„ერთხელ ბაზარში მარცვლეული ვიყიდე და სამზარეულოს თაროზე დავდე. როცა ფაფის მომზადება დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ადრე შეძენილი პროდუქტი არ ვარგოდა – მასში პატარა შავი ხოჭოები იყვნენ. ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის საფრთხე რომ არ შემექმნა, მარცვლეული სანაგვე ყუთში გადავაგდე, მის ნაცვლად კი სუპერმარკეტში სხვა შევიძინე. ფიქრი იმის შესახებ, რომ პროდუქტებში სხვადასხვა მავნებლები სახიფათოა თუ არა, დიდხანს თავიდან არ ამომდიოდა. გადავწყვიტე გამერკვია, ამ პატარა არსებებს ჩვენთვის ზიანის მოყენება ნამდვილად შეუძლიათ, სწორედ ამიტომ ტერნოპოლის ოლქის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ცენტრის სპეციალისტ-ენტოლოგს, სვეტლანა ველიჩკოსს მივმართე.
საიდან ჩნდებიან მავნებლები
საკვები პროდუქტების მავნებლები შეიძლება იყვნენ ჩრჩილები, ხოჭოები ან ტკიპები, მათ ასევე „ბეღლის“ მავნებლებს უწოდებენ – ამბობს სვეტლანა. უმეტესობა მათგანი წარმოშობით ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებიდანაა. გამთბარი შენობები, სადაც საკვები პროდუქტები ინახება, მავნებლებს გავრცელების საშუალებას აძლევს იმ რეგიონებში, სადაც ისინი ზამთარში ვერ გადარჩებოდნენ. ჩვენს შენობებში მავნებლები მაღაზიებიდან და ბეღლებიდან ხვდებიან, სადაც მავნებლებით დაინფიცირებული დიდი პარტია პროდუქცია შეაქვთ.
როგორები არიან „პროდუქტების მტრები“
სამომხმარებლო საქონლის მავნებლებს შორისაა დიდი და პატარა ფქვილის ღრაჭუკები, ბეღლის და ბრინჯის ცხვირგრძელა, ფქვილის ჩრჩილი და ფქვილის ტკიპა.
დიდი ფქვილის ღრაჭუკები ხშირად გვხვდება ქარხნებში, საცხობებსა და სახლებში. ეს გიგანტური მწერი სიმაღლეში 13-15 მმ-ს აღწევს. დიდებს ყავისფერი-მოშავო ფერი და უფრო ღია ფერის ქვედა ნაწილი, ცხიმიანი ბზინვარება აქვთ. როგორც დიდი მწერები, ასევე მატყლები აზიანებენ და აფუჭებენ ბაღის კულტურის თესლებს, მარცვლეულის მარცვლებს, ფქვილს, ქატოს, სახამებელს და ორცხობილას.
პატარა ფქვილის ღრაჭუკები სიგრძეში 3-4 მმ. მისი ზურგის ნაწილზე მცირე ჩაღრმავებული ზოლები შეინიშნება. გაჭყლეტვის ან დაზიანების დროს დამახასიათებელ და გამაღიზიანებელ სუნს უშვებს. იკვებება მარცვლებით და გადამუშავებული პროდუქტით, ხმელი ხილით, ბალახებით, სოკოთი და ბოსტნეულით.
ბეღლის და ბრინჯის ცხვირგრძელა მუქი ყავისფერი და ღია ყავისფერი ფერისაა, სხეულის სიგრძე – 2,5-5 მმ. ისინი აზიანებენ ფქვილს, ფქვილის და მაკარონის ნაწარმს, მარცვლეულს, ორცხობილას, საკვებ კონცენტრატებს, ხმელ სოკოს, ჩირს და ა.შ.
ფქვილის ჩრჩილი (ფრთების სიგანე 20-25 მმ, სხეულის სიგრძე 10-15 მმ) პატარა ფარვანაა, რომელიც ფქვილის და მარცვლეულის გადამუშავებული პროდუქტის ყველაზე გავრცელებული მავნებელია ლიფტებში, საწყობებში, ქარხნებსა და სახლებში. პირველ რიგში, ჩრჩილის მატყლი ფქვილს და სხვა მარცვლეული-ფქვილის პროდუქტს (ფანტელები, ქატო, მარცვლეული, ორცხობილა) აზიანებს, მაგრამ შეიძლება სოკოთი, ხილით, ბოსტნეულით, კაკლით, საკონდიტრო და სასურსათო საკვებით იკვებებოდეს.
ფქვილის ტკიპა ძალიან პატარაა, სიგრძე 0,3-1,2 მმ, თითქმის შეუირაღებელი თვალით უხილავია. ის შეიძლება აღმოაჩინოთ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვებში, ასევე ღვინოში, ლუდში, თაფლში, ყველში, ამასთან თითოეულ სახეობას თავისი პროდუქტი უყვარს. მისთვის ოპტიმალურ პირობებში, დაახლოებით 25 გრადუს ტემპერატურასა და ჰაერის 75-80% ტენიანობაზე ერთი თაობის განვითარება დაახლოებით 10 დღე გრძელდება. ეს მწერები წარმოუდგენლად ნაყოფიერები არიან.
რატომ არ შეიძლება დაზიანებული პროდუქტის ჭამა
დაზიანებული პროდუქტი შეიცავს ექსკრემენტებს (შარდი, განავალი), მწერების ნაშთებს, მწერების განვითარებულ სხვადასხვა ფორმებს, ასევე ნაკლებად მიმზიდველი გარეგნობა, უსიამოვნო სუნი და ფერი აქვს. სწორედ ამიტომ, მავნებლებით დაინფიცირებული ასეთი პროდუქტი სჯობს გადააგადოთ, ვიდრე კუჭის უსიამოვნო დაავადები გამოიწვიოთ.
როგორც სვეტლანა განმარტავს, მავნებლები სახიფათოა, რადგან თავისი ნარჩენებით და განავლით პროდუქტებს აბინძურებენ. დაზიანებულ პროდუქტში კი ბაქტერიები და სოკოები მრავლდება. მწერების მკვეთრი, ჯაგრით დაფარული ჭურვები ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში არ მუშავდება და შეიძლება კუჭის გაღიზიანება და ანთება გამოიწვიოს. ტკიპების ნარჩენების შემადგენლობაში შედის გუანინი და სკლეროპროტეინი (არც ერთი ორგანიზმის მიერ არ ითვისება), რომელიც მიკროორგანიზმების გასავითარებლად ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
თქვენი პროდუქტების მარაგი აკონტროლეთ
ექიმის თქმით, დაუპატიჟებელი სტუმრებისგან თავი რომ დაიცვათ, შეფუთული პროდუქტი კარგად გადაარჩიეთ და სწორად შეინახეთ. პროდუქტების შესანახად საუკეთესო ჭურჭელია მინის ქილები და ნაჭრის (მჭიდროდ ნაქსოვი) ტომსიკები. სამზარეულო და კარადა კარგად გაანიავეთ, ასევე მავნებლებს მოიშორებთ. მარაგების ხშირი გადამოწმება და დაზიანებული პროდუქტის განადგურება სხვა პროდუქტის მარაგის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.