გემრიელი და სასარგებლო ჩრდილოეთის კენკრა – მიწამაყვალი

243
ფოტო: egorov valeria on wikipedia

„ვისურვებდი, რომ ისეთი კენკრის სამკურნალო თვისებების შესახებ გავიგო, როგორიცაა მიწამაყვალი. პატივისცემით გ.ჯ.“

წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს:

მიწამაყვალი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ვარდის ოჯახიდან, სიმაღლე 8-30 სმ. გავრცელების ადგილი ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი, ბელარუსია. კენკრა-ქამელეონი: მომწიფების დაწყებისას მოწითალოდან ქარვისფერი ყვითელამდე. ნაყოფი ცოტათი ჟოლოს ჰგავს. მას ღვეზელში იყენებენ, მისგან ჯემებს და კომპოტებს ამზადებენ. სამკურნალო მიზნით მცენარის ფოთლები, ფესვები და თავად ნაყოფი გამოიყენება.

ფოთლებს შემკვრელი, სისხლის შემაჩერებელი, შარდმდენი და ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება გააჩნია. მიწამაყვლის ფოთლები სჯობს მაისში შეაგროვოთ. ფოთლების ნაყენი: 2 ჩ/კ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და ¼ ჭიქა დღეში 4-ჯერ მიიღეთ.

მიწამაყვლის ნაყოფს შარდმდენი, ოფლმდენი, ანტიმიკრობული, ანტიცინგური, სისხლის შემაჩერებელი, ანტისპაზმური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. მიწამაყვალი დიეტურ და სამკურნალო კვებაში სასარგებლოა: ნაყოფს ხველის და სიცივის დროს ჭამენ. თაფლთან ერთად დასუსტებულ პაციენტებს აძლევენ.

ნაყოფის, ფოთლების და ფესვების ნაყენს შარდმდენ საშუალებად იყენებენ თირკმელკენჭოვანი დაავადების, ავიტამინოზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, ასევე გულისმიერი შეშუპების დროს იყენებენ.

ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის და გაზრდილი მჟავიანობის დროს, განსაკუთრებით დაავადების გამწვავების პერიოდში მიწამაყვალის მიღება სასურველი არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს