ვის არ ათრობს აყვავებული სურნელოვანი წიწიბურა? ამ გასაოცარმა მცენარემ დიდი გზა გამოიარა, სანამ ევროპული ქვეყნების მაგიდაზე მოხვდებოდა. ამიტომ, როგორც თაფლოვანი მცენარის, ამ კულტურის კვებით ღირებულებას ყველგან და ყველა აფასებს. გარდა ამისა, წიწიბურას სამკურნალო თვისებებიც აქვს. ამის შესახებ იცოდნენ ძველმა ხალხებმაც, ამიტომ არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ.
ახლა კი მოგიყვებით იმას, თუ როგორ გადაარჩინა წიწიბურამ უკრაინელი ქალი სიკვდილს. ისტორია გაზეთმა გამოაქვეყნა.
-“ეს ამბავი სისხლიანი ომის დროს (1944 წელს) მოხდა. დასახლებაში, როგორც ამბობენ, ექიმი სანთლით საძებარი იყო. იმ დროს უკვე 2 წელი შემისრულდა, თუმცა, რადგან სუსტი ბავშვი გავჩნდი, არ დავდიოდი და არ ვლაპარაკობდი.
დედას ჩემი გადარჩენის იმედი არ ჰქონდა: არც ვცოცხლობდი, არც ვკვდებოდი. თანამესოფლეების რჩევები, ჩემს მკურნალობასთან დაკავშირებით, შედეგებს არ იძლეოდა. მაგრამ, ყველაფერი ღვთის ნება ყოფილა.
ხალხში ამბობენ: “თუ სიცოცხლე გიწერია, ღმერთი მკურნალს გამოგიგზავნის.” ასეც მოხდა.
კვირა იყო. სადილის შემდეგ, დედაჩემმა ძროხა მინდორში გაუშვა, იქ კი ერთ მოხუც ქალს, ნასტიას შეხვდა, რომელიც თავის ძროხას აძოვებდა. საუბრისას გაიგო ჩემი სისუსტის ამბავი. დედაჩემს ზუსტად ასე უთხრა: “მისმინე, ოლგა, რას გირჩევ. გამოაცხვე პური. ღუმელიდან გამოიღე ყველა ნახშირი, სუფთა რომ გამოვიდეს. შემდეგ სამჯერ წაიკითხე “მამაო ჩვენო”, და შეაგდეთ ღუმელში წიწიბურის ღეროების კონა, აცადე, დაიწვას. სანამ იწვის, ბავშვი გაახვიე საფენებში, პურის ნიჩაბზე, და მიაბი, მერე ღუმელიდან სწრაფად გამოიღე წიწიბურის ფერფლი, სამჯერ გადაწერე პირჯვარი ბავშვს და ღუმელში: შუგ-შუგ-შუგ. ოღონდ ეს ისე სწრაფად გააკეთე, რომ ბავშვმა ის ჰაერი, სუნი შეისუნთქოს. შემდეგ მოხსენი, დააწვინე აკვანში და დააფარე. სახე არ დაუფარო. ისევ სამჯერ წაიკითხე “მამაო ჩვენო”, “ღვთისმშობელო მარიამ” და დაასრულე სიტყვებით “იყოს ნება თქვენი”.”
დედაჩემმა მეორე დღეს ყველაფერი გააკეთა ისე, როგორც მოხუცმა ნასტიამ ურჩია. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გააკეთა, თავად ძლივს დადიოდა, ხელებიც უკანკალებდა. მაგრამ, საკუთარ თავზე არ ფიქრობდა, აკვანში მე მიყურებდა.
ორი დღე გავიდა, მესამე დღეს კი დედა მოხუცთან წავიდა და ყველაფერს მოუყვა. -ვეღარ დავდივარ, წლები აღარ მიშვებს, – თქვა მოხუცმა, – მაგრამ, მაინც მოვალ და ვნახავ, როგორაა ბავშვი.
მოვიდა კიდევაც. სახლში შემოვიდა, დადგა აკვანთან. დამხედა, სამჯერ გადამწერა პირჯვარი, მერე თავად გადაიწერა ღვთისმშობლისა და მხსნელის ხატების წინ, რომლებიც კედელზე ეკიდა, და დაიწყო ლოცვა.
ამის შემდეგ, ჩემთან მოვიდა, საფენები გახსნა, დამადო თავისი მოხუცი ხელი თავზე, გულზე – მზოს წნულზე, ოდნავ დამაჭირა ორივე ხელი, შემდეგ კი ჩაიღიმა და თავი დააქნია: -რაო, პატარავ? ახლა უკვე გაიზრდები, იცოცხლებ, ღმერთმა და წიწიბურამ გადაგარჩინა!
დედაჩემს ლოყებზე სიხარულისა და მადლიერების ცრემლები ჩამოუგორდა. იგი ღვთის მადლიერი იყო, როგორც ჩემი გადარჩენის, ისე წიწიბურის არსებობისთვისაც.
წლებმა გაზაფხულის წყლებივით ჩაიარა. მოხუცი ნასტიაც და დედაჩემიც მარადიულ სამყაროში გადასახლდნენ. პატარა ეკატერინე კი დღემდე ცოცხლობს. უკვე 76 წლის ვარ, მივიღე საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლება, ვიმუშავე პედაგოგად. დღეს ვაგრძელებ შემოქმედებით საქმეს. შევქმენი მტკიცე ოჯახი და ახლა შვილიშვილებსაც ვზრდი. თუმცა, წიწიბურისადმი მადლიერება არასდროს დამვიწყებია.
პატივისცემით, ეკატერინა კუჩიკი.