სუსამბარი ჭიების და ანთების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება

0
470
photo by Yuri Khanon on wikipedia

მსურს გავიგო მცენარე სუსამბარის შესახებ. სად იზრდება, როგორია მისი თვისებები, რითია სასარგებლო ჯანმრთელობისთვის?

კითხვას პასუხობს სახალხო და არატრადიციული მედიცინის(ფიტოთერაპევტი) ექიმი:

კიევის ჯანმრთელობის ცენტრის ხალხური და არატრადიციული მედიცინის ექიმი, ევგენი სონიჩევი გიამბობთ, თუ როგორი მცენარეა სუსამბარი, სად არის გავრცელებული, რა განსაკუთრებლობას ფლობს და რით არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის.

სუსამბარს ლათინურად Tanacetum balsamita ეწოდება. მცენარე კავკასიაში, შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთ ნაწილში იზრდება. უკრაინაში მხოლოდ ყირიმის და სამხრეთ რეგიონებში, მაგრამ ძალიან იშვიათად. უკრაინაში მისი გაზრდა პრობლემატურია.

ყვავილები გვირილას მსგავსად ყვითელი აქვს, ფოთლები კი როგორც დაფნას და ალუბალს, ოღონდ უფრო ნაზი. ამ მცენარეში ძალიან ბევრი ეთერზეთია. მცენარე  საკვები და სამედიცინო მიზნით გამოიყენება. საკვებში ძირითად სანელებლის სახით გამოიყენება, როგორც ოხრახუში, კამა, ნიახური, ქინძი: სალათებში, თევზის და სხვადასხვა ბოსტნეულის მოსამზადებლად.

სამკურნალო მიზნით სუსამბარი ასფურცელას ჰგავს. როგორც ნაღვლმდენი და ანტისპაზმური საშუალება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს სასარგებლოა. მას ჭიების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება გააჩნია. როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას თავშავასთან (ან ბეგქონდარა) და პიტნასთან ერთად ძალიან კარგი ეფექტი აქვს. პროპორცია: 2 ნაწილი სუსამბარი და თითო ნაწილი თავშავა (ან ბეგქონდარა) და პიტნა. 10 გრ ხმელ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს „ხმელ“ კუჭზე მიიღეთ, ანუ ჭამამდე 1 საათით ადრე და ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ (ზრდასრულებმა). მას ანტისეპტიკური, ჭრილობის შეხორცების თვისებებიც გააჩნია.

ნაკაწრების, სისხლჩაქცევების და ჭრილობების დროს „ბალზამის“ ზეთის სახით გარეგნულად გამოიყენეთ. მომზადება: 1 ნაწილი სუსამბარის ახალი ფოთლები და 5 ნაწილი მზესუმზირას ზეთი აიღეთ. 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ, გადაწურეთ და მტკივნეულ ადგილას დღეში 3-5-ჯერ შეიზილეთ.

სხვა რეცეპტიც არსებობს, ამ შემთხვევაში მცენარის ხმელი ფოთლები გამოიყენება. ძლიერ სპირტში (სასურველია, 70 გრადუსი) სუსამბარის ფოთლები გაჟღინთეთ და 24 საათი გააჩერეთ. ასე ფორები გაიხსნება და მცენარე მზად იქნება თავისი წვენი მოგცეთ. შემდეგ მცენარეული ზეთი დაასხით (იმავე პროპორციით, როგორც წინა რეცეპტში). შემდეგ წყლის ორთქლზე 1 საათით გააჩერეთ. გადაწურეთ და გამოიყენეთ.

საინტერესო ფაქტი: მცენარე ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში აქტიურად გაშენებული იყო. როცა  ამერიკაში მოხვდა, მას სხვა სახელებთან ერთად „ბიბლიურ ფოთოლსაც“ უწოდებდნენ. საქმე იმაშია, რომ სუსამბარის ფოთოლს, როგორც საკმეველს, ბიბლიაში სანიშნად იყენებდნენ. ის ძლიერ სუნს გამოსცემდა, წმინდა წიგნი ამ სუნით იჟღინთებოდა და სურნელს გამოსცემდა. ბიბლია სასიხარულო ცნობას ატარებდა და სასიამოვნო სუნი ჰქონდა, ამიტომ მისი წაკითხვა სასიამოვნო იყო. ევროპაში მას ქალწული მარიამის ფოთოლს, მონასტრის ბალახს უწოდებდნენ, რადგან სხვადასხვა სამკურნალო თვისებების გამო სამონასტრო ბაღებში მისი გაშენება რეკომენდებული იყო.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი