ადამიანს ღვიძლის დაზიანების შესახებ შეიძლება დიდი ხანი წარმოდგენა არ ჰქონდეს, სანამ ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება. ამ ორგანოს დაავადებაზე ზოგიერთი ნიშანი შეიძლება სიგნალს გაძლევდეთ, მათ შორისაა: კანის ქავილი, პირის ღრუს უსიამოვნო სუნი და სისხლჩაქცევები.
ღვიძლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც 500-ზე მეტ ამოცანას ასრულებს, მათ შორისაა სისხლიდან ტოქსინების მოშორება, ნაღვლის წარმოება, რომელიც ცხიმის დაშლას და შთანთქმას ხელს უწყობს, ცილების წარმოება და ა.შ. ზოგიერთმა ფაქტორებმა, როგორიცაა არაჯანსაღი რაციონი, ჭარბი ალკოჰოლი, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია (ჰეპატიტი), შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს.
სპეციალისტებმა ნიშნების სია შეადგინეს, რომელიც იმაზე საუბრობს, რომ ადამიანის ღვიძლი შეიძლება დაზიანებული იყოს. ამის შესახებ Times Now წერს. ამ სიაში მოხვდა:
- დაღლილობა
- სისხლჩაქცევების და სისხლდენისკენ მიდრეკილება
- კანის ქავილი
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
- მადის დაკარგვა
- გულისრევა
- მუცლის ტკივილი და მისი შეშუპება
- ფეხების და ტერფების შეშუპება
- კანის, თვალის ცილების სიყვითლე
- ობობის ანგიომები (წითელი ობობის მსგავსი არტერიები, რომელიც კანის ქვეშ ჩანს)
ღვიძლის დაავადების განვითარება თავიდან რომ ავიცილოთ და ჯანსაღი ორგანო შევინარჩუნოთ, ექიმები ჯანსაღი დაბალანსებული დიეტის დაცვას გირჩევთ. დიეტა უჯრედისით მდიდარ პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს და მთელ მარცვლეულს უნდა შეიცავდეს. თევზი, კაკალი და პარკოსანი პროდუქტები მიირთვით, როგორც სამარხვო ცილების წყარო. თავი აარიდეთ ან შეზღუდეთ წითელი ხორცის და გაჯერებული ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების მიღებას. ასეთი პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ღვიძლის გაცხიმოვნება გამოიწვიოს.
ასევე ღვიძლის გაჯანსაღებისთვის საკმარისი რაოდენობის წყალი უნდა დალიოთ და რეგულარულად ფიზიკური ვარჯიში შეასრულოთ. ფიზიკური აქტივობა ღვიძლზე დატვირთვას ამცირებს და ორგანოს გაცხიმოვნებას აფერხებს.