კალანჰოე (ლათ. Kalánchoë) ასევე ცნობილია სხვა სახელებითაც – სიცოცხლის ხე ან შინაური ექიმი. ეს სახელები სრულიად გამართლებულია ვინაიდან ის სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მცენარეა და ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.
ფიტოთერაპევტები გამოარჩევენ რამდენიმე რეცეპტს:
სურდოს დროს ცხვირში 3-5 წვეთი კალანჰოეს წვენი დღეში რამდენჯერმე ჩაიწვეთეთ, ან ცხვირში კალანჰოეს და ალოეს წვენის (1:1) ნარევი დღეში 3-ჯერ ჩაიწვეთეთ. სურდოს სამკურნალოდ შეგიძლიათ კალანჰოეს წვენი ხახვის წვენს (2:1) აურიოთ და მიღებული ნარევი ცხვირში დღეში 3-ჯერ ჩაიწვეთოთ.
კალანჰოეს წვენს გარეგნულად იყენებენ ტროფიკული წყლულების, ჩირქის და ნაწოლების სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში ჭრილობის ზედაპირზე კალანჰოეს წვენში გაჟღენთილი 4-5 ფენად გაკეცილი მარლა დაიდეთ.
ჩირქოვანი ჭრილობის, ძირმაგრის, ეგზემას, ჰერპესის დროს დაზიანებულ ადგილას 2-3 წვეთი წვენი დღეში რამდენჯერმე დაიწვეთეთ. კურსი – 5-6 დღე.
შუა ყურის ანთების დროს კალანჰოეს სპირტიანი ნაყენი გამოიყენეთ: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 200 მლ 40% სპირტი დაასხით და 10 დღე თბილ ადგილას დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და ყურში 1-2 წვეთი ღამით ჩაიწვეთეთ.
ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის დროს 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2-3 წუთით ადუღეთ, შემდეგ ნახარში გააგრილეთ და გადაწურეთ. ამ ნახარშით თვალი დღეში 3-ჯერ გაიწმინდეთ. ანგინის, ტონზილიტის და სტომატიტის დროს ყელში გამოივლეთ.
კუჭის წყლულის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და თირკმლების ანთებითი პროცესების დროს 1 ჩ/კ მცენარის წვენი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
გრიპის დროს და მისი პროფილაქტიკისთვის დღეში 2-3-ჯერ ცხვირზე კალანჰოეს წვენი წაისვით. ითვლება, რომ თუ ბინაში 2-3 ასეთი მცენარე „ცხოვრობს“, მის მაცხოვრებლებს გრიპის არ უნდა ეშინოდეთ.
მასტიტის დროს ძუძუს თავების ირგვლივ კალანჰოეს წვენი დღეში 2-3-ჯერ წაისვით, ასევე დღეში 3-ჯერ შესიებულ სარძევე ჯირკვლებზე კომპრესები გაიკეთეთ.
ტუბერკულოზის დროს 1 ჩ/კ წვენი 1:2 წყალში გაზავებული ჭამის შემდეგ, დღეში 2-ჯერ დალიეთ.
ფსორიაზის დროს კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლები დაზიანებულ ადგილას დაიდეთ და ბინტით შეიხვიეთ. ამ მეთოდით შეგიძლიათ მეჭეჭებიც მოიშოროთ. ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, კალანჰოე შეუცვლელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცუდი განწყობა აქვს. მცენარის ენერგეტიკა სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებაში დაგეხმარებათ. საკმარისია, რომ კალანჰოეს ახლობლად ნახევარი საათით დაჯდეთ და ენერგიის მოზღვავება იგრძნოთ. მცენარე ბინის ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ დადოთ: სამზარეულოში, სასტუმრო ოთახში, საძინებელში თუ საბავშვო ოთახში – კალანჰოეს ენერგეტიკა ყოველთვის დადებითია და მშვიდობიან განწყობას შეგიქმნით.
ყურადღება! კალანჰოეს გამოყენება ორსული ქალებისთვის რეკომენდებული არააა!