გულყვითელა, იგივე კალენდულა, ლამაზი ყვავილია, რომელიც მთელი ზაფხული ყვავის და წამლადაც გამოიყენება.
ზაფხულობით, დედაჩემი ყოველდღე მიირთმევდა 2-3 ნედლ ყვავილსაჯდომს და ამბობდა, რომ ასე იცავდა ღვიძლის ჯანმრთელობას.
წლის განმავლობაში, გულყვითელას ხმელ და ნედლ ყვავილებს ვხარშავდით, თუ გინეკოლოგიური დაავადებები გვაწუხებდა: 3 ს.კ. ყვავილსაჯდომებს ვასხამდით 0.5 ლ მდუღარეს და ნელ ცეცხლზე ვხარშავდით 5 წუთით. გადაწურული ნახარშით საშოს აბაზანებს ვიკეთებდით.
ასევე, ბებიას რეცეპტით, დედა ამზადებდა მალამოს გულყვითელას ნედლი ყვავილებისგან. მას ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება აქვს. ამისთვის, 100 გ ყვავილები და 200 გ ძროხის კარაქი (უმჯობესია, სახლის) აადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 1 საათით. გადაწურეთ და წაისვით მუწუკებზე, კანის სხვა დაზიანებულ მონაკვეთებზე. შესაძლოა, რომელიმე მკითხველს ეს რეცეპტები გამოადგეს.
თუ მოგწონთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატიები აუცილებლად მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!