როგორი უნდა იყოს თქვენი კვების სისტემა ასაკის და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის მიხედვით.

157
ფოტო: Shirley Hirst on Pixabay

„ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ყოველდღიური მოხმარების შესახებ რამდენიმე სხვადასხვა თეორია წავიკითხე. მაჩვენებლები განსხვავდება. მსურს გავიგო, თუ სიმართლე სადაა. პატივისცემით, ა.მ.“

წერილს იური ბატულინი, გამაჯანსაღებელი მეთოდიკის „ადამიანის შესაძლებლობა ექსტრემალურ სიტუაციებში“ ავტორი პასუხობს:

საკვები პროდუქტების ბიოლოგიური ანალიზი, მათი შემადგენლობის სამეცნიერო დასაბუთება ადამიანის ჯანმრთელობის თეორიაში დიდ წვლილს წარმოადგენს. ნებისმიერი პროდუქტის ძირითადი კომპონენტებია ცილები, ნახშირწყლები და ცხიმები. მეცნიერებს ცილების შესახებ საერთო მოსაზრება არ აქვთ იმის გარდა, რომ ცილები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მცენარეული ცხიმების აუცილებლობის შესახებ მეცნიერთა შეხედულებები ემთხვევა. რაც შეეხება ცხოველურ ცილებს, კერძოდ ხორცს, აზრები იყოფა. ყველამ ცილოვანი საკვები თავად უნდა განსაზღვროს. ცხოველური და მცენარეული ცილების გონივრული თანაფარდობა უკეთესია, ვიდრე ზოგიერთ სამეცნიერო ნორმაზე ფოკუსირება, მით უმეტეს რომ ნორმები ყოველთვის იცვლება.

კვების სისტემა ყველასთვის ერთნაირი ვერ იქნება, ის ასაკზე, ფსიქიკაზე, შინაგანი ორგანოების და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ასაკოვანმა ხალხმა ცხიმების, განსაკუთრებით ცხოველური ცხიმების მოხმარება უნდა შეამციროს. ხორცი, ხორცის პროდუქტები კვირაში მაქსიმუმ ერთხელ უნდა მიიღოთ. სჯობს ხორცის ერთ სახეობას, მაგალითად, ქათმის ხორცს მიეჩვიოთ. ასევე რაციონში კვერცხი კვირაში 2-3-მდე შეზღუდეთ. რაც შეეხება პურს, სჯობს ძველი შავი, უსაფუარო პური ან ორცხობილა მიირთვათ.

ასევე წვენებს სათანადო ყურადღება მიაქციეთ – ეს უმაღლესი ხარისხის წვენია და მისი სამკურნალო ეფექტი ნებისმიერი ასაკის ორგანიზმზე მოქმედებს. წლების მატებასთან ერთად რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული, უმი და მოთუშული კერძები უნდა ჩართოთ. მაგალითად, წითელი ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, ნიორი, ბადრიჯანი და ა.შ.

ყოველდღე უცხიმო რძემჟავა პროდუქტების, წყალზე დამზადებული ფაფის (შვრია, წიწიბურა, ხორბალი) კარაქთან ერთად ჭამა სასარგებლოა. განსაკუთრებით კარგია, გაღვივებულ მარცვლებზე დაფუძნებული ფაფა. საუზმეზე მიღებული ფაფა სასიცოცხლო ენერგიას სტიმულირებს და ღამის ძილის შემდეგ საჭმლის მომნელებელი პროცესებს არეგულირებს.

ნებისმიერი ასაკის ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, კერძოდ ზღვის კომბოსტო. ის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების და ათეროსკლეროზის დროს შეუცვლელია. სწორი კვების მხარდამჭერებმა სითხის რაოდენობა უნდა გაზარდონ. წიდები და ტოქსინები ნორმალურად რომ გამოდევნოთ, 1-1,5 ლ სითხე დაგჭირდებათ. ყავა, ძლიერი ჩაი, მინერალური წყალი სჯობს ბალახების ჩაით ჩაანაცვლოთ.

ჩაის რეცეპტი: თანაბარი პროპორციით ასკილის კენკრა, ცირცელი, ჟოლოს ფოთლები, მოცხარი, ახალგაზრდა ფიჭვის წიწვები აიღეთ. ყავის საფქვავში დაფქვით ან ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. 2 ს/კ ნარევი თერმოსში ჩაყარეთ და 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ღამე დააყენეთ. დილით გადაწურეთ, გემოვნებით თაფლი დაუმატეთ და დღის განმავლობაში 0,5 ჭიქა დალიეთ. ასეთი გაჯერებული ჩაი ორგანიზმს არა მხოლოდ აუცილებელი სითხით, არამედ ვიტამინებით და მიკროელემენტებით აავსებს.

ასაკის მატებასთან ერთად ვიტამინების მიმართ მოთხოვნა იზრდება, რადგან ორგანიზმი მათი წარმოების და შენახვის უნარს კარგავს. რაციონში ბევრი ისეთი პროდუქტით უნდა გაამდიდროთ, რომლებიც შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, კერძოდ C ვიტამინს (ასკორბინის მჟავა), E ვიტამინს (ტოკოფეროლი), რომელიც თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას აფერხებს. ასეთი პროდუქტებია ასკილი, ქაცვი, მოცხარი, კომბოსტო, ტკბილი წიწაკა, მწვანე ხახვი, გამომცხვარი კარტოფილი, მცენარეული ზეთი, შავი ცირცელი, მარცვლეული და ა.შ.

ადამიანის ორგანიზმს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, რკინის მიღება სჭირდება, რაც ნორმალური სისხლის მიმოქცევისა და უჯრედების სუნთქვისთვის აუცილებელია. მას შეიცავს მწვანე ფერის ბოსტნეული, წითელი ჭარხლის ბოლქვები, ღვიძლი, თირკმლები, კვერცხის გული, თევზი, ჩირი, ბაბუაწვერას ფოთლები, მდოგვი, უხეშად დაფქული პური.

საკვები კარგად შეარჩიეთ და მარილის და შემწვარი კერძების, ალკოჰოლის მიღება შეზღუდეთ. მიირთვით მაშინ, როცა მშიერი ხართ და ზედმეტ ჭამას მოერიდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს