერდება
  • ხველა, ხშირად ლორწოთი და სისხლით
  • წნევის შემცირება
  • გახშირებული პულსი
  • ცივი და წებოვანი ოფლი
  • კანის სიმკრთალე
  • გონების დაკარგვა

ასეთი დარღვევის დროს ადამიანს სასწრაფო დახმარება დროულად უნდა აღმოუჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიღუპოს.

ქოშინის სხვა მიზეზები. ეს მიზეზები:

  • სიმსუქნე, რომელიც ფილტვებზე ჭარბ ზეწოლას ახდენს;
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, რომლის გამოც სისხლი ჟანგბადით ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს;
  • გულის რიტმის პრობლემები – მაგალითად, არარეგულარულმა გულისცემამ (არითმია) შეიძლება გულის მუშაობა გააუარესოს. ამის გამო კი ჟანგბადი მთელ სხეულში სათანადოდ არ მოძრაობს.
  • დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია)
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს