-“73 წლამდე მეან-გინეკოლოგად ვმუშაობდი კიევის №1 სამშობიაროში. საქმეს კეთილსინდისიერად ვასრულებდი. ხელმძღვანელობა პატივს მცემდა. მაშინაც კი, როცა პენსიაზე გასვლა დავაპირე, დარჩენა შემომთავაზეს. თუმცა, ჩემმა შვილებმა დაიჟინეს, რომ მაინც წავსულიყავი და დამსახურებულად დამესვენა, საკუთარ ჯანმრთელობაზე მეზრუნა.
საქმე ისაა, რომ დამეწყო ფეხების, უფრო მეტად კი მუხლების ძლიერი ტკივილები. რით არ ვცადე ამ ტკივილის მოშორება, თუმცა არაფერმა მიშველა.
ხალხურ მედიცინაში ხსნის ძიების პროცესში წავაწყდი ერთ უჩვეულო რეცეპტს. მისი ერთი გამოყენების შემდეგ, ტკივილმა გამიარა. ახლა 85 წლის ვარ, მუხლებთან დაკავშირებული პრობლემები კი საერთოდ გადამავიწყდა. ძალიან მინდა, ეს რეცეპტი მკითხველებს გავუზიარო.
თუმცა, სანამ მას გაგაცნობთ, უნდა გაგაფრთხილოთ გვერდითი რეაქციის შესახებაც – მწვავე ტკივილი და დამწვრობა კანზე. მაშ ასე, რეცეპტი ძალიან ეფექტურია, თუმცა ძლიერ ტკივილს იწვევს კანზე.
წვრილად დახეხეთ ნედლი ხახვი. დაკეცეთ მარლა რამდენიმე ფენად (იმ ზომის უნდა იყოს, რომ მუხლებზე შემოგეხვიოთ). მარლაზე დადეთ ხახვი, თანაბრად გადანაწილებული. დაახურეთ ისევ რამდენიმე ფენა მარლა. დაიდეთ კომპრესი მუხლზე. გახსოვდეთ, რომ ხახვიანმა მარლამ მუხლის მხოლოდ წინა, უფრო უხეში ნაწილი უნდა დაფაროს. უკან, სადაც ფეხი იხრება, ხახვი არ უნდა დაიდოთ, თორემ იქ განლაგებულ ვენებს დააზიანებთ. ზემოდან შემოიხვიეთ კომპრესის ქაღალდი (მუშამბა) და, სითბოს შესანარჩუნებლად, შეიხვიეთ პირსახოცით.
მაშინ, 12 წლის წინ, ეს მთელი ღამით გავიკეთე. საწოლში ჩავწექი და ცოტა ხნით მშვიდად ვიწექი. თუმცა, უცებ ვიგრძენი, რომ კომპრესის ქვეშ კანი ამტკივდა. ტკივილი გაძლიერდა, სანამ ცეცხლივით წვა არ დაიწყო. 20 ან 30 წუთი ვითმენდი. შემდეგ წვა გაქრა.
გადავწყვიტე: რახან აღარ მტკივა, ბარემ დილამდე გავიჩერებ-მეთქი. ტკივილი აღარ განახლებულა. დილით მოვისხენი კომპრესი და საშინელი სურათი დამხვდა: იქ, სადაც ხახვი მედო, გაჩნდა ნამდვილი ჭრილობა, რომლისგანაც, კიდევ კარგია, რომ სისხლი არ მოდიოდა.
ჩემდა გასაკვირად, მუხლის ტკივილი, რომელსაც კედლებზე ავყავდი, გამიარა. მეზობლებმა, რომლებიც მანამდე მითანაგრძნობდნენ, რომ მძიმედ დავდიოდი, შენიშნეს, რომ ახლა უკეთ დავდივარ.
დროთა განმავლობაში, ჭრილობები შეხორცდა და მხოლოდ დამწვრობის თეთრი ლაქებიღა დარჩა. იმ ღამის შემდეგ, მუხლები მომირჩა, პროცედურის განმეორება საჭირო აღარ გახდა. ვფიქრობ, ხახვი და მისი სასარგებლო თვისებები დამეხმარა.
რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, რომ, ჩემი რეცეპტის გამოყენებისას საშინელ ტკივილს გამოცდით. შესაძლოა, მკურნალობა რამდენიმე დღეზე უნდა გადამენაწილებინა და კომპრესი უფრო ცოტა ხნით უნდა გამეჩერებინა და რამე ტკივილგამაყუჩებელ საშუალებასთან უნდა შემერია.
კარგი იქნებოდა, თუ გამოჩნდებოდა სპეციალისტი, რომელიც ამ მარტივ, თუმცა ძალიან ეფექტურ სამკურნალო საშუალებას გაამდიდრებს, მოგვცემს პროფესიულ რჩევას გამოყენებისას ტკივილის თავიდან ასარიდებლად, თუმცა, სასურველი შედის მისაღებად!”
აღმოჩნდა, რომ მედიცინაში არსებობს მკურნალობის ერთგვარი სასუალება, რომლის გამოყენებისასაც ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. აღნიშნულ შემთხვევაში, ხახვის სამკურნალო თვისებებმა მართლაც იჩინა თავი, თუმცა თავისებურად, და, აი, რატომ.
ხახვი შეიცავს ფიტონციდებს (ბაქტერიციდულ ნივთიერებას), რომლებსაც გამოხატული გამაღიზიანებელი მოქმედება აქვს. ცნობილია, რომ, როცა ხახვის სუნს შევისუნთქავთ, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შედეგად ვაცემინებთ. თუმცა, მისი ხანგრძლივი ზემოქმედება შეიძლება მწვავე ტკივილების მიზეზად იქცეს.
მიუხედავად ამისა, გამღიზიანებელ ეფექტს ტკივილგამაყუჩებელი გავლენაც აქვს, ამიტომაც აღმოჩნდა მკურნალობა ეფექტური. თუმცა, ზოგ ადამიანისთვოს ხახვის მსგავსი გამოყენება ისეთი შედეგით დასრულდება, როგორიც ზემოთაა აღწერილი. სხვებში კი შედეგი უარესი შეიძლება იყოს: შეიძლება გაჩნდეს ბუშტუკები, წყლულები და სხვა გართულებები, რომელთა წინასწარმეტყველებაც რთულია. ამიტომ, ყველასთვის ამ რეცეპტის შეთავაზება არც ისე უსაფრთხო საშუალებაა გამოჯანმრთელებისა.
ამისთვის საჭიროა სპეციალური გამოკვლევები, ფარმაცევტიკული ტექნოლოგიების გამოყენებით. შესაძლოა, ხახვის მცენარეულ ზეთთან შერევამ ტკივილი შეამციროს, თუმცა ცნობილი არაა, მიიღწევა თუ არა იგივე სამკურნალო ეფექტი.