ბერძნული კაკალი, თავისი სამკურნალო თვისებების წყალობით, ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. იგი მდიდარია ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. მედიცინაში, ბერძნული კაკლისგან ამზადებენ სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატს, რომლებსაც ბაქტერიციდული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისკლეროტული, ანტიპარაზიტული, საერთოგამაძლიერებელი, მკუმშავი, გამაძლიერებელი, საფაღარათე, ზომიერად შაქრის შემამცირებელი და სისხლის შემაჩერებელი მოქმედება აქვს.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის რამდენიმე რეცეპტს ბერძნული კაკლის ფოთლებისგან, რათა, მათი სარგებლის შეფასებისას, მოასწროთ სამკურნალო ნედლეულის წინასწარ მომზადება. ფოთლებს აგროვებენ მაის-ივნისში, როცა მათ ჯერ კიდევ ბალზამური არომატი აქვს. აშრობენ დაკიდულ მდგომარეობაში, ინახავენ კარგად განიავებად ოთახში.
ბერძნული კაკლის ფოთლებით მკურნალობა
ბერძნული კაკლის ფოთლები გამოიყენება როგორც გარეგან, ისე შინაგან სამკურნალო საშუალებად. მას ჭრილობების შემახორცებელი, ანტიმიკრობული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. მათ იყენებენ ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთების, ფაღარათის, კუჭის ლორწოვანის გაღიზიანების, პირის ღრუსა და ყელის ანთების დროს. ფოთლები განსაკუთრებით სასარგებლოა კანის სხვადასხვა დაავადების დროს. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ მცენარის პრეპარატები ზრდის სისხლის შედედებადობას, რის გამოც მათი მიღება არ შეიძლება ზოგიერთი ავადმყოფისთვის.
დერმატიტის დროს: 1 ს.კ. ხმელ და წვრილად დაჭრილ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. ეს დღიური დოზაა. დერმატიტის დროს კარგია კომპრესებიც, ხმელი ფოთლებით, რომლებიც 1 საათით მდუღარე წყალში გაჩერდა.
ეკზემისა და ბუასილის დროს დაგეხმარებათ ბერძნული კაკლის მოხარშული ფოთლების ფაფა, რომელიც კომპრესის სახით უნდა დაიდოთ მტკივან ადგილებზე.
რგლოვანი ჭიების გამოსადევნად, 1 ს.კ. ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეახვიეთ 2 საათით და გადაწურეთ. მიეცით ბავშვებს 1 ჩ.კ. დღეში 3-4-ჯერ.
მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს, რეკომენდებულია 1.5 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ არანაკლებ 2 საათით. შემდეგ გადაწურეთ და დაწურეთ. მიიღეთ 25-30 მლ დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
იგივე ნაყენი ეფექტურად გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება. რეკომენდებულია ბავშვების ბანაობა რაქიტის, საყმაწვილოსა და კანის სხვადასხვა დაავადების დროს, ბერძნული კაკლის ფოთლების ნახარშში: 500 გ ფოთლებს დაასხით 3-5 ლ წყალი და ადუღეთ 20-30 წუთით. ნახარში ჩაასხით აბაზანაში.
ასევე, რაქიტისა და საყმაწვილოს დროს, ეფექტურია ნაყენის შინაგანად მიღებაც: 1 ს.კ. ხმელ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით, თბილად შეხვეული, შემდეგ გადაწურეთ. მიეცით ბავშვებს 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ.
იგივე ნაყენი რეკომენდებულია პირის ღრუსა და ყელის ანთებითი დაავადებების დროს.
აკნეს შემთხვევაში, მიიღეთ იგივე ნაყენი – დღიური ნორმა 1 ჭიქაა.
პოდაგრისა და რევმატიზმის დროს, სასრგებლოა აბაზანების გაკეთება და კიდურების დაბანა ასეთი ნაყენით: 0.5 კგ ფოთლები მოხარშეთ 1 ლ წყალში.
ყურში ჩირქს მოგირჩენთ 3 წვეთი ფოთლების ახლადდაწურული წვენი.
კანის სველი დაავადებების – სველი ეკზემის, ქავილის, ჭინჭრის ციების დროს, დაასხით 400 გ ფოთლებს მდუღარე წყალი და დააყენეთ 15 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით ნაყენი აბაზანაში. მიიღეთ 38,5°С აბაზანა 15 წუთით.