ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ჩვენ ჩაის, წვნიანს, სოუსს, სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმს ვამზადებთ და ამისთვის არომატულ ბალახებს ვიყენებთ, რომელთაც მიწა გულუხვად გვაძლევს. ისინი არა მხოლოდ გემოს აუმჯობესებენ და განწყობას ამაღლებენ, არამედ საერთო ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენენ. ბალახები შეგიძლიათ ახალი სახით გამოიყენოთ ან ზამთრისთვის მოიმარაგოთ.
პიტნის ყველა სახეობა ჯანმრთელობის მხარდასაჭერად
პიტნა (ლათ, Mentha sp) – მრავალწლოვანი მცენარეების დიდი გვარი ტუჩოსანნის ოჯახიდან. გაზაფხულზე თოვლიდან თავს ერთ-ერთი პირველი ჰყოფს. თითქმის ყველა სახეობას სამკურნალო ბალახების და სანელებლების სახით იყენებენ. სამკურნალოა ყვავილობის პერიოდში შეგროვებული მისი ფოთლები, ყვავილები და კვირტები. გვერდითი ეფექტები არ აქვს.
ბაღის პიტნა (Mentha piperita) – ცნობილი სამკურნალო მცენარე და სანელებელი ლიქიორების და საკონდიტრო ნაწარმების მოსამზადებლად. ამ პიტნის სახეობას პრაქტიკულად თითქმის ყველა პათოლოგიების სამკურნალოდ იყენებენ, რომლისთვისაც სხვა პიტნის სახეობა გამოიყენება.
ხუჭუჭა პიტნა (Mentha crispa) – პიტნის სხვა სახეობა, რომელსაც უფრო ნაზი გემო აქვს, ვიდრე ბაღის პიტნას. ხუჭუჭა პიტნის ახალგაზრდა ფოთლები შეგიძლიათ სალათებს, კომპოტებს, დესერტებს, ნაყინს, ხორცის საწებელს, სოუსს, სასმელს, ხორციან კერძებს და პარკოსან პროდუქტებს დაუმატოთ.
პიტნის ფხვნილის წვნიანებში დამატება ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომელთაც მადა არ აქვს. ასევე ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომელთაც ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აწუხებთ.
სურნელოვანი ან მრგვალფოთლებიანი პიტნა (Mentha rutundifolia) კუჭზე მშვენივრად მოქმედებს, ერთ-ერთი ძლიერი პირღებინების საწინააღმდეგო საშუალებაა. ღვიძლზე, ნაღვლის სადინარებზე და თირკმელზედა ჯირკვლებზე ძალიან კარგ ზემოქმედებას ახდენს. შეგიძლით პიტნის ჩაი დალიოთ, რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი მიიღოთ ან შავ, კარაქწასმულ პურს პიტნა მოაყაროთ და რეგულარულად მიიღოთ. პიტნას ძირითადად სამკურნალო საშუალების სახით ვიყენებთ და არა სანელებელს. გირჩევთ, რომ პიტნის ყველა სახეობა მოამზადოთ, გააშროთ, დაფქვათ და ზამთარში საკვებში რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოთ.
ბარამბო (Melissa Officinatis). ბარამბოს როგორც მასტიმულირებელი, ასევე დამამშვიდებელი მოქმედება გააჩნია. ის მორცხვობას და შიშს აქრობს. გამოიყენება ვეგეტაციური დისტონიის სამკურნალოდ: ნერვული წარმოშობის გულის ტკივილი, დაძაბულობით გამოწვეული კუჭის და ნაწლავების აშლილობისკენ მიდრეკილება, კრუნჩხვები, სწრაფი დაღლილობა.
ბარამბო ნერვული წარმოშობის შაკიკის მსგავს ტკივილებს, ასთმის ზოგიერთ ფორმას, მენსტრუაციულ კრუნჩხვებს კურნავს. დაავადებების და სიმპტომების ფართო სპექტრს, რომლებზეც ბარამბო გავლენას ახდენს, ერთი საერთო ბუნება აქვთ: თითოეული ნერვული დაძაბულობის და ვეგეტატიური დისტონიის ნიადაგზე წარმოიშვება.
ბარამბო სურდოს და ინფექციური დაავადებების შემდეგ ორგანიზმის გამაძლიერებელ საშუალებას წარმოადგენს.
მას იყენებენ გაზრდილი გაღიზიანების დროს, რომელსაც გულის, კუჭის, ფილტვების და თავის ტკივილი ახლავს, ასევე ფსიქიკური დასუსტების, შფოთვით და შიშით გამოწვეული ძილის დარღვევის, თავბრუსხვევის და გონების დაბინდვის დროს.
დადგენილ იქნა, რომ ბარამბოს აქტიური ნივთიერება ტვინის სისტემას მოქმედებას ახდენს და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციებს აძლიერებს, ასევე მას ძლიერი გაღიზიანებისგან იცავს.
ბარამბოს ჩაი: 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 10 წუთით დააყენეთ. დღეში 2-ჯერ, 70-100 მლ დალიეთ. ბარამბოს ჩაის, ასევე სხვა ეთერზეთების შემცველი მცენარეების აქტიური ნივთიერებები რომ არ აორთქლდეს, საშუალება თავდახურულ კონტეინერში შეინახეთ.
აბაზანისთვის: 60 გრ ხმელ ფოთლებს 1 ლ ცივი წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლიდან გადმოდგით, თავსახური დაახურეთ და 10 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და აბაზანას დაუმატეთ.
ნერვული უსიამოვნების მკურნალობის დროს შეგიძლიათ პიტნა პასიფლორას, კატაბალახას და კრაზანასთან ერთად გამოიყენოთ.
არსებობს მოსაზრება, რომ პიტნა კაცებისთვის ძალიან სასარგებლოა. ჯერ კიდევ მედიცინის მამა, ჰიპოკრატე წერდა, რომ პიტნის რეგულარული მიღება სასქესო აქტს აგრძელებს. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს და დეპრესიას და უძილობას სწრაფად აქრობს.
ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ ბულგარული ტარატორი პიტნით მოამზადოთ. ამისთვის 10 გრ ახალი ან 5 გრ ხმელი პიტნა, 200 მლ მჟავე რძე, 2 კიტრი და წითელი წიწაკა დაგჭირდებათ. კიტრი გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ, წიწაკა წვრილად დაჭერით, ცივი მჟავე რძე დაასხით და ზემოდან პიტნა მოაყარეთ. ეს კერძი ორგანიზმს შესანიშნავად გააგრილებს და განკურნავს.
ზამთრისთვის შეგიძლიათ ქლიავი მარილში შეინახოთ. 1 კგ ქლიავი, 2 ს/კ ლიმონის წვენი (1 ჩ/კ ლიმონის მჟავა), 20 გრ ახალი ან 10 გრ ხმელი პიტნა, 3 ს/კ მარილი, დაფქული წიწაკა გემოვნებით და 4 ჭიქა წყალი დაგჭირდებათ. ქლიავი გარეცხეთ და ქილაში ჩააწყვეთ. სიროფი მოხარშეთ, სადაც პიტნა, მარილი და ლიმონმჟავა დაამატეთ. ქლიავს დაასხით, თავსახური დაახურეთ და წყლის ორთქლზე 2 საათით გაასტერილეთ. თავსახური მოხუფეთ.
სამკურნალო საშუალება თავის და კუჭის უსიამოვნების დროს
ბარამბო მრავალწლოვანი მცენარეა ტუჩოსანნთა ოჯახიდან. სამშობლო – სამხრეთ ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. ევროპაში ყველგან იზრდება.
მცენარეს ყვავილობის წინ ძლიერი ლიმონის სუნი აქვს, ამიტომ მას ლიმონის პიტნას უწოდებენ. ბარამბოს ყვავილობის დროს კრეფენ და მშრალ ადგილას ახმობენ. სანელებლის სახით ბარამბოს ფოთლებს (როგორც ახალი, ასევე ხმელი დაფქული სახით) იყენებენ. ახალი ფოთლები ძალიან გემრიელია და შეგიძლიათ საზაფხულო სალათებს, წვნიანებს და ა.შ. დაუმატოთ. ხარშვის დროს სუნი ქრება, ამიტომ მზა კერძებს დაუმატეთ.
ხმელ ბარამბოს ზამთარში იყენებენ. სხვადასხვა დაავადებების დროს მისგან ჩაის ამზადებენ, კომპოტებს, კონსერვებს, სვიის თაფლს უმატებენ, ასევე ვაშლის ძმარს არომატისთვის. ხმელი ბარამბო პომიდვრის, ბადრიჯნის, პატისონის, ყაბაყის და სხვა პროდუქტების კონსერვებში სანელებლის სახით გამოიყენება.
ტყემლის ჯემი ძალიან გემრიელი გამოვა, თუ მას ბარამბოს ფოთლებს დაუმატებთ. ბარამბო ხმელი ფხვნილის სახით თევზების და თევზის წვნიანებისთვის გამოიყენება.
ცნობილია, რომ ბარამბო თავის ტკივილს კურნავს. ქრონიკული შაკიკიც კი სწრაფად ქრება. ამისთვის ბარამბოს ჩაი მოამზადეთ: 1 ს/კ ბალახს 1 ჩ/კ მდუღარე წყალი დაასხით და თაფლი აუცილებლად დაუმატეთ (დიაბეტიკებმაც კი). თაფლი ბარამბოს ეთერზეთებს და სხვა ნივთიერებებს ყველა სისხლძარღვში, მათ შორის ტვინში გაგზავნის.
ცნობილია, რომ თავის ტკივილი ხშირად ცუდ საჭმლის მონელებას უკავშირდება. ამ მხრივ ბარამბო კვლად დაგეხმარებათ. ის კუჭის სპაზმს, წყლულოვან ტკივილს მოგიხსნით, ღვიძლს შესანიშნავად გაწმენდს, გულს განკურნავს, თუ რეგულარულად გამოიყენებთ საკვებში ან სამკურნალო საშუალების სახით ხშირი ნერვული შეტევის ან გულის სპაზმების დროს.
რეკომენდებულია, რომ 1 ქილა ბარამბოს ფხვნილი ყოველთვის თან ატაროთ. წმინდა ჰილდეგარდი ნერვულ და ბრაზიან ადამიანებს შეტევის დაწყებისთანავე 0,5 ჩ/კ ხმელი ბარამბოს ფხვნილის სწრაფად ჭამას და თბილი წყლის დაყოლებას ურჩევს. ეს შეგიძლიათ აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეოროთ.