რა სამკურნალო თვისებები ახასიათებს თხილის ფოთოლს და როდის უნდა მოვამზადოთ ის?
კითხვას პასუხობს ნატუროპატი, სახალხო მკურნალი ელენა სვიტკო:
ზოგადად, თხილის ხე მამაკაცურ მცენარედ ითვლება. იგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პროსტატის ადენომის დროს.
როზმარინთან ერთად მომზადებული თხილის ფოთლები – ესაა მოქმედი წამალი ღვიძლის ვირუსული დაავადებების, ფეხების შეშუპების დროს, მას იღებენ ნეიროვეგეტატიური დისტონიის, ფსიქიკური აშლილობის, თავის ტკივილების, თავბრუსხვევისა და სხვა დროს.
თხილისფოთლების ნაყენი
თხილის 5 ფოთოლს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთით და დალიეთ დღის განმავლობაში.
გარდა ამისა, ნედლი ფოთლები შეგიძლიათ პროსტატიტის დროს დაიდოთ გავის ძვალზე, ან გაიკეთოთ აპლიკაცია თხილის ხმელი დაორთქლილი(ორთქლის აბაზანა) ფოთლებით .
მამაკაცებისთვის ძალიან სასარგებლოა თხილის ნაყოფის მირთმევა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სპერმატოგენეზთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და ვის სპერმატოზოიდებსაც არ აქვთ კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი.
დაყავით თხილის გულები, ბერძნული კაკლის ნაყოფი და შეურიეთ ფუტკრის მტვერს (ყველაფერი 100-100 გ). მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ, დააყოლეთ წყალი ან წვენი, მაგალითად, სტაფილოსი.
სასარგებლოა დანაყული თხილისა და წიწიბურის თანაბარპროპორციული ნარევიც.
თხილის ფოთლების მომზადებას ადრეულ გაზაფხულზე იწყებენ, როცა ახალგაზრდა ფოთლები ჩნდება, მანამ, სანამ ნაყოფი ჯერ კიდევ მწვანე – რბილნაჭუჭიანია.