სისხლი, სისხლის ნაკადის დახმარებით, უზრუნველყოფს მთელ ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებებითა და ჟანგბადით – თითოეულ ორგანოსა და თითოეულ უჯრედს. როცა გული ჩერდება, ჩერდება თავად ცხოვრებაც. როგორ შევინარჩუნოთ ორგანიზმის “ძრავის” ჯანმრთელობა, როგორ დავეხმაროთ მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციონირებაში?
უპირველეს ყოვლისა, სწორი კვებით.
საკვებთან ერთად, გულმა უნდა მიიღოს კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, მარგანეცი, რკინა, A და D ვიტამინები. ამ სასარგებლო ნივთიერებებს მიიღებთ შემდეგი პროდუქტებისგან: ნედლი კენკრა, ხილი, ჩირი (ქლიავის, გარგრის) და ჩირის კომპოტები; მოუხალავი თხილი და თესლი; ბოსტნეული (სატაცური, მწვანე სალათი, კიტრი, პომიდორი; პიურეს სახით – ჭარხალი, სტაფილო და ყვავილოვანი კომბოსტო. ძალიან სასარგებლოა გამომცხვარი კარტოფილი); ფაფები (განსაკუთრებით, წიწიბურის, შვრიის, ფეტვისა და ქერის); ზეთები; რძის პროდუქტები, დიეტური ხორცი (კურდღელი, წიწილა, ხბო, ღვიძლი); თევზი (კეფალი, სარდინები, ქაშაყი, ორაგული, კალმახი).
რითაა მნიშვნელოვანი ეს ნივთიერებები?
კალციუმი ხელს უწყობს უჯრედშიდა და უჯრედგარეთა წყლების სწორად გადანაწილებას, გვიცავს მომატებული არტერიული წნევისგან, მონაწილეობს ორგანიზმის მიმოცვლით პროცესებსა და კბილებისა და ძვლების ფორმირებაში.
კალიუმიც სასარგებლოა უჯრედშიდა წყლის დონის შენარჩუნებისა და უჯრედული მიმოცვლისთვის.
მაგნიუმი არეგულირებს გულის რითმის დარღვევებს, გვიცავს ჰიპერტენზიის გამოვლინებისა და ინსულტისგან, პირდაპირი გაგებით ახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
მარგანეცი მნიშვნელოვანია კორონარული არტერიის, სასქესო ჯირკვლების, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემების ფუნქციონირებისთვის.
რკინა სისხლში ჟანგბადის მოლეკულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ვიტამინები – ესაა “სიცოცხლის მატარებლები”. ზემოთ ჩამოთვლილი და ბევრი სხვა ნივთიერება სხვა ბევრ ფუნქციასაც ასრულებს, როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა სასარგებლო ელემენტებთან ერთად.
ასევე, მნიშვნელოვანია ათვისებადი ნატრიუმის რაოდენობის კონტროლიც: იგი არ უნდა აჭარბებდეს დღიურ ნორმას – 5-115 გრამს, დიეტოლოგების რეკომენდაციების თანახმად. მარილის სიჭარბის პროფილაქტიკის მიზნით, შეზღუდეთ მწნილებისა და შებოლილი თევზის, კონსერვების, მარინადების, ძეხვეულისა და მარილიანი სნეკების (თხილის, “სუხარების”) მოხმარება.
არტერიული წნევის მომატებისკენ მიდრეკილებისას, მოერიდეთ ან შეამცირეთ მაინც იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებიც აღაგზნებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს: მაგარი ჩაი, ყავა, შოკოლადი, ბულიონი, შებოლილი პროდუქტი და ცხარე სანელებლები.
დაბალი წნევის შემთხვევაში, ყავა, კაკაო და ჩაი, პირიქით, სასარგებლოა, ისევე, როგორც პატარა ნაჭერი ლორი და კარგი ბულიონი.
და, რაღა თქმა უნდა, ყველას სჭირდება წყალი – სუფთა, სასმელი. იმისათვის, რომ სისხლისა და ლიმფის ნაკადი წყლის უკმარისობით არ დაირღვეს, ორგანიზმი წყალს მათკენ უჯრედებიდან და უჯრედგარეთა სითხეებიდან გადაამისამართებს.
ამავდროულად, ტვინი აძლევს სისხლძარღვებს შევიწროვების ბრძანებას, ამცირებს გასავალს, რათა ორგანოები და ქსოვილები სულ უწყლოდ არ დარჩეს, ამის შედეგად, იზრდება არტერიული წნევა. თუ წყლის მცირე რაოდენობით მოხმარებას გააგრძელებთ, ეს მდგომარეობა გადაიზრდება ქრონიკულ, და, დროთა განმავლობაში, ჰიპერტონულ დაავადებაში. 1-1.5 ხარისხიანი სასმელი წყალი დღეში – მინიმალური ნორმაა ნებისმიერი ზრდასრული ადამაინისთვის.
როგორც ხედავთ, გული რთულს არაფერს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, მასზე უბრალო ზრუნვა მოგცემთ ხანგრძლივი, ჯანმრთელი და გაჯერებული ცხოვრების გატარების საშუალებას.